Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: როდესაც ქვეყანას უჭირს ისე, რომ მეხანძრეს ნიჩაბიც კი არ აქვს,...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: როდესაც ქვეყანას უჭირს ისე, რომ მეხანძრეს ნიჩაბიც კი არ აქვს, არაფერს ვამბობ სრულ ეკიპირებაზე, თანხის გამოყოფა კანადაში რაღაც უაზრო მემორიალის დასადგმელად, უბრალოდ, დაცინვაა

ჰამლეტ ჭიპაშვილი
ჰამლეტ ჭიპაშვილი

საქართველოსმეოცნებეხელისუფლება კანადის დედაქალაქ ოტავაშიკომუნიზმის მსხვერპლთამემორიალის მშენებლობას აფინანსებს. შესაბამის განკარგულებას (#1757) პრემიერმა კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ამ განკარგულების თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდმა საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 325 დოლარის ეკვივალენტი ლარი გამოუყო, თუმცა თანხა დაფინანსების მხოლოდ ნაწილია და, როგორც კულუარებში ამბობენ, სამომავლოდ, შესაძლოა, მოიმატოსროგორც ხედავთ, ხელისუფლება, რომელიც ხანძრებს ვერ აქრობს და უნიკალურ ეკოსისტემას ვერ უფრთხილდება იმის გამო, რომ სახანძრო თვითმფრინავიც კი არ ჰყავს, პრიორიტეტად არა ამ პრობლემის მოგვარებას, არამედ კანადაშიკომუნიზმის მსხვერპლთასახელების უკვდავყოფას მიიჩნევს; ხელისუფლება, რომელმაც ქართველი გლეხი ფეხებზე დაიკიდა და დასავლეთ საქართველო წელს, ფაქტობრივად, შიმშილისთვის გაწირა, რადგან მისი უნიათობით თხილის პლანტაციების უდიდესი ნაწილი მავნე მწერს შეაჭამა, მთავარ საფრთხედ ისევბნელ საბჭოთა წარსულსმიიჩნევს, ოღონდ ამჯერად შორეულ კანადაშივინ მართავს რეალურად საქართველოში საბიუჯეტო სახსრებს, რატომ არის ხელისუფლებისთვის კანადაში მემორიალის აშენება ესოდენ მნიშვნელოვანი და, საზოგადოდ, რა პოლიტიკური იდეოლოგიის გამოხატულებაა მსგავსი ქმედებები? _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსპოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება.

_ ბატონო ჰამლეტ, საქართველოს ხელისუფლება კანადაში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის მშენებლობას აფინანსებს. იმ პირობებში, როცა ბიუჯეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად არ გვყოფნის და ამის გამო სახელმწიფო ზარალდება, ადეკვატურია ეს გადაწყვეტილება?

_ მე ასე ვიტყოდი: ეს არის გასაპნილი თავით ერთ ადგილში ძრომის პოლიტიკა. ამით ესენი სიამოვნებას ჰგვრიან, პირველ რიგში, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და ზოგიერთ დასავლელ ლიდერს, რომლებიც მკვეთრად ანტირუსულად არიან განწყობილნი. სხვა ამოცანა ამ მახინჯ პოლიტიკას არ აქვს და ეს არის გაგრძელება იმ პროცესისა, რომელიც, ბოლო 20-25 წელია, მიმდინარეობს, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა ე.წ. დამოუკიდებლობა.

რა ინტერესი აქვს დასავლეთს? მისთვის მთავარია, რუსეთს მოეცხოს ჩირქი და ამას რამდენი ჩვენისთანა მცირერიცხოვანი, ღატაკი სახელმწიფო შეეწირება, სულერთია. თუმცა არა მხოლოდ ჩვენისთანა, უფრო მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც მონაწილეობენ ამ პროცესში. ამის ნათელი მაგალითებია უკრაინა და პოლონეთი. ამ ქვეყნებში ახლა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაღუპული საბჭოთა კავშირის გმირების მემორიალებისა და ძეგლების დემონტაჟი. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელები და პოლონელები, როგორც ერი, ჯერჯერობით არ არიან ჩამოყალიბებულნი. უკრაინას საერთოდ არანაირი სახელმწიფოებრივი ისტორია არ აქვს, პოლონეთზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როცა ხელისუფლება ბრიყვია და ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არა საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გარე ძალების კარნახითა და მითითებით იღებს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხას, როდესაც ქვეყანას ეკონომიკურად უჭირს და უჭირს ისე, რომ მეხანძრეს ნიჩაბიც კი არ აქვს, არაფერს ვამბობ სრულ ეკიპირებაზე, თანხის გამოყოფა კანადაში რაღაც უაზრო მემორიალის დასადგმელად, უბრალოდ, დაცინვაა. რა გემემორიალება და გემუზეუმება, ქვეყანა თავზე გემხობა, მაგრამ კანადაში რატომ ხდება ეს ამბავი, იცით? _ იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი უკრაინელი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უამრავი ბანდერელი, რომლებიც იყვნენ და დღემდე არის ფაშისტები, გადაასახლა ამერიკაში და მათი ნაწილი დასახლდა კანადაში. აი, ზუსტად მათი შვილები და შვილიშვილები არიან დღეს ისინი, ვინც გამოთქვამენ პრეტენზიას რუსეთის მიმართ და მეტიც, მათი ნაწილი დაბრუნდა უკრაინაში, რათა იქ არიოს ვითარება. ამ ფონზე, ცხადია, სულაც არ გამიკვირდება, რომ პოროშენკოკვირიკაშვილს შორის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძმობა საქართველოს მთავრობამ კანადაში რაღაც სულელური მემორიალის წამოჭიმვით დააგვირგვინოს. ეს ერთი და მეორეც: ამერიკის გაკვეული პოლიტიკური წრეები უკვე დაჟინებით მოითხოვენ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მკვეთრად ანტირუსულად განწყობილი ქვეყნები იყოს…

_ კი მაგრამ, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას და უაზროდ ფლანგვასაც ამერიკელები კარნახობენ?

_ ეს ხელისუფლება უკვე ისე მიეჩვია მსგავს ქმედებებს ამ, ბოდიში და, ტილიან ქვეყანაში, რომ მისთვის ჩვეულებრივი ამბავია… ბოლო ორი თვის განმავლობაში დიდძალი ფული შევიდა ტურიზმის დეპარტამენტში, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ თანხიდან 10 მილიონი ლარი გადაერიცხება “ბლექსი არენას”. ეს ის საკონცერტო დარბაზია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავის ბაღჩაში აიშენა ოჯახის წევრების სალაღობოდ და შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ვითომ აჩუქა. მილიონები იხარჯება ვიღაც მომღერლების ჩამოსაყვანად და ეს ოფლით ნაშოვნი ფული, ფაქტობრივად, წყალში იყრება. რა გეკონცერტება და გეზეიმება იმ დროს, როცა ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ფონია?! გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება დიდძალ ფულს ფლანგავს სხვადასხვა ქვეყანაში საელჩოების დაფინანსებაზე. წლების წინათ, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვიყავი, მახსოვს, იაპონიას თბილისში საელჩო არ ჰქონდა და აზერბაიჯანიდან ფარავდა საქართველოსაც. იჯდა ის კაცი ბაქოში და წელიწადში დიდი-დიდი ორ-სამჯერ თუ ჩამოვიდოდა აქ. მათ ასეთი არგუმენტი ჰქონდათ: იაპონიას ძვირი დაუჯდება ცალკე საელჩოს გახსნა საქართველოშიო. არადა, იაპონია ერთერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში ეკონომიკურად, სოციალური თვალსაზრისით და, მას თუ გაუჭირდებოდა საელჩოს გახსნა, ამ ჩვენს ტილიან, ღატაკ ქვეყანას, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ აქვს, როგორ უნდა ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მაგალითად, როგორიცაა მადაგასკარი, საელჩო გახსნას?! ეს არის ფულის უყაირათოდ ხარჯვა და, ხელისუფლებაში თუნდაც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი რომ გვყავდეს, ამას, აუცილებლად გააპროტესტებდა…

_ როგორც აღნიშნეთ, დასავლეთის მიზანია, რუსეთს ჩირქი მოსცხოს და ამისთვის ჩვენისთანა სახელმწიფოებს იყენებს. რას იღებს რეალურად საქართველო სანაცვლოდ? მცირე ხნის წინათ ვნახეთ, რომ ამერიკამ და ევროპამ ერთი სახანძრო თვითმფრინავიც არ მოგვაშველეს, როცა უნიკალური ეკოსისტემა ცეცხლის ალში იყო გახვეული.

_ საქართველოს უნდა შეძრომა ნატოში, ევროკავშირში და უკვე წლებია, რომ იტყვიან, გასაპნილი თავით ეჯახება ამ ორგანიზაციებს. უფრო ზუსტად, ხელისუფლებას უნდა ეს, თორემ ვის აინტერესებს, ხალხს რა უნდა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, თავი მოაწონოს დასავლეთს…

_ თქვენი აზრით, ხელისუფლება ვერ აანალიზებს, რომ რეალურად საქართველოს არ აქვს ევროატლანტიკური პერსპექტივა?

_ ცხადია, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა ჩვენთვის არ არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იხტიბარს არ იტეხს და, სადაც კი საშუალება მიეცემათ, ლამის მუხლებში ჩაუვარდნენ დასავლელ ლიდერებს ხვეწნამუდარით: მიგვიღეთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიო.

ანალოგიური პოზიცია აქვს უკრაინის პრეზიდენტსაც, რომელმაც ერთი კვირის წინათ განაცხადა, _ უკრაინა უკვე თითქმის ნატოს წევრიაო. სხვათა შორის, მან იგივე თქვა ევროკავშირზეც, მაგრამ, როგორც კი ეს განცხადება მოისმინა, ჟან კლოდ იუნკერმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და დიპლომატიური კეკლუცობის გარეშე უპასუხა, რომ უკრაინა ვერც ევროკავშირის და ვერც ნატოს წევრი კიდევ კარგა ხანს ვერ გახდება. ეს არის რეალობა, მაგრამ პოროშენკო მაინც განაგრძობს ყალბ რიტორიკას. საზოგადოდ, ასეთი რამ ახასიათებს ისეთ ჯიუტ და უნამუსო ხელისუფლებას, როგორიც გვყავს, როგორიც ჰყავს უკრაინას. მიაწექი რქებით და იქნებ რამე გაიტანო, _ ესაა მათი ლოგიკა, იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ეს რქები შეიძლება მოგემტვრეს და ისე მოგემტვრეს, რომ სისხლისგან დაიცალო.

_ გასაგებია, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს, რომ ამის გარეშე ვერც ევეროკავშირი, ვერც ნატო ჩვენს მთავარ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ რეალურად რა გარემო არსებობს მოსკოვთან დიალოგისთვის? დასავლეთი, ერთი მხრივ, მიგვანიშნებს ამის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, თავს გვახვევს ანტირუსულ რიტორიკას. როგორ ფიქრობთ, ამ პირობებში შესაძლებელია ისეთი ძალის გამოჩენა, რომლის მთავარი პოლიტიკური ორიენტირი სწორედ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება იქნება?

_ ასეთი ძალა, პირველ რიგში, მედიამ უნდა წარმოაჩინოს. არადა, მედია მონოპოლიზებული აქვთ დასავლეთის ყურმოჭრილ პოლიტიკურ ლაქიებს. ერთადერთი გაზეთი ხართ თქვენ, რომელიც მოურიდებლად, პირდაპირ წერთ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების აუცილებლობაზე, მაგრამ ვთქვათ გულწრფელად: ერთი გაზეთის ნათქვამი სიმართლით ეშველება ქვეყანას?! რა გამოაჩენს პოლიტიკურ ასპარეზზე სხვანაირად მოაზროვნეებს, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას პირი აქვთ შეკრული და ორივეს ერთად თითს უქნევს დასავლეთი?! ჩაკეტილია მედია, ვინ გათქმევინებს სიმართლეს. არადა, მათ რომ ჰკითხოთ, ჩვენი მედია თავისუფალია. არ დაიჯეროთ! ეს არის ტყუილი. არ გააჭაჭანებენ არავის, ვინც სიმართლეს ილაპარაკებს…

_ რაც შეეხება არჩევნებს: არჩევნები არსებობს იმისთვის, რომ ხალხმა თავისი ნება გამოხატოს, არჩევანი გააკეთოს და, თუ რამე შესაცვლელია, შეცვალოს. საქართველოში სერიოზული ცვლილებები რომ არის საჭირო, ალბათ, დამეთანხმებით. ფიქრობთ, რომ შეიცვლება რამე 22 ოქტომბრის შემდეგ?

_ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა 1990 წლის შემდეგ. გახსოვთ, ალბათ, ეს არჩევნები კომუნისტების ორგანიზებით გაიმართა და მართლაც ობიექტურ არჩევნებში გაიმარჯვა “მრგვალმა მაგიდამ”. მას შემდეგ რაც იყო, მე ვეძახი არა არჩევნებს, არამედ დანიშვნას. დღეს უკვე ეს დანიშვნის პროცედურა ტექნიკურად ისე დაიხვეწა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს არჩევნები ტარდება. არ დაიჯეროთ! არჩევნები აქ არ ტარდება და არც ჩატარდება! უბრალოდ, ვიღაცას დანიშნავენ, თუმცა ჩვენ ილუზიაში არ უნდა ვიცხოვროთ და ზღაპრები არ უნდა დავიჯეროთ. არავითარი პოლიტიკური ცვლილებები აქ რეალურად არც 22 ოქტომბერს და არც მის შემდეგ არ იქნება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here