Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: ვაღიაროთ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ჩავატაროთ გეიაღლუმები, დავწეროთ მამაკაცს მამაკაცზე...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ვაღიაროთ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ჩავატაროთ გეიაღლუმები, დავწეროთ მამაკაცს მამაკაცზე ჯვარი… ამის მერე მართლა იქნება მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში

ჰალმეტ ჭიპაშვილი
ჰამლეტ ჭიპაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დასავლეთმა უნდა შეძლოს დაპირისპირებების დასრულება, როგორც საქართველოსა და მოლდოვაში, ისე მთიან ყარაბაღში, რათა აღნიშნულ რეგიონებში ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს მშვიდობამ. მისივე განმარტებით, ამისთვის უფრო ქმედითი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი, ხოლო არსებითი პროგრესის მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ იქნება, რაც იარსებებს ამ ყველაფრის პოლიტიკური ნება

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაც, ვიცეპრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის, მისი მოადგილეებისა თუ სენატორების დონეზე აცხადებდა, რომ დასავლეთის პოლიტიკური ძალისხმევა, დემოკრატიისა და სამართლიანობის დასაცავად აგრესორი სახელმწიფოების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული. ამის მიუხედავად, ვაშინგტონის ნაბიჯები მსოფლიოში არც დემოკრატიისთვის აღმოჩნდა სასარგებლო და არც სამართლიანობის დაცვის თვალსაზრისით. პირიქით _ 2008 წლის აგვისტოს ომმა ცხადყო, რომ საქართველო, თავისი კონფლიქტური რეგიონებით, დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში მხოლოდ მანიპულაციის საშუალებაა; დაპირისპირების დასრულება კი რეალურად არც ამერიკისთვისაა პრიორიტეტი და არც ევროკავშირისთვისრას ნიშნავდა ამ შემთხვევაში ტილერსონის განცხადება კონფლიქტების დასრულებაზე და ვაშინგტონმა რა ფორმით შეიძლება სცადოს ამის განხორციელება? რა საფრთხეებს შეიცავს ჩვენთვის ეს ყველაფერი და ხომ არ არის მოსალოდნელითეთრი სახლისგანკიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება რუსეთსაქართველოს შორის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

_ ბატონო ჰამლეტ, რა დასკვნების გამოტანა შეიძლება რექს ტილერსონის განცხადებიდან, რომელიც კონფლიქტების დასრულებას შეეხებოდა საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში, რა შეიძლება იდგეს ამის უკან?

_ ეს განცხადება ტილერსონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრისას გააკეთა და ამით შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, კრემლს წაუყენა პრეტენზიები, თუმცა, თავის მხრივ, ლავროვმა რუსეთის სახელმწიფოებრივი პოზიციიდან ადეკვატური პასუხი გასცა. მან განაცხადა, რომ მოსკოვი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. სხვათა შორის, იქ ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ეუთომაც უნდა დაგმოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ამაზე ლავროვმა მოკლედ უპასუხა: ტილერსონის მოწოდება ეკუთვნის ეუთოს, თქვენ დაგმეთ, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გზას… მორჩა. ეს ნიშნავს იმას, რაც არის რეალურად და რის შეცვლასაც რუსეთს, დასავლეთი კი არა, ალბათ, მამაზეციერიც ვერ აიძულებს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოსადმი ასეთი ზედაპირული და ქარაფშუტული პრეტენზიების წაყენება, მით უმეტეს, როცა საუბარია ორ სუპერსახელმწიფოზე, კარგს არაფერს მოიტანს. ისე, პრეტენზიების წაყენებაზე თუ მიდგება საქმე, რუსეთს ძალიან ბევრი პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს შეერთებულ შტატებთან.

_ მაგალითად?

_ დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უხეშად ერევა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საშინაო საქმეებში. მეტიც, ის უკვე, ფაქტობრივად, არც კი ცდილობს, თავისი კოლონიური პოლიტიკის შეფუთვას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისადმი, თუნდაც საქართველოა ამის მაგალითი. ახლა უკრაინა ავიღოთ, რუსეთს აქვს სათქმელი, რომ რამდენიმე წლის წინანდელი მაიდნის რევოლუცია ამერიკელების მოწყობილი იყო, რომ მათი ხელშეწყობითა და დაფინანსებით მოვიდა იქ ხელისუფლების სათავეში, ფაქტობრივად, ფაშისტური ძალები და .. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სწორედ ამერიკა აწვდის დღეს უკრაინას ლეტალურ იარაღს, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთისა და უკრაინის კონფრონტაცია ამერიკელების ინსპირირებულია. ცალკე საუბრის თემა შეიძლება იყოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპმა ახლახან მიიღო, მხედველობაში მაქვს იერუსალიმის გამოცხადება ისრაელის დედაქალაქად, რაც ასევე არის გაეროს მთელი რიგი საერთაშორისო გადაწყვეტილებების დარღვევა. ანუ, რის თქმა მინდა: ქვეყანას, რომელმაც შექმნა “ისლამური სახელმწიფო” და მსოფლიოში ტერორიზმს გაუხსნა ახალი გზა, რა თქმა უნდა, უამრავი პრეტენზია შეიძლება წაუყენოს როგორც რუსეთმა, ისე ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ, ხოლო ამის ფონზე ტილერსონის განცხადება ოკუპაციაზე, უბრალოდ, სასაცილოა და სხვა არაფერი.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერა და ვერ გაიგო ან გაიგო, მაგრამ ხალხს არ უნდა გააგებინოს, რომ, რაც უნდა კრიტიკული განცხადება გააკეთოს რომელიმე დასავლელმა მძიმეწონიანმა პოლიტიკოსმა რუსეთის მისამართით, რაც უნდა მუქარები და თითის ქნევა იყოს, ეს ყველაფერი განცხადებებს ვერ გასცდება. ეს ერთი. მეორე _ რუსეთს სანქციების არ ეშინია, ვინაიდან ამ სანქციებმა ის არათუ ვერ დაასუსტა, პირიქით, ამის ხარჯზე რუსეთის შიგა ბაზარზე, რომელიც უზარმაზარია, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის წილმა საგრძნობლად მოიმატა. ახლა დასკვნები თვითონ გამოიტანოს საზოგადოებამ, რა ინტერესები ამოძრავებს ვაშინგტონს და რას შეიძლება გულისხმობდეს ტილერსონი კონფლიქტების დასრულებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის სასიკეთო ამაში არაფერი იგულისხმება, ისევე, როგორც არ იგულისხმებოდა ჯორჯ ბუშის განცხადებებში, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში უპირობო მხარდაჭერას გვიცხადებდნენ და შედეგად მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს ომი…

_ პრემიერმა კვირიკაშვილმა ერთერთ შეხვედრაზე განაცხადა: “დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა”. ფაქტია, რომ ტილერსონის განცხადება და, საერთოდ, მსგავსი რიტორიკა, რომელიც მაღალი რანგის დასავლელი პოლიტიკოსებისგან მოდის, ჩვენს ხელისუფლებას ადეკვატურობას აკარგვინებს

_ სიმართლე გითხრათ, კვირიკაშვილის განცხადება ისეთია, რომ მსგავს ტექსტებს, ალბათ, მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმში ან მხიარულ სკეტჩში თუ მოისმენ. საქართველოში უფრო მეტი ნატო და ნატოში _ უფრო მეტი საქართველო რას გახსენებთ? მე მაგალითად, ქართველი რომ არ ვიყო, ბევრს ვიცინებდი, მაგრამ საუბედუროდ, ეს ტრაგიკომედია ჩვენ გვეხება.

რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზებს, რომელთა გამოც საქართველო ვერასოდეს გახდება ალიანსის წევრი: ჯერ ერთი, ნატოს წესდებით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაერთიანდები ამ ორგანიზაციაში, თუ ტერიოტორიული დავა გაქვს რომელიმე სახელმწიფოსთან და ვერ ახერხებ მის მოგვარებას. მეორე, თვითონ დასავლეთის, უწინარესად, შეერთებული შტატების, პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეფასებით, ჩვენს ქვეყანას აქვს უამრავი პრობლემა ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლოს სისტემის კუთხით, ეკონომიკური, სოციალური და სხვა თვალსაზრისითაც. ეს, პრაქტიკულად, გამორიცხავს ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას და, თუ გვინდა იქ შესვლა, ყველა ამ პრობლემის გადაჭრა მოგვიწევს: უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, დავიწყოთ კოლჰოტებით სირბილი, ჩავატაროთ გეიაღლუმები და მამაკაცს მამაკაცზე დავწეროთ ჯვარიამის მერე შეიძლება მართლა იყოს საქართველოში მეტი ნატო და ნატოში _ მეტი საქართველო, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს: ქართველ ხალხს, საზოგადოებას არ ეკითხებიან, არის თუ არა ეს მისი არჩევანი?!

_ თქვენ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება ახსენეთ. არიან საქართველოშიც გარკვეული სუბიექტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოც უნდა შეუერთდესთეთრი სახლისამ გადაწყვეტილებას. რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას?

_ უწინარესად, ვთქვათ, რატომ მიიღო ტრამპმა ეს გადაწყვეტილება. მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თქვა, რომ, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, იერუსალიმს აღიარებდა ისრაელის დედაქალაქად და საელჩოსაც იქ გადაიტანდა. ეს ერთი. მეორეც, ამით მან ერთგვარი კოჭი გაუგორა ებრაულ ლობის, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე. რაც შეეხება საქართველოს, ტრამპს, გასაგებია, რომ ვიღაცის მომადლიერება სჭირდება და ასევე უნდა ცხელი კერების გაჩენა ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: იმ პირობებში, როცა ქვეყანა იმყოფება ერთგვარ ისლამურ რკალში და, როგორც გაირკვა, მსოფლიოში ძებნილი ტერორისტები აქ თავისუფლად დაშლიგინებენ, გვაძლევს კი ხელს, შევუერთდეთ იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც უკვე გამოიწვია ისლამური ქვეყნების მძაფრი უკმაყოფილება? ჩემი აზრით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება მიმართულია რელიგიური ომისა და დაძაბულობისკენ, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად მოჰყვება სერიოზული რყევები. საქართველოს ხელისუფლების სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სამარეში ჩაჰყვნენ და საქართველოც ჩააყოლონ ამერიკას. აი, ეს არის უბედურება! არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე ამერიკელებმა საქართველოს, უკრაინას, პოლონეთს, ბალტიისპირეთს ოფიციალურად მოსთხოვოს იერუსალიმის აღიარება ისრაელის დედაქალაქად.

_ თუ ხელისუფლება შეასრულებს ამერიკის მითითებას, რა მოჰყვება ამას?

_ ამით ჩვენ აღმოვჩნდებით იმ ქვეყნებისა ჩამონათვალში, რომლებსაც ისლამური სამყარო კარგი თვალით არ უყურებს. ნუ დაგვავიწყდება, რამდენი მუსლიმანი ცხოვრობს დღეს საქართველოში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში და საერთოდ ქვეყანაში.

სხვათა შორის, ამას წინათ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა განაცხადა, რომ საჭიროა, გადაიხედოს ლოზანის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა თანამედროვე თურქეთის საზრღვრების ფორმირება. შეგახსენებთ, რომ ლოზანის ხელშეკრულება იყო დოკუმენტი, რომლითაც იურიდიულად გაფორმდა ოსმალეთის იმპერიის დაშლა. ახლა რას ნიშნავს ლოზანის ხელშეკრულების გადახედვა: ამით ერდოღანი მიანიშნებს თავის იმპერიალისტურ ზრახვებსა და მისწრაფებაზე, რომ თურქეთის საზღვრები გააფართოოს. ეს გაფართოება კი, როცა იქნება, ცხადია, საქართველოს ხარჯზეც მოხდება, იმიტომ, რომ, იცით უკვე, რა მდგომარეობაა აჭარაში… ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა ჩვენმა ე.წ. პატრიოტებმა აჭარიდან ამოძირკვეს რუსული გავლენა, ვინაიდან მხოლოდ რუსეთს შეეძლო დაპირისპირება თურქეთთან. მეტიც, ისტორიულად ეს რეგიონი იყო რუსეთის მიერ თურქეთისთვის მოგებული ომის ნადავლი, რომელიც ჩვენ შეგვხვდა და დღეს ისევ რუსეთი თუ მოახერხებს მის დაცვას ხელახალი თურქული ექსპანსიისგან. თუმცა ეს ახლა წარსულია და დღეს მის ნაცვლად გვაქვს ძალიან მძიმე რეალობა: სრულიად უქომაგო, უმოკავშირეო და ურესურსო ქვეყანა მოყოლილია დიდი სახელმწიფოების გაშმაგებულ ჭიდილში. ამ დროს არ გვაქვს ეკონომიკა, არც თავდაცვა, არც განვითარების პერსპექტივა… ერთადერთი, რაც იმედისმომცემი შეიძლებოდა ყოფილიყო, ადეკვატური პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება იქნებოდა, მაგრამ ეს, საერთოდ, მოწყვეტილია რეალობას…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here