Home სხვადასხვა დაიჯესტი ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში 2 ამერიკელი და 26 კოლუმბიელი გადამდგარი სამხედრო მონაწილეობდნენ

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში 2 ამერიკელი და 26 კოლუმბიელი გადამდგარი სამხედრო მონაწილეობდნენ

59

ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში მონაწილეობდა 28 ადამიანი, მათ შორის _ აშშის 2 მოქალაქე (ჯეიმს სოლაჟი და ჟოზეფ ვენსონი) და 26 კოლუმბიელი. მათგან, სულ ცო?, 6 ადრე არმიაში მსახურობდა, _ იუწყება ფრანგული გამოცემა Le monde. 9 ივლისს დააპატიმრეს 17 თავდამსმელი, მოკლულია 3, გრძელდება 8 კოლუმბიელის ძებნა.

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში გრძელდება პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზას მკვლელების ძებნა, _ წერს Le monde. ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელ ლეონ ჩარლზის განცხადების თანახმად, შეიარაღებული ჯგუფი შედგებოდა 26 კოლუმბიელისა და ამერიკის 2 მოქალაქისგან, წარმოშობით ჰაიტელებისგან.

როგორც გამოცემა წერს, სატელევიზიო პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ლეონ ჩარლზმა მოსახლეობას ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და არეულობების პროვოცირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ჰყავთ დაკავებულები, ასამდე ადამიანი შეიკრიბა მოთხოვნით, “დაეწვათ” დამნაშავეები. ადგილობრივმა პრესამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია, როგორ დაწვეს, სავარაუდოდ, მკვლელების მანქანა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს

კოლუმბიის თავდაცვის სამინისტრო თვლის, რომ, სულ ცოტა, 6 დაქირავებული მკვლელი ადრე კოლუმბიის არმიაში მსახურობდა. მინისტრმა დიეგო მოლანომ პოლიციასა და არმიას უბრძანა, დაუყოვნებლივ დახმარებოდნენ ამ საქმის გამოძიებას.

ჟოვენელ მოიზის მკვლელობა კიდევ მეტ დესტაბილიზაციას მოუტანს ამ ღარიბ ქვეყანას, _ აღნიშნავს ფრანგული გაზეთი. დადგება სახელმწიფოს მომავლის საკითხი და, პირველ რიგში, მისი ლიდერის.

 ამჟამად ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებს ორი ადამიანი.

ჰაიტის პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილება იყო პრემიერმინისტრად არიელ ანრის დანიშვნა, მაგრამ მას ჯერ არ დაუწყია მოვალეობის შესრულება. პრეზიდენტის მკვლელობიდან რამდენიმე საათში საგანგებო მდგომარეობა პრემერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კლოდ ჟოზეფმა გამოაცხადა და მთავრობას გაფართოებული უფლებები მიანიჭა. ის, აგრეთვე, დაჰპირდა გაეროს წამომადგენელს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილ ვადაში გაიმართება _ 26 სექტემბერს.

ჰაიტის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობა 2021 წლის 7 ივლისს მოხდა. პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად თავის რეზიდენციაში მოკლეს ბოროტმოქმედებმა, რომლებმაც სახელმწიფოს პირველი პირის დაცვის წევრებს გამოუცხადეს, რომ აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოდან (DEA) იყვნენ და ასე შეაღწიეს რეზიდენციის ტერიტორიაზე, შემდეგ კი თავში რამდენიმეჯერ გასროლით სიცოცხლეს გამოასალმეს პრეზიდენტი, მისი მეუღლე კი, მძიმედ დაჭრილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

russianrt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here