Home სხვადასხვა დაიჯესტი ჯოჯოხეთში საკუთარი ნებით

ჯოჯოხეთში საკუთარი ნებით

2453
jojoxeti

შვეიცარიაში სიცოცხლეს გამოასალმეს 104 წლის ავსტრალიელი მეცნიერი დევიდ გუდოლი, რომელიც სწორედ ამისთვის ჩავიდა ბაზელში ავსტრალიიდან, სადაც მსგავსი რამ აკრძალულია.

10 მაისს გუდოლი საკუთარი ნებით “ჩაბარდა პატრონს” ბაზელის ერთ-ერთ კლინიკაში. მედიკოსებმა მას  ორგანიზმში შეუყვანეს პრეპარატი, რომელიც სწორედ ამ პროცედურისთვის არის შექმნილი.

შვეიცარიაში ჩასვლამდე მეცნიერმა საფრანგეთში ნათესავები მოინახულა და უქმე დღეები მათთან ერთად გაატარა. ოპერაციის წინა დღეს კი პრესკონფერენცია გამართა და დაადასტურა, რომ საკუთარი სურვილით ეთხოვებოდა სიცოცხლეს. “ეს ჩემი არჩევანია და მოუთმენლად ველოდები მის აღსრულებას”, _ თქვა მან.

თვითმკვლელობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მეცნიერმა  იმით ახსნა, რომ ცხოვრების უკანასკნელ წლებს მისთვის სიხარული არ მოუტანია, რადგან სიარული არ შეეძლო და  ინვალიდის სავარძლის მეშვეობით გადაადგილდებოდა. “დილით ვიღვიძებ, ვსაუზმობ, შემდეგ სადილამდე უქმად ვზივარ და სადილის შემდეგ ისევ ვზივარ. უსარგებლო ვარ ყოველმხრივ”, _ განაცხადა მან.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომელი მუსიკის მოსმენას ისურვებდა ის სიკვდილის წინ, პასუხის ნაცვლად მეცნიერმა შეასრულა ნაწყვეტი ბეთჰოვენის “სიხარულის ოდიდან”.

დევიდ გუდოლი დაიბადა ლონდონში 1914 წელს, 1948 წლიდან ცხოვრობდა ავსტრალიაში. ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, რომლებიც ევთანაზიას დათანხმდნენ, გუდოლი არ იყო განუკურნებელი სენის ტერმინალურ სტადიაში. მიუხედავად ამისა, აქტიურად უჭერდა მხარს ადამიანის უფლებას _ საკუთარი ნებით გადაწყვიტოს, როდის გამოეთხოვოს სიცოცხლეს.

მოსწყინდა კაცს სიცოცხლე და სიკვდილს მიბარდა.

გუდოლის ოჯახმა განაცხადა, რომ ამაყობს მისით, ავსტრალიის სამედიცინო ასოციაციამ კი მის გადაწყვეტილებას “საშიში” პრეცედენტი უწოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here