Home სხვადასხვა დაიჯესტი ჯოან როულინგს ტრანსსექსუალებმა კვლავ შეუტიეს

ჯოან როულინგს ტრანსსექსუალებმა კვლავ შეუტიეს

ჯოან როულინგს ტრანსსექსუალებმა კვლავ შეუტიეს

უცნობმა ვანდალებმა ხელოვნური სისხლით მოთხვარეს ჯოან როულინგის პატივსაცემად გაკეთებული სიმბოლო _ ფილაზე მწერლის ხელისგულების ანაბეჭდები ქალაქ ედინბურგში.

ტრანსგენდერებმა, როგორც ტურებმა ღამის საფარქვეშ, შური იძიეს ლგბტ-თემის შესახებ მწერლის მიერ გამოთქმული შეფასების გამო, და თავიანთი გმირობის აღსანიშნავად ედინბურგის ცენტრში აღმართეს ცისფერ და ვარდისფერზოლებიანი ტრანსსექსუალების დროშა, _ გვაუწყებს Mirror-ი.

ეს გამოხდომა მწერალთან ახალ სკანდალს მოაყოლეს. ჯოანმა ისაუბრა იმაზე, რაც გარყვნილების ამ კასტის წევრებს არ მოეწონათ და “ჰომოფობიად” და “ტრანსფობიად” მიიჩნიეს. მწერალმა თქვა, რომ ჰორმონები, რომლებსაც ტრანსადამიანები იღებენ, “კონვერსიული თერაპიის” (ჰომოსექსუალური და ბისექსუალური ორიენტაციის ჰეტეროსექსუალურით შეცვლა) ახალი სახეობაა, ანუ არის ის საეჭვო ფსიქოლოგიური პრაქტიკა, რომლის დახმარებითაც ჰომოსექსუალი ადამიანები ცდილობენ ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის დაბრუნებას.

“ბევრნი, მათ შორის მეც, მივიჩნევთ, რომ საქმე გვაქვს კონვერსიული თერაპიის ახალ სახეობასთან, რომლითაც ახალგაზრდა გეები მედიკალიზაციის გზას ადგანან. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მათი სექსუალური ფუნქციის სრული მოშლა”, _ აღნიშნა როულინგმა.

ამ გამონათქვამმა კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია. ჯოანს “ფემინიზმით შენიღბული ტრანსფობიური ფანატიზმი” დასწამეს.

სკანდალი წლეულს, ივნისში დაიწყო, როცა მწერალი დაეთანხმა ონლაინსტატიის სათაურს, რომელშიც ნახსენები იყო “მენსტრუაციის მქონე ადამიანები”, და Twitter-ში დაწერა: “მენსტრუაციის მქონე ადამიანები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს უწინ რაღაცას უწოდებდნენ. ვინმე მიკარნახებს? კაცებს? ქალებს?”

მიიჩნიეს, რომ “ჰარი პოტერის” ავტორმა შეურაცხყო ტრანსსექსუალები. იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ლგბტ-თემებმა, პოტერიანას ყოფილმა ფანებმა. როულინგის რეპუტაცია შეირყა, მაგრამ მწერალი ქალი კვლავაც მტკიცედ დგას თავის აზრზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here