Home ახალი ამბები საქართველო ჯეფრი საქსი – თქვენი ქვეყანა, როგორც ცივილიზაციათა შორის ხიდი, არის თქვენი საგანძური,...

ჯეფრი საქსი – თქვენი ქვეყანა, როგორც ცივილიზაციათა შორის ხიდი, არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი, ეს არის მიზეზი, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა

იმედი მაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ ეცდებიან თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ საფრთხე შეუქმნან საქართველოს, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა „თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პროფესორი ჯეფრი საქსი ფორუმის მონაწილეებს ონლაინ ჩაერთო და მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ჯეფრი საქსმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და კავკასიის რეგიონში მშვიდობის განმტკიცების აუცილებლობაზე.

„მოგიწოდებთ, რომ, პირველ რიგში, გქონდეთ სიცხადე რეგიონში თანამშრომლობაზე, მათ შორის ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობას. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი – ეს სამი ქვეყანა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, დავების მიუხედავად. ეს სამი ქვეყანა დამოკიდებულია ერთმანეთთან მშვიდობაზე, ხოლო ამ მშვიდობაზეა დამოკიდებული რეგიონის ფუნქციონირება თავისი შთამბეჭდავი ტურიზმით, უნიკალური ეკოლოგიით, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობით, ენერგოსექტორითა და სატრანსპორტო დაკავშირებულობით“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიამ თავიდან უნდა აირიდოს დასავლეთის თამაშებში მონაწილეობა.

„აუცილებელია, რომ სამხრეთ კავკასიას თავიდან აარიდოთ დასავლეთის თამაშებში პაიკად ყოფნა. თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, თქვენი წვლილი მსოფლიოში, თქვენი ლამაზი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა, თქვენი ქვეყანა, როგორც სოფლის მეურნოეობის ჰაბი, წარმოების ცენტრი, მოწინავე IT ცენტრი, სატრანსპორტო და ცივილიზაციათა შორის ხიდი – არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი. ეს არის მიზეზი, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ აშშ და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას, იქნებიან მეგობრულები და არ ეცდებიან თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ საფრთხე შეუქმნან თქვენს ქვეყანას“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

დედაქალაქი მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here