Home სხვადასხვა დაიჯესტი ჯერ საყვარელი გააუპატიურა, შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმა თავისი წარმატებული კოლეგა

ჯერ საყვარელი გააუპატიურა, შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმა თავისი წარმატებული კოლეგა

984
ჯერ საყვარელი გააუპატიურა, შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმა თავისი წარმატებული კოლეგა

25 წლის ყმაწვილი ჩიხში მიიმწყვდიეს და დანით სამჯერ დაჭრეს _ ერთერთი სასიკვდილო იყო.

მალევე გაირკვა სისხლიანი შურისძიების მიზეზი, რომელიც აღასრულა სამოდელო ბიზნესში დასაქმებულმა სამმა ახალგაზრდამ. ჯორჯ კოხს მოსვენებას არ აძლევდა ჰარი უზოკის წარმატება და მისი დამცირება გადაწყვიტა.

“ინსტაგრამში” წაიტრაბახა, რომ კოლეგის საყვარელთან იცხოვრა. ამტკიცებდა, რომ 25 წლის ჰარი ცუდი და მატყუარა ადამიანი იყო, იუწყება Mirror.

საქმის გასარჩევად ახალგაზრდა მოდელები ერთმანეთს შეხვდნენ. ჯორჯი და მისი ორი მეგობარი ყოველი შემთხვევისთვის დანებით შეიარაღდნენ. ჰარი თავის მეზობელთან ერთად მივიდა. მათ კასტეტები ედოთ ჯიბეში. როგორც კი მიხვდნენ, რომ მოწინაამდეგეების ძალები მათსას აჭარბებდა, ჰარიმ და მისმა მეგობარმა გაქცევა სცადეს, მაგრამ გვიან იყო. ჰარი კუთხეში მოიქციეს და სამჯერ დაარტყეს დანები, ერთ-ერთი დანა შიგ გულში მოხვდა.

ჰარი სამოდელო ბიზნესის ამომავალ ვარსკვლავად მიაჩნდათ. იგი ლონდონის წარმატებულ სააგენტოში Premier Model Management-ში მუშაობდა, სადაც ფეხი აიდგეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ნაომი კემპბელი და კლაუდია შიფერი. ჰარი მოდელად მუშაობდა ისეთი პოპულარული ბრენდების წარმოსაჩენად, როგორებიცაა Zara, Mersedes და Bershka. მისი საყვარელი რუბი კემპბელი, ასევე, მოდელი, ჯერ ლოსანჯელესში მუშაობდა, შემდეგ _ შვედეთში.

ჯორჯს არა მხოლოდ შურდა მისი წარმატება, არამედ ცდილობდა, მისთვის მიებაძა: უახლოვდებოდა კონკურენტის მეგობრებს, ქცევაშიც კი მას ბაძავდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here