Home ახალი ამბები მსოფლიო ჯეიმს კომი: დიდი ხანია ეჭვი მქონდა, რომ პრეზიდენტს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეეძლო...

ჯეიმს კომი: დიდი ხანია ეჭვი მქონდა, რომ პრეზიდენტს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეეძლო ჩემი განთავისუფლება

1022

FBI-ის ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმ გამოსამშვიდობებელ წერილში განაცხადა, რომ დიდი ხანია ეჭვი ჰქონდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეეძლო მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.


ჯეიმ კომის წერილის ტექსტი ტელეარხმა CNN-მა გამოაქვეყნა.

„მე დიდი ხნის განმავლობაში მივიჩნევდი, რომ პრეზიდენტს შეუძლია გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება ნებისმიერი მიზეზით ან საერთოდ მიზეზის გარეშე. დროს არ დავხარჯავ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ფიქრით. მე კარგად ვიქნები, თუმცა მომენატრებით თქვენ, FBI-ის თანამშრომლები და ჩვენი საერთო საქმე“, – ნათქვამია ჯეიმს კომის წერილში.

„ძალიან რთულია იმ ხალხის დატოვება, ვინც ერთგულად ასრულებს თავის საქმეს. იმედი მაქვს, რომ თქვენ განაგრძობთ თქვენი ღირებულებებისა და ამერიკელი ხალხის დაცვის მისიის შესრულებას“, – დასძინა ჯეიმს კომიმ.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here