მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული, ნაწილი მათგანი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი სადაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა.
„ვინახულე 4 პაციენტი, საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არაა და ოთხივე კონტაქტურია. დაზიანებების უმეტესობა უკვე მართულია, დაფიქსირებულია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩებიან. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სეერგეენკომ.
დაშავებულები სულ 4 კლინიკაში კერძოდ: „ოფთიმალ მედიქალში“, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, „ამტელ ჰოსპიტალში“ და „ინგოროყვას კლინიკაში“ არიან მოთავსებულები.