Home ახალი ამბები ხუციშვილი: ჩანაწერში დაკავება ასახული არ არის, ცუდად გახდომა ჩანს

ხუციშვილი: ჩანაწერში დაკავება ასახული არ არის, ცუდად გახდომა ჩანს

904

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე მომდარი ინციდენტის ამსახველი ჩანაწერები  არსებობს.

“არ ვიცი პროკურატურა რას ამბობს, მაგრამ ჩვენ მივაწოდეთ მათ ჩანაწერები. როგორც ჩემთვის ცნობილია, კადრებში არ არის ასახული დაკავების პროცესი. მხოლოდ დაკავებულის ცუდად გახდომის მომენტი ჩანს. რატომ არ ასახავს ჩანაწერი, უშუალოდ დაკავების პროცესს, ამაზე უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე სამართალდამცველების გამოკითხვა. კადრები გასაჯაროვდება მხოლოდ მაშინ, როცა გამოძიება ამას ჩათვლის საჭიროდ. ინფორმაცია, რომ უშუალოდ ამ ინციდენტის ამსახველი ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია”,- განაცხადა ხუციშვილმა.

25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here