Home სხვადასხვა დაიჯესტი ხუთი სასიხარულო ნიშანი: ახლოვდება აშშ-ის ჰეგემონიის დასასრული

ხუთი სასიხარულო ნიშანი: ახლოვდება აშშ-ის ჰეგემონიის დასასრული

748
ხუთი სასიხარულო ნიშანი: ახლოვდება აშშ-ის ჰეგემონიის დასასრული

ცნობილია, რომ ცვლილებები ჩვენ გარშემო ერთბაშად და მოულოდნელად მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. მოსალოდნელ ავდარს, მაგალითად, წინასწარ გვანიშნებს ატმოსფერული წნევის რყევა, რომელსაც ბევრი ვერ ხედავს და ვერც გრძნობს. თავისი მომასწავებელი ნიშნები აქვს ტაიფუნს, ცუნამის, ვულკანის ამოფრქვევას და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს. საქმეში ჩახედულ ადამიანებს აქვთ უნარი, ამოიცნონ მოსალოდნელი გლობალური რყევების სიმპტომები, რომლებიც დაემუქრება სახელმწიფოებს, კაცობრიობას _ ომები, მსოფლიო კრიზისები და მსგავსი მოვლენები. დღეს აშშის მმართველი ელიტა შეშფოთებულია უბრალო ყოფითი საკითხებით, მაგალითად, კარსმომდგარი არჩევნებით, ან თავიანთ პარტნიორებთან მორიგი სავაჭრო ჩხუბითა და კამათით. მაგრამ რაღაც საშინელი ამბავი, რომელიც ამ ქვეყანას ემუქრება, ჯერჯერობით მხოლოდ ჰორიზონტზე გამოჩნდა. კერძოდ რა? ამაზე დღეს მოგითხრობთ.

მსოფლიოს აშშის აღარ ეშინია

დღევანდელობა “სანქციების ომის” არნახული სიმრავლით არის გამორჩეული, სადამსჯელო ღონისძიებებით, რომლებსაც ამერიკა ლამის სრულიად მსოფლიოს მიმართ ახორციელებს. საქმე ის კი არ არის, ასეთი შეზღუდვები ვის უფრო მეტად აზარალებს _ იმ ქვეყნებს, რომელთა წინააღმდეგაც აწესებენ, თუ თვითონ ამერიკის ეკონომიკას, არამედ ის, რომ არც ერთი მიზანი, რომლებსაც ეს სანქციები ან მათი დაწესების მუქარა ისახავდა, ვერ იქნა მიღწეული. აშშ აპირებდა, ამ გზით დაემორჩილებინა ირანი; იძულებული გაეხადა ვენესუელა, შეეცვალა პრეზიდენტი; ხელი შეეშალა თურქეთისთვის რუსული -400 სარაკეტო კომპლექსების შესყიდვაში; ისე დაეშინებინა ჩრდილოეთ კორეა, რომ მას უარი ეთქვა თავის ბირთვულ შეიარაღებაზე.

ამერიკელები ცდილობენ, ჩინეთს თავს მოახვიონ ვაჭრობის სფეროში თავიანთი თამაშის წესები, ფაქტობრივად კი, აიძულონ, დათმოს საკუთარი ეკონომიკური სუვერენიტეტი და არ დაჩრდილოს აშშ ინოვაციური სიახლეების შემუშავება-დანერგვის პროცესში; რუსეთისგან მოითხოვენ, დაუბრუნდეს თავის იმ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რომელსაც უკარნახებენ პირდაპირ ვაშინგტონიდან და რომელიც ფედერაციას აშშ-ისთვის ნედლეულის მიმწოდებელ დანამატად და ვასალად აქცევს.

რისი გაკეთება შეძლეს?

ვერაფრის. მეტიც, სამხედრო ძალის გამოყენების პირდაპირ და დაუფარავ მუქარას, რომლებიც ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში ორი ქვეყნის _ ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ გამოითქვა, შედეგი არ მოჰყოლია. ათწლეულების განმავლობაში “მსოფლიოს ჟანდარმად” მყოფმა შეერთებულმა შტატებმა დაკარგა სხვათა დაშინების უნარი.

მსოფლიოს აღარ სურს აშშთან ერთად სანგარში ჯდომა

ისტორიული საზომით, არცთუ დიდი ხნის წინათ საკმარისი იყო, ვაშინგტონიდან გაცემულიყო ბრძანება _ “ეცი!”, რომ მისი (აშშ-ის) ერთგული სატელიტები ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯდნენ განწირულ ქვეყანას, დაირაზმებოდნენ ნატოს წევრი სახელმწიფოები. ასე იყო იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში. დღეს ასეთი რამ ძნელი წარმოსადგენია. ამერიკელების პირველივე დაძახილზე მათი ინტერესების დასაცავად ახალი ომის ფრონტზე გავარდნას აღარავინ ცდილობს. ამის თვალსაჩინო მაგალითია გერმანიის უკიდურესად მკვეთრი პასუხი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის მოწოდებაზე სირიაში გერმანელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გაგზავნის შესახებ, რომლებსაც უნდა ჩაენაცვლებინათ ამერიკელების კონტინგენტი. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფან ზეიბერტმა უაპელაციოდ განაცხადა: მსგავსზე ლაპარაკიც არ შეიძლება! თუ უომრად არ შეგიძლიათ ყოფნა, თვითონ იომეთ. ბუნდესვერის არც ერთი სამხედრო პირი ფატერლანდს თქვენი ხუშტურის გამო არ დატოვებსო.

დაახლოებით ასეთივე სიტუაცია ჩამოყალიბდა იმ კრიზისში, რომელიც ამერიკელებმა ირანის წინააღმდეგ წამოიწყეს. შესაძლებელია, ამერიკელებს კიდეც განეხორციელებინათ უფრო მკვეთრი ძალისმიერი ღონისძიებები, მაგრამ კარგად ესმით, რომ ამ შემთხვევაში მარტო დარჩებოდნენ და ეს სულაც არ იქნებოდა ღირსეული და საამაყო. გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტატების გაერთიანებულ კომიტეტს ედგა სათავეში, განაცხადა, რომ ვაშინგტონი შექმნის “სამხედრო კოალიციას ორმუზის სრუტეში ტანკერების დასაცავად და რაღაც ნოუჰაუსაც გაუზიარებს მოკავშირეებს. სადაა ეს კოალიცია, სადაამოკავშირეთარიგები, რომლებიც ამ გაერთიანებაში შესვლას ესწრაფვიან? გსმენიათ რამე, აშშ-ის გარდა, კოალიციის სხვა წევრების შესახებ? მეც არ მსმენია… ლონდონიც კი, რომელიც ყოველთვის მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა, თავის ტანკერებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ სანქციებზე ლაპარაკობს, მაგრამ ირანის ნაპირებისკენ ძველი საბრძოლო ხომალდის გაგზავნაზე კრინტსაც არ ძრავს. აშშ-ის ინტერესებისთვის თავის გაწირვას არავინ აპირებს.

მსოფლიო ამერიკის ფინანსურ სისტემას გაურბის

ასეთი დაუფიქრებელი მოქმედებით შეერთებულმა შტატებმა თვითონ გაიჩინა პრობლემები. მაგალითად განვიხილოთ თუნდაც მისი მთავარი ფასეულობა _ ეროვნული ვალუტა, რომელიც ამერიკელებმა (უნდა ვაღიაროთ) არა მხოლოდ თავიანთი შემოსავლის მთავარ იარაღად, არამედ სხვა ქვეყნებზე, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ზემოქმედების საშუალებად აქციეს _ ზემოქმედება ნაკლებად ძლიერი რომ ყოფილიყო, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი… მაგრამ ამჟამად სულ უფრო მეტი ქვეყანა დოლარს ისე გაურბის, როგორც შავ ჭირს.

ირანის თემას თუ დავუბრუნდებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპული ფინანსური მექანიზმი Instex-ი, რომელიც აშშ-ის დოლარისთვის გვერდის ასავლელად შეიქმნა, რეალურად მუშაობს. ეს ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს დაადასტურეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ. უფრო საინტერესო ვითარება ყალიბდება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ვაშინგტონის გავლენისგან გამოსვლას აქტიურად ცდილობენ.

რუსეთის საგადასახადო სისტემა მხოლოდ ხუთი წლის წინათ ჩამოყალიბდა. და თუ იგი თავს გამოიჩენს, როგორც აშშ-ის სანქციებიდან დაცვის სანდო ინსტრუმენტი, მასთან შეერთების მსურველთა რაოდენობა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაიზრდება. რუსეთისა და ინდოეთის გადასვლა ეროვნულ ვალუტებზე დღეს მხოლოდ თავდაცვის სფეროში ხდება, მაგრამ ეს უკვე არის ნაბიჯი ამ მიმართულებით. არცთუ შორეულ მომავალში რუსეთის დაგეგმილი ჩართვა ჩინეთის ბანკთაშორისი ანგარიშგების ანალოგიურ სისტემაში უეჭველად იქნება წარმატებული შედეგის მომტანი.

მსოფლიოს აღარ სჯერა აშშის დოლარის

დღეს სხვადასხვა ქვეყანა ეძებს ამერიკული დოლარის ალტერნატივას. შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციები, რომლებიც ახლახან სახსრების დაბანდების მოხერხებულ საქმედ ითვლებოდა და მსოფლიოს სავალუტო რეზერვების დიდ ნაწილს შეადგენდა, ჩვენ თვალწინ ყალიბდება “დაძველებულ ინვესტიციებად”, რომლებსაც თავიდან იცილებს ყველა, ვისაც შეუძლია.

რუსეთი აქაც მოწინავეა _ 2014 წელს მისი სავალუტო რეზერვების “ტრეჟერისებიდან” გათავისუფლების პროცესი არათუ არ შენელებულა, არამედ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. 2018 წელს მათი მოცულობა ცენტრალური ბანკის მარაგში 96 მილიარდი დოლარიდან სანახევროდ შემცირდა. დღეს კი 14 მილიარდსაც ვერ აღწევს! სანაცვლოდ, არნახული ტემპით მიმდინარეობს ოქროს შესყიდვა, მისმა რაოდენობამ ქვეყნის მთავარ განძსაცავში 2100 ტონას გადააჭარბა და შეფასებულია დაახლოებით 100 მილიარდ დოლარად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს ფასი მსოფლიოში განუხრელად იზრდება.

ამავე გზით მიდის ჩინეთი, რომელიც რუსეთივით დაჟინებით შეისყიდის ოქროს, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებები კი მხოლოდ ამ გაზაფხულზე 80 მილიარდი დოლარით შეამცირა: მაისში შეისყიდა 16 ტონა ოქრო და, ანალიტიკოსების გათვლით, წლის ბოლომდე დამატებით 150 ტონას ჩადებს თავის საცავებში.

მწვანე ქაღალდებისადმი ნდობა სულ უფრო მცირდება და ეს ეხება არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც “სავაჭრო ომებს” აწარმოებენ აშშ-თან. წლეულს ბრიტანეთში 15 მილიარდი დოლარით შემცირდა აშშ ვალუტის მარაგი. ბევრი ქვეყანა ჩქარობს თავისი ოქროს მარაგის გატანას, რომელიც აქამდე შტატებში ინახებოდა.

ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, აშშ-მა გადალახა სახელმწიფო ვალის 22-ტრილიონიანი ზღვარი და შეჩერებას არ აპირებს. ხოლო იმის გამო, რომ იკლო ბიუჯეტში შესატანი საგადასახადო ამონაგების რაოდენობამ (გადასახადების ოდენობის შემცირების მიზეზით), ქვეყანას სექტემბერში დეფოლტის საშიშროება ემუქრება.

მსოფლიოს ამერიკის ეკონომიკის აღარ სჯერა

მხოლოდ სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებზე უარის თქმით პრობლემა არ ამოიწურება. არანაკლები ძალისხმევითა და მონდომებით თავისუფლდებიან ამერიკული კორპორაციების ფასიანი ქაღალდებისგან უცხოელი ინვესტორები. წელიწადზე მეტია, ეს პროცესი მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში მეანაბრეებმა მოიშორეს იმ საწარმოების აქციები, რომლებიც ახლახან აშშ-ის სიამაყედ ითვლებოდა. საერთო რაოდენობა 200 მილიარდ დოლარზე მეტია. მიზეზი რამდენიმეა: ერთი მხრივ, გამოწვეულია თეთრი სახლის არცთუ ადეკვატური მოქმედებით: “სავაჭრო ომი” პეკინთან, რომელიც იმდენად ჩინელ მწარმოებლებს კი არ აზარალებს, რამდენადაც ამერიკულ Apple-სა და google-ს. “ბოინგს” აწუხებს სხვადასხვა პრობლემა, რომლებმაც შეიძლება, საერთოდ, დამარხოს ეს კორპორაცია _ ამერიკის ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯი. ინვესტორებს აწუხებთ აშკარად დაუსაბუთებელი საბირჟო ინდექსები, რომლებიც ლოგიკის საწინააღმდეგოდ იზრდება და, ფინანსისტების აზრით, იმ კრიზისის აშკარა ნიშნების შემცველია, რომელიც იფეთქებს: “ნათურა გადაწვის წინ უფრო კაშკაშებს”.

სიმპტომები ბევრია და არც ერთი არ არის სასიამოვნო. შეერთებულმა შტატებმა წლეულს დაკარგა “მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის” სახელი, რომელიც ჰონგკონგმა ჩამოართვა. სულ უფრო მეტი ამერიკელი ექსპერტი და ანალიტიკური ცენტრი დაუფარავად აცხადებს, რომ უაღრესად დიდია ალბათობა აშშის ეკონომიკის მასშტაბური რეცესიის დაწყებისა, რომელთან შედარებით 2008 წლის კრიზისი, რომელმაც შემდეგ მთელი მსოფლიო მოიცვა, ბავშვურ გართობად მოგვეჩვენება. უკვე დაწყებულია მსოფლიოში მოქმედი საფინანსო სისტემის დაშლა. მაგალითად, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა თეთრ სახლს მიმართა წინადადებით, რომ ერთობლივად “გაანულონ” სამრეწველო საქონლის შემოტანაზე დაწესებული საბაჟო გადასახადები. ამასთანავე, ამ მოხელემ ხაზი გაუსვა, რომ მორიგი “სავაჭრო ომი”, რომლის დაწყებას ვაშინგტონი ევროკავშირის წინააღმდეგ აპირებს, “უაღრესად მტკივნეულად დაარტყამს ამერიკის ეკონომიკას”.

დღეს მთელი მსოფლიო ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ აღიქვამს არც ლიდერად და არც სტაბილურობის გარანტად.

ალექსანდრე ნეუკროპნი

topcor.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here