Home სხვადასხვა დაიჯესტი ხუანა გუაიდოვსკაია

ხუანა გუაიდოვსკაია

ხუანა გუაიდოვსკაია - სვეტლანა ტიხანოვსკაი

ბელარუსის მაიდნის ლიდერებმა ნიღბები ჩამოიხსნეს _ რუსეთში ლუკაშენკოს ვიზიტის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლების ოპოზიციამ დასავლეთს “3-4 მილიარდიმოსთხოვა

ბელარუსის მაიდნის მიზნები და ამოცანები უკვე ცნობილია და მხოლოდ აბსოლუტურად გულუბრყვილო ადამიანები განაგრძობენ ფიქრს, რომ საპროტესტო აქციების მიზანი ე.წ. პატიოსანი არჩევნების ჩატარებაა ხელისუფლებიდან ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩამოცილების შემდეგ.

ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ მიითვისა უფლება, წარმოადგენდეს ბელარუსი ხალხის თუ სრულიად არა, მისი საპროტესტოდ განწყობილი ნაწილის ინტერესებს, ეს ნაწილი კი მინსკსა და პროვინციებში დაახლოებით 100 ათასია. ბელარუსული მაიდნის მომწყობნი საკმაოდ ბევრნი არიან, მაგრამ არა მოსახლეობის 97% (როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ოპოზიციონერები), ეს რაოდენობა არც 50%-ია და არც 20%.

ის, რაც ხდება ბელარუსში, არის უმცირესობის მორიგი რევოლუცია, რომელიც თავს უმრავლესობას უწოდებს, მაგრამ უმრავლესობის ინტერესების დაცვას არ აპირებს. ბელარუსში ოპოზიციონერები მეტ თავისუფლებას ითხოვენ, ამისთვის საპროტესტო აქციებს აწყობენ და ვერ თუ არ ამჩნევენ, რომ ამ აქციების მომწყობებისა და კოორდინატორების მიზნები უკვე გაშიშვლებული და ნათელია. თეთრ-წითელ-თეთრი დროშის ქვეშ ადამიანები მიჰყავთ იმ გზით, რომლითაც მიჰყავდათ უკრაინელები კიევში 2013-2014 წლებში.

ბელარუსის მაიდნის მეთაურებს მჭიდრო კონტაქტები აქვთ დასავლეთში ან უკრაინაში და იქ ხვდებიან რუსეთისა და ბელარუს-რუსეთის ურთიერთობის გაღრმავების მოძულეთა ხელში. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ფოტოც გადაიღო ბერნარ-ანრი ლევისთან _ ომის სვავთან, რომელიც ყოველთვის გრძნობს “მშვიდობიანი საპროტესტო აქციების” თანმდევი სისხლის სუნს. ბელარუსის ქუჩებში გამოსულ ადამიანებს შეიძლება არც ესმით, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ისინი ამ მარშებმა და დემარშებმა, მაგრამ ეს კარგად ესმით მათ, ვინც დგანან მათ უკან.

რუსეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამგზავრების შემდეგ ბელარუსის ოპოზიციამ ნიღაბი ჩამოიხსნა და კამოფლაჟი შემოძარცვა თავის მიზნებს. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ლიტვაში ბელარუსელ ხუან გუაიდოდ (ხუან გუაიდო _ ვენესუელელი ე.წ. პოლიტიკოსი, რომელიც აშშ-მა და მისმა სატელიტებმა ვენესუელის პრეზიდენტად აღიარეს და არად ჩააგდეს ის, რომ ნიკოლას მადურო ქვეყნის კანონიერად არჩეული პრეზიდენტია) აღიარეს, განაცხადა: მინდა, შევახსენო ვლადიმერ პუტინს, რომ, რაზეც უნდა მოილაპარაკონ, ეს არ იქნება კანონიერი. ყველა შეთანხმებას, რომლებსაც ხელს მოაწერს არალეგიტიმური ლუკაშენკო, გადახედავს ბელარუსის ახალი ხელისუფლება”.

ბელარუსელ ხუანას მიაჩნია, რომ ბელარუსმა არ უნდა დააბრუნოს რუსეთის მიერ გაცემული 1,5 მლრდ დოლარის კრედიტი, _ ვალს ლუკაშენკო იღებს და არა ბელარუსი ხალხიო.

ეს არის ცნობილი უკრაინული სქემა: როგორც ვაშინგტონმა დანიშნა უკრაინაში ახალი ხელისუფლება და მან უარი განაცხადა იანუკოვიჩის მიერ აღებული ვალის რუსეთისთვის დაბრუნებაზე, ზუსტად ასე სურს ლიტვას ახალი მთავრობის დანიშვნა ბელარუსში, რომელიც ასევე უარს იტყვის რუსეთისთვის ვალის დაბრუნებაზე. ტიხანოვსკაია მიჰყვება პოროშენკოს მიერ გატკეპნილ გზას იმ განსხვავებით, რომ “დასავლეთმა უკრაინაში შეძლო ე.წ. ღირსების რევოლუციის (“რევოლუცია გიდნოსტი”) მოწყობა, და პოროშენკო პოლონეთიდან არ უღიარებიათ პრეზიდენტად _ ის მაიდნის რეჟისორებმა “სუფთა არჩევნების” (რა თქმა უნდა, გაყალბებულის) პროცედურით ჩასვეს სახელმწიფო მეთაურის სავარძელში, სახელმწიფოსი, რომელიც ახლა ყველაზე ღარიბად ითვლება ევროპაში და რომელსაც დონბასში, რუსეთის საზღვართან, ომი აქვს გაჩაღებული. თვითონ ტიხანოვსკაია, შეიძლება, სულაც არ ფიქრობს ბელარუსის ასეთ პერსპექტივაზე, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მის მაგივრად ფიქრობენ. მაგალითად, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “ჩვენ ლუკაშენკოს უკრაინის არალეგიტიმურ პრეზიდენტად განვიხილავთ”. დიახ, სახელდობრ, უკრაინის, წამოცდენა შემთხვევითი არ არის: ბორელი განსხვავებას ვერ ხედავს ხელისუფლების შეცვლის უკრაინულ და ბელარუსულ სცენარებს შორის. მსოფლიო ისე შეიცვალა, რომ არავის აკვირვებს არც ბორელის აღიარება, არც ვილნიუსისა და ვარშავის “ღირებული მითითებები” მინსკისთვის.

ჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრ პავლე ლატუშკოს განცხადების საბაბი რუსული კრედიტი იყო: ჩვენ ევროკავშირისგან ველოდებით მოქმედების გეგმას და ბელარუსის დემოკრატიზაციის მხარდაჭერას. აქ უნდა იყოს არა 1,5 მილიარდი დოლარი, რომელიც შემოგვთავაზა აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანამ, არამედ ფინანსური დახმარების ზომების პაკეტი 3-4 მილიონის ფარგლებში”.

ბელარუსელი ოპოზიციონერები პოროშენკოს მსგავსად იწყებენ _ მსოფლიოს წინაშე ხელგაწვდილნი დგანან: კეთილო ადამიანებო, შეეწიეთ დემოკრატიას! არადა, ერთი თვეც არ გასულა ამ საბჭოს განცხადებიდან, რომ არ მიიღებს არანაირ უცხოურ დახმარებას, და აი რამდენიმე კვირის შემდეგ გაეხსნათ მადა _ აითვისონ “3-4 მილიარდი” და განახორციელონ ევროკავშირის მიერ შემუშავებული “მოქმედების გეგმა”. სად არის აქ თავისუფლება და სუვერენიტეტი?

ბელარუსელი მკვირცხლიკოორდინატორებისკამპანია ევროპისგან მითითებებს და, რა თქმა უნდა, დიდძალ ფულს ელის. ამაში ახალი არაფერია.

კარგია, რომ პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ ბელარუსული საპროტესტო აქციების მთავარმა პირებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია: მოითხოვეს ფული დასავლეთისგან და უარყვეს რუსეთის დახმარება, რითაც გააშიშვლეს ბელარუსული მაიდნის ჭეშმარიტი მიზანი _ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის დანგრევა.

ყველაფრის მიუხედავად, ბელარუსში სტარტი აიღო სამხედრო სწავლებამ “სლავური ძმობა _ 2020”, რომლის პირველი ეტაპი 25 სექტემბერს დასრულდება. რუსეთიდან ამ სწავლებაში მონაწილეობს 1500 სამხედრო. პარალელურად ბელარუსი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ სწავლებაში “კავკასია-2020”, ოქტომბერში კი ვიტებსკის ოლქში (ბელარუსი) გაიმართება სწავლება, რომელშიც, რუსებისა და ბელარუსების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ სომეხი, ყაზახი, ყირგიზი და ტაჯიკი სამხედროებიც.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების სოჭში შეხვედრის შემდეგ დღის წესრიგში დადგა რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობის განმტკიცების გეგმის განხორციელება, მაგრამ ამ პერსპექტივაზე დარწმუნებით მაშინ შეიძლება საუბარი, როცა საბოლოოდ გაირკვევა, გამოაფხიზლა თუ არა ბელარუსის ხელისუფლება მაიდანმა, რომლის მთავარი მიზანი არა ლუკაშენკოს პოსტიდან გადაყენება, არამედ ბელარუსის სახელმწიფოს საფუძვლების დანგრევაა და მის ადგილას ისეთი სახელმწიფოს აშენება, როგორიც დასავლეთს სურს.

aurora.networkზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here