Home ახალი ამბები მსოფლიო ხორბალი კვლავ ძვირდება

ხორბალი კვლავ ძვირდება

193

რუსეთში, რომელიც ხორბლის მთავარი იმპორტიორია საქართველოში, ხორბალი, უკვე რამდენიმე კვირაა, ძვირდება. ბოლო მონაცემებით, ერთი ტონა ხორბლის ფასი 305 დოლარს შეადგენს. ოქტომბერში ფასები კი, როგორც რუსული მედია წერს, 307 დოლარამდე მოიმატებს.

“ტენდენციის ასახვა უკვე დაწყებულია საქართველოშიც, მაგრამ სრულ ეფექტს ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ვიგრძნობთ”, _ განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ. მისი თქმით, სახელმწიფო ხალხის განწყობიდან გამომდინარე გადაწყვეტს, ჩაერევა თუ არა ფასის რეგულირებაში.

“1 ივლისს რუსეთში ხორბალზე მცურავი ბაჟი 25 დოლარი იყო, დღეს 50 დოლარის ფარგლებშია. 50-60 დოლარით გაძვირებულია თვით ხორბალიც. დღეს რუსეთში ხორბლის ფასი 300 დოლარს ასცდა. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ იმ საშუალო შეწონილი ფასებით გადავიაროთ ნაკლები პრობლემებით ეს თვე, რადგან მომავალი თვის შუა რიცხვებიდან ხორბლისა და ფქვილის გაძვირების ეფექტი უკვე აისახება. მატება უკვე დაიწყო, ახლა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 65-67 ლარია და ტენდენციის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე სახელმწიფომ მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს. როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის რეგულირება სახელმწიფოს დონეზე, ამას ახალი ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება. არის სხვადასხვა ქვეყნის ანალოგები. მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში მთლიანი ჯაჭვია გათავისუფლებული დღგ-ისგან; თურქეთმა იმპორტის გადასახადი გააუქმა; იგივე გააკეთა მაროკომ და სხვა ქვეყნებიც რიგში დგანან. შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე, ეს არის ალბათ, ჩვენი გზაც. ჩვენი პოზიციაა, თავისუფალი ბაზრის პრინციპით მუშაობა”, _ განაცხადა სილაგავამ.

bpn.geზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here