ეს მოხდა აშშ–ის ლუიზიანის შტატში: სკოლის მასწავლებელმა დეიშა ჰარგრეივმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა თავისი შრომის ანაზღაურებით და ხელფასების გაზრდის საკითხი დააყენა. როგორც კი დაასრულა სიტყვა, პოლიციელმა იდაყვზე ხელი მოჰკიდა და კრების დატოვება მოსთხოვა.
ჰარგრეივი აღშფოთდა და პოლიციელის ხელი მოიცილა. სამართალდამცველმა არც აცივა, არც აცხელა, იატაკზე დააგდო მასწავლებელი ქალი, ბორკილები დაადო და სკოლის შენობიდან უცერემონიოდ გაიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ მასწავლებელს არავითარი პრეტენზია არ წაუყენა, იგი მაინც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, რადგან “დარჩა შენობაში მას შემდეგ, რაც გასვლა შესთავაზეს” და არ დაემორჩილა პოლიციელს.
ასეთია ამერიკის სანიმუშო დემოკრატია, ხოლო “უფრო საოცარი დემოკრატიის” მიხედვით, რომლის დამკვიდრებას საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მკვდრისა და ცოცხალის არდატოვებით მისი ღირსების შელახვა შემგინებლის კანონიერი უფლებებია, რომელთა ხელყოფისთვის სამართალდამცველი (პოლიციელი) სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.
ნარკომანს “წამალი” ლეგალურად უნდა გავაკეთებინოთ. განარკომანების გზაზე დამდგარ “ახალწვეულს” _ მარიხუანა მოვაწევინოთ.
თორემ გამოვა “თეთრი ხმაური” და ადამიანის უფლებათა დარღვევაში დაგვადანაშაულებს.
თუმცა რა: გინდ “თეთრ სიკვდილს” მოუკლიხარ, გინდ _ უმუშევრობასა და უხელფასობას.