Home ახალი ამბები მსოფლიო ხელისუფლების გასაგონად

ხელისუფლების გასაგონად

უნგრეთის პრემიერმინისტრი: ჩვენ დავიცავთ ქრისტიანულ კულტურას

2932
ვიქტორ ორბანი

 უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრელი ხალხი ქრისტიანულ დემოკრატიას აშენებს და არ აპირებს, ქვეყანა უცხოელებს დაუთმოს.

მას შემდეგ, რაც არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი საიმიგრაციო წესების გამკაცრებასა და ქრისტიანული კულტურის დაცვაზე ალაპარაკდა, _ იუწყება ვებგვერდი ბრეიტბარტ.ცომ-ი.

“ჩვენ ვაშენებთ ქრისტიანულ დემოკრატიას, ძველებურ ქრისტიანულ დემოკრატიას, რომლის ფესვებიც ევროპულ ტრადიციაში მიდის, ჩვენ დავიცავთ ქრისტიანულ კულტურას და არ დავუთმობთ ქვეყანას უცხოელებს”, _ განაცხადა ორბანმა.

1 COMMENT

  1. ყოჩაღ ! ღმერთმა დაგლოცოს! მიხარია სოროსი რომ დააჩმორიკეთ !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here