ამას წინათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პიროვნება დამიკავშირდა, რომელიც აფხაზებს შორის ავტორიტეტით სარგებლობს. მთხოვა, მისი ვინაობა პრესაში არ გამესაჯაროებინა და ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა: აფხაზებს ენატრებათ ქართველებთან ურთიერთობა, მთხოვეს, როცა ჩამოხვალ, ქართული სიმღერები ჩამოგვიტანეო. ახლა აფხაზებს არავინ არაფერს ეკითხება და ყველაფერს რუსები და სომხები განკარგავენ. სომხები აშენებენ სკოლებს, რესტორნებს, ეკლესიებს და, როცა აფხაზმა გენერალმა შეკითხვით მიმართა ერთ–ერთ მათგანს _ ამას რატომ აკეთებთო, ასეთი პასუხი მიიღო: ჩვენ აქ სისხლი დავღვარეთ და ეს მიწა ჩვენია, შენ ვინ ხარ, წადი აქედანო.
ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტთან საუბრისას ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობა არასასურველ კონტექსტში განიხილა. ეს ყველაფერი კი შედეგია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებისა რუსეთისადმი, რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმის ტოლფასია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება. საქართველოს “მეგობარ” მეზობელ ქვეყნებს _ ყველას ჩვენი ტერიტორიული ვალი აქვს. ზოგ საკითხში ქართველებიც ვცოდავთ, როცა უპასუხოდ ვტოვებთ სომეხი ავტორის _ რაფის ნაბოდვარს, რომელმაც ერეკლე II ლაჩარი უწოდა: ლაჩარი მეომრები ჰყავდა და იმიტომ დამარცხდნენ კრწანისის ომში, შედეგად ყარაბაღის მელიქი აღა მაჰმად–ხანს მიემხრო და საქართველოს წინააღმდეგ შემოუძღვა საომრადო. როცა ქართული რეალობის საწინააღმდეგოდ სომეხი ერის ისტორიის გაყალბებული ფაქტების ტირაჟირება თვითონ ქართველი ავტორის ხელით ხდება (საკითხავია _ რის ფასად?) აღარ უნდა გაგვიკვირდეს 1918 წლის სომეხთა შემოსევა და აფხაზეთზე სომეხთა პრეტენზიაც. არასასურველი მდგომარეობაა საინგილოშიც, სადაც აშკარაა ქართველების შევიწროება და მათი უფლებების დარღვევა. იქ 80 ათასი მართლმადიდებლიდან მხოლოდ 15 ათასი დარჩა.
ხელისუფლებას ქართველი ხალხისთვის არ სცალია, სამაგიეროდ, პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა ამბიციური პროექტების განხორციელება დააანონსა. ქართული ოცნება ხომ აგვისრულეს და საქართველოს მოსახლეობას სრული ბედნიერებისთვის სამთავრობო ქალაქის მშენებლობა, აგრეთვე, ქუთაისის ტურისტულ ქალაქად გადაქცევა გვაკლდა და ამასაც განახორციელებენ. ხელისუფლების მიერ სრულიად იგნორირებულია ქართველი ხალხის რეალური პრობლემები. ბოლო სამი თვის განმავლობაში 129 მილიონი ლარი დაიხარჯა მთავრობის წევრების კომფორტისთვის. გიგი უგულავას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე 550 მილიონით არის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები. ხელისუფლებამ თავდაყირა დააყენა რუსთაველის თეზა: სახელის მოხვეჭას “ყოვლისა მოსახვეჭელი” სჯობსო; აგრეთვე, ილიას თეზაც _ “ერის წყლული მაჩნდეს წყლულად” და თვითონ ექცა ხალხს მოუშუშებელ წყლულად. ხელისუფლებამ კანონში უნდა შეიტანოს ცვლილება, რომ მხოლოდ საარსებო მინიმუმის ზრდის პროპორციულად გაეზარდოთ ხელფასები ყოველგვარი დანამატის გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს ყიდულობენ და ყიდიან, ჩვენი პრობლემები კი მრავლდება.
ქართულ პოლიტიკაში პროგრესია, მაგრამ პრემიერ კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულ პროგრესთან საერთო არაფერი აქვს _ პარლამენტარი სატელეფონო ზარებს პასუხობს. პარლამენტარ ზაზა პაპუაშვილთან შეხვედრისას ჩემს შეკითხვაზე _ იოსებ სტალინი ცოცხალი რომ იყოს, განმეორდებოდა თუ არა 1937 წლის მოვლენები ნაცკრიმინალების 9-წლიანი მმართველობისა და მათ მიერ ბათუმში ჩადენილი ვანდალური აქტის გამო, ბატონმა ზაზამ მიპასუხა, რომ, ხალხის მტრების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, კანონით გათვალისწინებული ზომები განხორციელდებოდაო. სტალინის ძეგლის თავის ადგილას დაბრუნების თაობაზე აღნიშნა, რომ ძეგლები ჩვენი ისტორიაა და ხელი არ უნდა ვახლოთ, მაგრამ ახლა ქვეყანას იმდენი პრობლემა აქვს, ძეგლების სეირნობის დრო არ არისო. დიახ, ქვეყანა ბევრი პრობლემის წინაშე დგას და არც ხეები უნდა ვასეირნოთ, არც ხელისუფლების წარმომადგენლების კომფორტისთვის უნდა დაიხარჯოს 129 მილიონი ლარი.
დღეს სტალინი ცოცხალი რომ იყოს, ნაცკრიმინალ ხალხის მტრებს ტროცკისტების გზას გაუყენებდა.
დღეს სტალინი ცოცხალი რომ იყოს, ევროკავშირის რეკომენდაციებსა თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებას სანაგვეზე მიუჩენდა ადგილს. ეს გადაწყვეტილება არის პრეცენდენტი იმისა, რომ მკვლელობები, წამებები თუ გაუპატიურებები ევროპამ სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცია, რაც ქართველი ხალხისთვის მონობის ტოლფასია. ამ გადაწყვეტილებით დასავლეთი თავისი გავლენის შენარჩუნებას ცდილობს საქართველოზე და ეს უნდა იყოს მოთმინების ბოლო ზღვარი, რათა საზოგადოებამ რეალურად შეაფასოს ევროპული გზა.
მაინც რა ღირებულებების მქონეა დღეს ევროპა? _ მხოლოდ ტექნიკური და სოციალური პროგრესისა. ევროპას ზნეობრივი ღირებულებების მქონე პოლიტიკა არც წარსულში ჰქონია და დღეს ვხედავთ, რაც იქ ხდება _ თავისივე დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგს იმკის. ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 25 მლნ ბავშვი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. დასავლეთის ე.წ. ღირებულებებმა შვედეთის მკვიდრ მოსახლეობას სამშობლო დააკარგვინა და ისინი შიშით შეჰყურებენ, როგორ მბრძანებლობენ მათ ქვეყანაში მუსლიმანი დევნილები. როცა მუსლიმი მოსწავლე მასწავლებელს ყელიდან ჯვარს ჩამოგლეჯს და დაემუქრება, რა ღირებულების მქონეა ასეთი ქვეყანა? ყველაფერში თავისუფლება, რომელსაც თავს გვახვევს დასავლეთი, დამღუპველია ქვეყნისა და ხალხისთვის. საბოლოოდ გაიმარჯვებს ის ერი, რომელიც თავისი ღირებულებებისა და იდენტობის შესანარჩუნებლად იბრძვის. არ შეიძლება, მსოფლიოში უზნეობა და ფსევდოფასეულობები იმარჯვებდეს _ ეს ბუნების კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. სწორედ განსხვავებული იდეოლოგიის გამო აქვს ვლადიმერ პუტინს მაღალი რეიტინგი მსოფლიოში და რუსი ჟურნალისტი _ ვლადიმერ პოზნერიც აღნიშნავს, რომ ლიბერალური ოპოზიციური ფრთა პუტინისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.
ქალბატონი ნანა ჯიქია სასწავლო ვიზით წავიდა მალტაზე, რათა შემდგომში მთარგმნელობითი მუშაობისთვის ენის ცოდნა განემტკიცებინა. მისი თქმით, რამდენჯერმე მოუწია ქვეყანაში გადაადგილება, შემდეგ რუსეთის ჯაშუშობა დააბრალეს, ქვეყანა დაატოვებინეს და საბოლოოდ, რაც ეცვა, იმის ამარა დატოვეს. “ამ მოგზაურობამ მთლიანად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, საქართველოს ახალგაზრდობას თვალი ავუხილო _ რა ღირებულებების მქონეა სინამდვილეში დასავლეთი”, _ მითხრა ქალბატონმა ნანამ.
“რუსეთი არის ჩვენი ინტერესების მტერი, ივანიშვილის ქვეყანა, რომელმაც არ უნდა დაგვარტყას”, _განაცხადა სატელევიზიო ეთერში ლიბერასტმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელმაც ჩვენს ეროვნულ გმირს _ მეფე ერეკლეს ლამის ქვეყნის ღალატი დასწამა. ეს პოლიტიკური ფუნა კვლავაც ტივტივებს მყრალ ლიბერასტულ ჭაობში და საქართველოს გადარჩენის გზას ებრძვის. ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებელი რომ ყოფილიყო, რესპუბლიკელ გველის წიწილებს ხელისუფლებაში არ მოიყვანდა. რაც შეეხება მეფე ერეკლეს ანდერძს, ორი ფაქტორის გაცნობიერებაც საკმარისია იმისათვის, რომ დადებითად შევაფასოთ: რუსეთთან თანაცხოვრების შედეგია ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენა და მოსახლეობის ზრდა 600 ათასიდან 5,5 მილიონამდე.
ხელისუფლების იდეამ _ ნატო და ევროკავშირი _ ჩაანაცვლა პატრიოტული თეზა “ენა, მამული, სარწმუნოება” და სოციალური ფონი საკუთარი კეთილდღეობის ფასად ისე დაამძიმა, საზოგადოება ისე დაამშია, რომ ხალხი სულიერ ღირებულებებზე ვეღარ ფიქრობს. ამ გარემოებებმა ქართველი ხალხის მენტალიტეტიც საგრძნობლად შეცვალა. მაგალითად, 1956 წელს სტალინის სახელის დასაცავად სრულიად საქართველო გამოვიდა, ხოლო 2010 წელს ნაცების მიერ სტალინის ძეგლის ღამით ქურდულად დამხობას ხალხის მასობრივი პროტესტი არ მოჰყოლია. როცა ილიამ ბრძანა, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, დასავლეთის მონობა და ქართულ ღირებულებებზე _ “ენა, მამული, სარწმუნოება” _ უარის თქმა არ უგულისხმია.
როცა დიდმა ტიციანმა ბრძანა: “დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი”, პოეტი სამშობლოს მონობას ესწრაფვოდა და არა ლიბერასტ-პედერასტების. მართალია, პატრიოტი ქართველები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, მაგრამ არასდროს უფიქრიათ უცხო მენტალიტეტის მქონე ქვეყნის კოლონიად ექციათ საქართველო. რუსეთი თუ იმპერია იყო, ამერიკა “კეთილშობილ” სქესმოდელირებულთა პანსიონატია? სამშობლოსთვის თავგანწირულმა დევნილმა მამულიშვილმა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკანასკნელმა შეფიცულმა _ ალექსანდრე სულხანიშვილმა 66 წელი უცხოეთში გაატარა. როცა ცხონებული ბატონი გურამ შარაძე მის მოსანახულებლად სან-ფრანცისკოში ჩავიდა, 90 წელს გადაცილებულმა მამულიშვილმა ცრემლიანი თვალებით უთხრა: “მინდა, ჩემი ძვლები სამშობლოს მიწაში ჩავყარო”. მას ეს სურვილი აუსრულდა: საქართველოს ზეცაც იხილა, ქაქუცას დროშაც დაუბრუნა სამშობლოს და კახეთში, აწყურის თეთრი გიორგის საგვარეულო ეკლესიაში ჰპოვა განსასვენებელი.
“რაც უფრო მეტად დაიძაბება ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველოსა და კავკასიას უფრო მეტი ფასი დაედება”, _ გვმოძღვრავს ე.წ. ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი.
რუსეთთან დაპირისპირებით უარს ვამბობთ ყველა იმ სიკეთეზე, რომლებიც სოციალისტურმა სისტემამ მოგვიტანა, შედეგად მივიღეთ დანგრეული ეკონომიკა და დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა. არ არის დაცული ქვეყნის უსაფრთხოება. რაც მთავარია, ვუპირისპირდებით ქართველობას, ძირითად ეროვნულ ღირებულებებს, რომლებსაც “ენა, მამული, სარწმუნოება” ჰქვია.
ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებამ რუსეთის მიმართ ჩაილურის წყალი დალია. პრეზიდენტს ასევე გაუჭირდება ზნეობრივი პარამეტრების დაცვა ქვეყანაში, სადაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უზნეობა სისხლში აქვს გამჯდარი და რისთვისაც მილიონები იხარჯებოდა. არც ტრამპია მამაზეციერი და არც უზნეო საზოგადოების წარმომადგენლები არიან მარიამ მაგდალინელები, ცოდვები რომ მოინანიონ და წმინდანებად იქცნენ. ამას ათწლეულებიც არ ეყოფა. მოკლედ, ქართული ანდაზისა არ იყოს, “არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”.
არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დროულად უნდა ვთქვათ უარი დასავლეთის პარტნიორობაზე და რუსეთთან გავაფორმოთ ხელშეკრულება, რომლითაც დაცული იქნება ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ღირებულებები. მედასავლეთეებს მოვუწოდებ: ვისაც ქართველობა გეამაყებათ, გაიძლიერეთ იმუნიტეტი ფუჭ ოცნებაზე (დასავლეთთან პარტნიორობა) უარის თქმით, ხელისუფლების ამერიკულ ოცნებას დავუპირისპიროთ ჭეშმარიტად ქართული ოცნება, მეფე ლუარსაბის მსგავსად გავერთიანდეთ ფიცის ქვეშ _ “ფიცის კაცები _ სამშობლოსათვის” და ერთად დავიბრუნოთ ჩვენი საქართველო.
იზა თამაზაშვილი