Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფლებამ 3 მილიარდი ლარი წყალს გაატანა

ხელისუფლებამ 3 მილიარდი ლარი წყალს გაატანა

1941
ხიდი

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდანქართული ოცნებისლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს: “ნაცმოძრაობისმმართველობის 9 წლის განმავლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ბუტაფორია იყო, რეალურად არაფერი კეთდებოდა დაატკატებისსახით თანხები რამდენიმე ადამიანის ჯიბეში მიდიოდაო. ამ ყველაფერზე გამოძიებაც დაიწყო, რამდენიმე კაცი დაკითხეს კიდეც, მაგრამ სწორედ გამოძიება აღმოჩნდაბუტაფორია” _ არავინ დაუკავებიათ, მაგრამატკატებისთემა კარგად შეისწავლეს და ამ პროცესის სიამესაც მიხვდნენ.

2014 წელი სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პროექტების წელიწადად გამოაცხადა და რეგიონებში ბუღი დააყენა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მდინარეებსა და მათ კალაპოტებს, აქაოდა, პატარა ღელეებიც კი ზაფხულობით დიდდება და მოსახლეობას აზარალებსო. პარალელურად, დედაქალაქში საზეიმოდ გახსნეს შემოვლითი გზა, რომელიც ვერეს ხეობაზე გადიოდა და, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ექსპერტმა მაშინ ეჭვი გამოთქვა, ვერეს ხეობაში არსებული სანიაღვრე არხები დიდი ნალექის შემთხვევაში გაიბიდნებაო, მათ არავინ მოუსმინა. შედეგად მივიღეთ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია, როცა ადიდებულმა ვერემ ზოოპარკის ბინადარნი და 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ისე, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს _ 19 ადამიანის სიკვდილის გამო პასუხი არავის აგებინეს და ყველაფერი წინა ხელისუფლებას დაბრალდა, თუმცა, ამ ბრალის მიუხედავად, არც იმ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი დაუსჯიათ.

სამაგიეროდ, ხელისუფლება თავს იწონებდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამ მილიარდ ლარზე მეტი დავხარჯეთო. კი ამბობდნენ ვიღაცები, ყველაფერი ზერელედ კეთდებაო და ეს ხმები მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრად ზურაბ ალავიძე დანიშნეს. ალავიძე ნაციონალური მოძრაობისზეობის პერიოდში სწორედ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო და, როგორც ამბობდნენ, ყველაატკატიმის ხელში გადიოდა. ამის მიუხედავად, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ნათესავს, ვერავინ ვერაფერს უბედავდა და ალავიძეც პროექტს პროექტზეახორციელებდა”.

ახლა კი წვიმების პერიოდი დაიწყო და ნათლად გამოჩნდა, რომ სამ მილიარდ ლარზე მეტი წყალს მიაქვს. პრინციპში, რაღა მიაქვს, წაიღო უკვე და საქართველოში არ დარჩა კუთხე, სადაც წყალმა და მეწყერმასაფუძვლიანადგაკეთებული ჯებირები არ გაანგრია, მეწყერსაშიშ ზონებში მიწის შემაკავებელი ბარიერები არ ჩამოშალა და ჩამარხა. ახლა უკვე კიდევ ერთი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილიც, ამბობს, რომ კვირიკაშვილი და ალავიძე, პრაქტიკულად, ერთპიროვნულად წყვეტდნენ ყველაფერს და ამ სავალალო შედეგამდე ამიტომ მივედითო, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, პასუხისგებაში არავის მისცემენ და ეს სამი მილიარდი ისევ ჩვენი გადასახდელია. უფრო კონკრეტულად კი, ყველაფერი ჩვენი გადასახადებით ისევ ახლიდან უნდა გაკეთდეს… რაც მთავარია, არავინ არის იმის გარანტი, რომ მომავალ წელს მორიგი წყალდიდობების შემდეგ ეს ყველაფერი კვლავ თავზე არ დაგვემხობა და მორიგ სამ მილიარდს არ გავატანთ არაგვსა თუ ენგურს.

ჩვენ ყველაფერი პროექტის მიხედვით გავაკეთეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, არც საპროექტოს წარმომადგენლები და რეალურად არც ჩვენ არ ველოდით ამხელა წყალს. ეს, ალბათ, გლობალური დათბობის ბრალია”, _ განაცხადა იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც არაგვზე ჯებირები გააკეთა.

გლობალურ დათბობას საქართველოში უკვე ბევრი რამ დაბრალდა და კიდევ ბევრი დაბრალდება. რას ჰქვია, ამხელა წყალს არ ველოდით?! რა, გლობალური დათბობა გუშინ დაიწყო და პროექტის შედგენისას ვერ გათვალეს?! ან ამ განცხადების შემდეგ პასუხს აღარავის რომ არ სთხოვენ, ნორმალურია? ასე ხომ ყველა მშენებელს შეუძლია თქვას, რომ არ ელოდა წყალს, არ ელოდა მეწყერს, არ ელოდა თოვლს, წვიმასარ ელოდა და მორჩა! მაშინ ნუღარ გამოვაცხადებთ ტენდერებს, ნუ განვახორციელებთ პროექტებს და, როგორც ძველ ანდაზაშია, წყალი მიდგება, მოდგება, ბოლოს თავის კალაპოტში ჩადგება, ამას დაველოდოთ. მოსახლეობა ისეც ზარალობს და ასეც, თუმცა ასე მეტი ზარალია, რადგან წყალს მილიარდები მიაქვს

ორი კვირაც არ არის გასული, რაც სვანეთში ლახზირის მყინვარის დიდი ნაწილი ჩამოიშალა. თავდაპირველად განგაში ატეხეს: ლახზირის სანახავად ტურისტები დადიოდნენ და ვინმე არ იყოს მოყოლილიო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მყინვართან მისი ჩამოშლისას არავინ იმყოფებოდა, ყინულის გროვას თავი მიანებეს. არადა, ექსპერტები ამბობენ, რომ ყინული ასეთ მდგომარეობაში უფრო მალე დადნება და შესაბამისად, მორიგი წყალდიდობა გველოდება, მაგრამ მათ არავინ უსმენს, რადგან, სინოპტიკოსების პროგნოზით, თურმე წვიმაა მოსალოდნელი. არადა, ყინულს წვიმაც რომ ადნობს, მარტივი მისახვედრია, თუმცა ზემოთ ამის გაგონებაც არ სურთ. შედეგად, მყინვარის ქვემოთ სოფლებში ეშინიათ, რომ ერთ დღეს წყალი მოვარდება და იქაურობას წალეკავს, მით უმეტეს, ყველა ღელე საკმარისზე მეტად უკვე ადიდდა და მდინარეს შეუერთდა, თუმცა…

“რაჭის იმ სოფლებში, რომლებშიც ერთი ან ორი მოსახლე ცხოვრობს, მილიონიანი პროექტები დაგეგმეს და განახორციელეს. ნაპირსამაგრი სამუშაოები დაარქვეს, თორემ რეალურად, “კამაზებით” ათ-ათი მანქანა ხრეში დაყარეს და ეგ იყო. ადიდდა მდინარე და ის ხრეში ხომ წაიღო და ერთ ადგილზე მიიტანა, მერე კალაპოტი შეიცვალა და, სადაც საუკუნეები არ უვლია, იქ გაიარა. ასე დარჩნენ ადგილობრივები მოსავლის გარეშე. როგორც ვიცი, სვანეთის ძირითად ნაწილში კარტოფილის ნათესებია წაღებული და ახლა მთაში საშინელ ზამთარს ველით _ დიდი თოვლით და უმოსავლოდ”, _ გვითხრა რაჭაში მცხოვრებმა ზურაბ ბერიშვილმა.

უარესი მდგომარეობაა მთა-თუშეთში. წინა სტიქიის შედეგად თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ტბა გაკეთდა და… ის ტურისტული სანახაობის ნუსხაში შეიყვანეს და ეს მაშინ, როცა ტბა სავალი გზიდან სამ მეტრში იყო. წვიმის შედეგად ტბა ნაპირებიდან გადმოვიდა, სამანქანო გზა დატბორა და აგერ უკვე სამი დღეა, ტექნიკა უძლურია. არადა, ამ საქმის სპეციალისტები ამბობდნენ, ტბა უნდა ამოაშრონ და იმ ადგილზე ღორღი ჩაყარონ, რათა წყალს დრენაჟი ჰქონდეს და არ დაგუბდესო, თუმცა მათ არავინ უსმენდა. ისე, თუშეთზე ისიც ვთქვათ, რომ ბოლო 5 წელიწადში მიუვალ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ახმეტის მუნიციპალიტეტმა საახალწლოდ, საერთო ჯამში, სამი ათასი ლარის ღირებულების პროდუქტი აუტანა, ახალი წელი გაულამაზა დაამ პროდუქტების ატანა 150 ათასი ლარი დაჯდა.

“იმის გამო, რომ ზამთარში სამანქანო გზა არ არსებობს, იძულებული ვართ, მოსახლეობამდე ვერტმფრენებით მივიდეთ. ვერტმფრენით მგზავრობა კი ძვირია და ამიტომაც ამხელა თანხა გამოდის”, _ ასე აგვიხსნეს ეს საინტერესო მოვლენა ახმეტის მუნიციპალიტეტში. არადა, სერიოზული ეჭვი გვაქვს, ზაფხულში, იმ 5 ოჯახისთვის, რომლებსაც 600 ლარის ღირებულების პროდუქტი შეხვდათ, ტრანსპორტირებისთვის დახარჯული 150 ათასი ლარი ზაფხულში რომ გადაენაწილებინათ, უფრო კმაყოფილი დარჩებოდნენ.

სხვა, აბა, რა გითხრათ, საქართველო წინა ხელისუფლების დროსაც პარადოქსების ქვეყანა იყო და ახლაც ასეა. მსოფლიოს გაოცება გვინდა და მართლა ვაოცებთ. არ გვეგულება სახელმწიფო, რომელიც წყალს სამ მილიარდს გაატანდა და თანაც, როცა მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, მაგრამ ეს სამი მილიარდი ახლა აღარავის ახსოვს, რადგან საპრეზიდენტო დოღი გამოცხადდა და პარტიების რჩეულიბედაურებირბოლაში ჩაერთვნენ. სერიოზულოი ეჭვი გვაქვს, როგორც წესი, ქართველები, არაბული ბედაურის ნაცვლად, ისევ ჯაგლაგს ავირჩევთ, თუმცა ვინ იცის, იმდენი არაბი ჩამოვასახლეთ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, ეგებ არაბული ვარჩიოთ. პრინციპში, თუ ასე გაგრძელდა, მალე ჩვენ აღარავინ შეგვეკითხება _ არაბული ჯობია თუ ირანული, თვითონ გადაწყვეტენ და ვინ იცის, ეგებ ძალიან მალე, ბათუმში ასაშენებლად გამზადებული მეჩეთიდან მოლას ყივილმა დედაქალაქამდეც კი მოაღწიოს. არადა, 12 აგვისტოს სწორედ მოლას ყივილი ჩავახშეთ საუკუნოდმაგრამ ეს ხომ პარადოქსების ქვეყანაა _ მოვახერხეთ და ისევ დავიდგით უღელითანაც უბრძოლველად, საკუთარი ნებით და ვინ იცის, მუსლიმანურმა სამყარომ თავის ისტორიაშიც ჩაწეროსძლევაი საკვირველი”, როგორც ქვეყნის უსისხლოდ დაპყრობადამონების მაგალითი.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here