Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისბიჭების ჩემპიონატი

ხელისბიჭების ჩემპიონატი

ხელისბიჭების ჩემპიონატი

ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომსაქართველო და მსოფლიოერთერთი გამონაკლისია იმმაკულატურიდან”, რომელიც, პრაქტიკულად, ნაცების პარტიული სპეცსამსახურია და რომელსაც ნაცები უსირცხვილოდ უწოდებენ დამოუკიდებელ მედიას. “საქართველო და მსოფლიოყოველთვის იდგა და დგას ეროვნულმართლმადიდებლური ფასეულობების, დედაეკლესიის დაცვის სადარაჯოზე, რის გამოც არც ქება გვაკლია ეროვნულად მოაზროვნე მკითხველისგან და არც ლაძღვაგინება მიშარასტებისგან. რაც შეეხება წინამდებარე წერილის მთავარ თემას, მინდა, ჩემი ბოლოავი მუსაიფისგახსენებით დავიწყო.

გასული ოთხშაბათის “ავი მუსაიფი” გენიალური რუსი მწერლების _ ილია ილფისა და ევგენი პეტროვის კლასიკურ რომან “12 სკამთან” ასოცირებული სათაურით გამოვაქვეყნე _ “რუსი და ქართველი კისა ვორობიანინოვები”. “საქართველო და მსოფლიოს” ერუდირებული მკითხველი იმთავითვე მიხვდებოდა, რომ რუს “კისა”-ში ვლადიმერ პუტინის ოპოზიციის “მრისხანე ლიდერი” ალექსეი ნავალნი, ხოლო ქართველ “კისა”-ში ნავალნიზე არანაკლებ “მრისხანე” ნიკანორ მელია ვიგულისხმე.

სააკაშვილის მიერ გამორჩეული და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად დანიშნული ნიკანორ მელია, ლიდერი კი არა, სააკაშვილის “შნირია”, რომლის მსგავსი კიდევ ბევრი ჰყავს უკრაინაში გაქცეულ მამა-მარჩენალს ნათელაშვილის ფანჩატურში. ნიკანორს გაუმართლა და პირველმა გადაკვეთა სააკაშვილის მიერ ორგანიზებული “საშნირო” მარულის ფინიშის ხაზი და, შესაბამისად, პოლიტპატიმრის კი არა, სააკაშვილის “შნირებს” შორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ამ ყველაფერმა, როგორც ამბობენ, შფოთი და შური გამოიწვია ნათელაშვილის ფანჩატურში, _ რატომ მელია, რა, მე ნაკლები “შნირი” ვარო? და სულ ტყუილად _ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის არ იყოს, “შნირობის” ჩემპიონთა თასიც გარდამავალია. ნათელაშვილის ფანჩატური რევოლუციის მომწყობი არ არის და იქნებ დადგეს მომენტი, ნიკანორ მელიას ჩამოართვან “შნირობის” ჩემპიონთა თასი და ნათელაშვილის ფანჩატურელებიდან სხვას გადასცენ. ოღონდაც ყველაფერში არ მიბაძოთ მიშას მიერ დანიშნულ ოპოზიციის ყოფილ ლიდერ გუბაზ სანიკიძეს, ცოტა ფხიზლად იყავით _ ზეზეულად არ ჩამოგეძინოთ!

გეოპოლიტიკური მოვლენები ისეთი კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება, რომ პროგნოზის გაკეთება, როგორც იტყვიან ხოლმე, უმადური საქმეა, საქართველოს მიმართ ხომ _ უმადურზე უმადური.

ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან რევოლუციის მოწყობის მუქარის ფონზე პრემიერ გიორგი გახარიას მოულოდნელი (?) გადადგომა; ნიკანორ მელიას მიერ სამაჯურის დემონსტრაციული მოხსნაზე, მისი ასევე დემონსტრაციულ “ვერ დამიჭერთზე”, მრავალ თავხედურ განცხადებაზე, რომელიც უკვე საქართველოს სახელმწიფოს მიმართ დემარში და საქართველოს ხელისუფლებისთვის “ნასროლი ხელთათმანია”, ღირსეული პასუხი იყო პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა, რაც ხელისუფლების დემარშად შეიძლება განვიხილოთ ნათელაშვილის ფანჩატურის მიმართ, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია თავისი ხისტი დამოკიდებულებით. “ქართულმა ოცნებამ” თუ ვინმეს პასუხი აგებინა ნაცების მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა. სწორედ შს მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის ყოფნისას დააპატიმრეს ბაჩანა ახალაია, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ქვეყნის გარეთ სიხისტეს, მიუხედავად დასავლელი “მეგობრების” დაჟინებული “რეკომენდაციებისა”, საქართველოში კონსტიტუციურ ნორმად ოჯახი მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობითი კავშირი რომ არის, ესეც პრემიერ ღარიბაშვილის დამსახურებაა.

ვფიქრობ, ზემოთქმულზე უფრო დიდი პოლიტიკური აჯაფსანდალის წარმოდგენაც კი ძნელი საქმეა და აქედან გამომდინარე, რომელ პროგნოზებზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი?! პროგნოზი არა, მაგრამ ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების შემდეგ, ზემოხსენებული პოლიტიკური აჯაფსანდალიდან გამომდინარე, ქართველი საზოგადოება ხელისუფლების ადეკვატური ქმედებების მოლოდინში იყო გარინდული _ გაბედავდა ირაკლი ღარიბაშვილი გათავხედებული ნიკანორ მელიას დაპატიმრებას? _ გმირად შერაცხავდნენ ასეც დავწერე ბოლო სტატიაში თქვენმა მონა-მორჩილმა. თუმცა ეჭვი შემეპარა ჩემი ნათქვამის მართებულობაში და შეცდომა იქვე გამოვასწორე _ მელიას დაპატიმრება, გმირობა კი არა, ქოცების მიერ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ჩატარებული სპეცოპერაცია იყო-მეთქი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიკანორ მელიას დაპატიმრებას მოჰყვა საქართველოს მეგობარ აშშ-ევროპაში, ახლა ზემოთ დაეჭვების მართებულობა მაეჭვებს და ამ შეცდომას აქვე გამოვასწორებ.

არ ვიცი, ხვალ თუ ზეგ როგორ მოიქცევა კახელი (თუ, რატომ ღარიბაშვილის კუთხური წარმოშობის წარმოჩენა, ამაზე ქვემოთ) პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით იგი მართლაც გმირია! მოცემულობით, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენმა დასავლელმა “მეგობრებმა”, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა თუ ორგანიზაციებმა, ერთხმად დაგმეს ნიკანორ მელიას დაპატიმრება. განსაკუთრებული კატეგორიულობით გამოირჩეოდნენ ჩვენი “განსაკუთრებული მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე” აშშ და მისი ელჩი კელი დეგნანი.

ქალბატონმა დეგნანმა განაცხადა, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება როგორ შეიძლება, ეს ხომ ნატო-ევროპის გზაზე მდგარი საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯიაო! და ეს იმ ფონზე, როცა კაპიტოლიუმის შტურმით აღების მოწოდების თითიდან გამოწოვილი ბრალდებით, ამერიკელებმა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კინაღამ ოვალურ კაბინეტშივე დააპატიმრეს. ამავე “სიბრძნეს” უკრიტიკოდ იზიარებენ ჩვენი ევროპელი “მეგობრებიც” _ ეს აღარც ყბადაღებული ორმაგი სტანდარტია და აღარც სხვის თვალში ბეწვის ძებნა…

ეს არის, ხატოვნად თუ ვიტყვით, ამერკელების მიერ შემოგდებული _ “ჩემი ბადრიჯანი შენთვის კიტრია” და უფრო კორექტულად და ქართულად _ “მე ვარ და ჩემი ნაბადი”.

“ბრძენ” ამერიკელებს მთელი მსოფლიოს ერთ დიდ შეერთებულ შტატებად გადაქცევა სურთ. ეროვნული სახელმწიფოების და, შესაბამისად, საზღვრების გარეშე მსოფლიოში ლგბტ დიქტატურის დამყარება, რაც, პრაქტიკულად, უკვე შექმნეს თანამედროვე აშშ-ში, რომლის კონგრესმა უკვე აკრძალა კაპიტოლიუმის ბორცვზე გენდერობის შემცველობის მიმართვები სენატორ-კონგრესმენთა შორის.

ქოცები და ნაცები ერთი ხის ორი განშტოება რომ არიან, ანუ ორივეს ერთი უფროსი რომ ჰყავს აშშის სახით და ორივენი უპირატესად იანკების მხარდაჭერისთვის იღვწიან და არა ქართველი ამომრჩევლის ინტერესების გასატარებლად, არაერთხელ აღმინიშნავს; ისევე, როგორც ის, რომ ქოცების მიმართ მეტნაკლები მხარდაჭერა ცუდსა და უარესს შორის არჩევანის შედეგია და, მიუხედავად მათი უამრავი შეცდომადანაშაულისა, ვერავინ მათქმევინებს, რომ მიშას მმართველობის პერიოდი სჯობდა დღევანდელს.

ახლაც ასეა _ ლიბერასტული დასავლეთი ქოცების წინააღმდეგაა აფოფრილი, იქამდეც კი, რომ მელიას დაპატიმრებას პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი უწოდა. არადა, რუსეთს, სამწუხაროდ, საქართველო უკვე ფეხებზე ჰკიდია. სამწუხაროდ თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ერთმორწმუნე რუსეთთან ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობა რომ ჰქონდეს, აზერბაიჯანელები გარეჯზე სიტყვის დაძვრასაც ვერ გაბედავდნენ. ამის დასტური აზერებაიჯანელთა მიერ რუსეთის დახმარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მაგალითიც კმარა.

ქოცები კი რას სჩადიან? აღვირახსნილ რუსოფობიაში ეჯიბრებიან ნაცებს და, ადრე თუ სვეტიცხოველსა და ჯვარზე დაგვყავდა საპატიო სტუმრები, ახლა საქართველოს მთავარ ღირშესანიშნაობად მავთულხლართები იქცა და ნიანგის ცრემლების დასაღვრელად ახლა იქ დაჰყავთ ჩვენიმეგობარიევროჩინოსნები.

არ ვიცი, შემთხვევითი ეპიზოდი იყო თუ საგარეო პოლიტიკის გადახედვის შესაძლებლობაზე მინიშნება, მაგრამ ფაქტია, რომ შალვა რამიშვილის გადაცემაში თვით გოგა ხაინდრავასაც კი დასცდა ამერიკის მიმართ მცირე საყვედური. ქართველები საუკუნეების განმავლობაში მარტოდმარტონი ვიბრძოდით იმისთვის, რასაც დღეს დასავლური ღირებულებები ჰქვია, რათა ევროპის ნაწილი გავმხდარიყავით და რუსეთს ნუ შეაჭმევინებთ დასაბამიდან ევროპულ საქართველოსო _ დაახლოებით ეს ბრძანა ცნობილმა რეჟისორმა.

გოგა ბატონო, იმედია, არ მიწყენთ დიდი ჭაბუას ენით პასუხად ნათქვამს. ჩვენ არც ევროპელები ვართ და არც აზიელები. ჩვენ ვართ ის, რა სულიერებითაც მოვედით ამ დალოცვილ, მაგრამშარიანმიწაწყალზე. პლუს ის, რაც ევროპააზიიდანვისესხეთდა გავიქართულეთ _ ჩვენ ქართველები ვართ!”

ჩვენ ყოველთვის ქართული ღირებულებებისთვის ვიბრძოდით და არა ევროპულისთვის, რადგანაც მათგან ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებს შორის ქორწინება _ სისხლის აღრევა, “წმინდა ინკვიზიცია” არ “გვისესხებია” და არც გაგვიქართულებია…

გადაცემაში ცრუ თეზაზე საუბრისას რუსეთზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლიაო, უმცროსი გრეჩიხასა (მომღერალი გია გაჩეჩილაძე) და ჯაპანას (მსახიობი დავით ხურცილავა) დუეტმა “დაგლიჯა”:

_ მაშ, მტყუანის, რომ ჰყოლიაო! _ შესძახა უმცროსმა გრეჩიხამ და შემდეგ ჯაპანასთან დუეტში, რომ იტყვიან, ცაში აიყვანა მეფე ერეკლე, პატარა კახი, _ რუსეთთან შეერთება იმხანად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო და ქართველი ერის ფიზიკური არსებობა, პატარა კახის დიდი დამსახურებააო. საღოლ, გრეჩიხასა და ჯაპანას უშიშრად ნათქვამი სიმართლისთვის, რომელსაც, თუ არ მიწყენთ, ორიოდე სიტყვას მეც დავამატებ: ორი საუკუნის განმავლობაში ვწოვდით რუსეთის ძუძუს, რომლიდანაც რძე კი არა “სგუშჩიონოე მოლოკოს” მდინარე მოედინებოდა.

დავით მხეიძე

P.S. ზემოთ ირაკლი ღარიბაშვილის კახელობის ხაზგასმის მიზეზს ქვემოთ გეტყვითმეთქი და აჰა: ნიკანორ მელია ხომ ჩააყუდევირის აბანოში”. ჰოდა, ერთი მაგ ევროპაამერიკელებსაც კახურად ლაზათიანად მაეფერე _ “ყველამ თავის კახპა მამიდას მოუაროსთქო და მართლა გმირი იქნები, ჯოო! გაიგე?..

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here