გასული კვირის მონაცემებით, ლონდონში 27-სართულიან სახლში გაჩენილ ხანძარს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაშავდა არანაკლებ 70 ადამიანისა, _ იუწყება BBC, რომელიც იმოწმებს ლონდონის სახანძრო კომისრის განცხადებას.
ლონდონის ცენტრში წამომართულ Grenfell Tower-ში ხანძარი 14 ივნისის ღამით გაჩნდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 200 მეხანძრე, გამოიყენეს 40 ერთეული სპეცტექნიკა, მობილიზებული იყო 20-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მედიის მონაცემებით, სახლში დაბლოკილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც შველას ითხოვდნენ, მაგრამ ოფიციალურად ეს ცნობა არ დასტურდება.