Home სხვადასხვა დაიჯესტი “ხალხმა უნდა განდევნოს ეს მოყაყანე, ჭილყვავთა არასამთავრობო ვიგინდარები!”

“ხალხმა უნდა განდევნოს ეს მოყაყანე, ჭილყვავთა არასამთავრობო ვიგინდარები!”

1194

 

მწერალი კობა არაბული ვრცელ სტატიას  აქვეყნებს “საერთო გაზეთში”, სადაც საუბრობს საქართველოში მომქმედ არასამთავროებზე, მათი მოქმედების სქემაზე. სტატია გამოქვეყნდა tb24.ge-ზე სათაურით: “ვინ და რატომ აფინანსებს ამ ურიცხვ არასამთავრობო ვიგინდარებს?! ხალხმა უნდა განდევნოს ეს მოყაყანე ჭილყვავთა გუნდები”.


მსახვრალი ხელი, რომელიც ბლოკავს და აჩერებს ეროვნული  ხსნისა და აღორძინების ყველა პროგრამას, უნდა მოიკვეთოს!

კრიზისულია ჩვენი დრო!

საოცრად კატასტროფულად შეკუმშულია ერის ენერგეტიკული აურა და საარსებო სივრცე:

ერი განდევნილია საკუთარი მიწიდან, თითქმის ამოწურულია ადამიანური რესურსი, მძვინვარებს უმწეობის განცდა და დემოგრაფიული დეპრესია. მაგალითად:

ბატონიშვილის დროს ხევსურეთში 2.000 კომლზე მეტი ცხოვრობდა.

700 ხევსური იცავდა ალექსანდრე ბატონიშვილს ლებაისკართან.

ახლა 7 ხევსურს ვერ ნახავ ხევსურეთში, შავი ლუდის დუღება რომ დაგჭირდეს.

ხევსურეთში ნახევრად აყრილი 90-მდე ოჯახი (კომლი) დარჩა, ერთ ხრუშჩოვკაში რომ ჩაეტევა. ეს არის ერის ტგარედია!

ჩემს სოფელში 63 ნასახლარია!

მამაჩემი 35 კომლს მოესწრო!

მე 15 კომლს მოვესწარი.

ახლა იქ ერთი კომლია დარჩენილი.

წინა წლებში რამდენიმე ოჯახი ცდილობდა დაბრუნებას.

ახლაც ცდილობს ორი ოჯახი (!!), მაგრამ სახელმწიფო არ ეხმარება. არც მთიანეთის აღორძინების ფონდი აღმოჩნდა მათთვის ხელმისაწვდომი არც სხვა რომელიმე ინვესტიცია.

ეს არის ზოგადი ეროვნული კატასტროფა: ხელისუფლება ვერ ხედავს ერის საბედისწერო ხიფათს, ვერ აცნობიერებს ვითარების სიმწვავეს და ისტორიულ თემებში რადიკალური ზომების აუცილებლობას.

ანალოგიური ვითარებაა რაჭა-ლეჩხუმში, მთიულეთ-გუდამმაყარში, ხევში, თუშეთში, ლიხსიქითურ თემებში.

ევროპულმა კონტეინერმა და ევროლიბერალიზაციამ მთლიანად გაიწოვა ერის ენერგეტიკული და ადამიანური რესურსი საკუთარი მიწა-წყლიდან (სახლ-კარიდან) გაედინება ცოცხალი ერი და შემოედინება სხვა რასა, სხვა ენერგეტიკა, სხვა კულტურა ანტიკულტურა, სხვა მენტალობა!

თუ ამ პროცესების შეჩერებას ვერ შევძლებთ, არ აგვცდება საკუთარ ქვეყანაში სტუმრის და მონის სტატუსი და ლტოლვილი ერის მწარე ბედისწერა!

* * *

ჩვენს განცვიფრებას და აღშფოთებას იწვევს, როგორ გაქრა მთის ფონდიდან 20 მილიონი ლარი ისე, რომ ფშავ-ხევსურეთში და მთიულეთ-გუდამაყარში ერთი პროექტიც არ განხორციელებულა (სხვაგან რა მოხდა, ვერ გეტყვით).

არ გააკარეს მთიანეთის მართვის (და ფონდის მართვის) ეროვნულ საბჭოს აკადემიის წარმომადგენლები (გნებავთ, მთის კომისიის თავმჯდომარე), არ გააკარეს მთიანეთის თემის თუნდაც ერთი რწმუნებული.

ვინც ქმნიდა და იბრძოდა მთის კანონის შესაქმნელად, ვინც იბრძოდა და მიაღწია მთის სათემო აღორძინების სახელმწიფო ფონდის დაარსებას, ის გაიყვანეს გვერდზე.

ფაქტობრივად, მოცემულს და მოპოვებულს გვართმევენ!

ე. ი. მთის ფონდზე ოცნებამ და კუთხეთა გადარჩენის იდეამ ამაოდ ჩაიარა (ანუ ჩაილურის წყალი დალია).

მთას არ ეშველება, თუ იქ არ განხორციელდა რადიკალური ფინანსური ინტერვენცია შოკური თერაპია!

თუ იქ არ განხორციელდა კომპლექსური სათემო აღორძინების სამეურნეო, ეთნო-კულტურული პროექტები.

ჩვენ, მთიანეთის კომისიამ მოვამზადეთ ასეთი პროექტები, მაგრამ ეგრეთ წოდებულმა ფონდის მართვის ეროვნულმა საბჭომ უარყო ჩვენი მოდელი.

მან დაშალა ფონდი 5000-იან კვოტებად, დააქუცმაცა ისევე, როგორც სოფლის დახმარების პროგრამა იყო დაქუცმაცებული და ორივეჯერ შედეგი ნულოვანი დადგა!

რისი გაკეთება შეიძლება აყრილ თემში 5000 ლარით? თითქმის არაფრის!

ჩირისა და კომპოტის და ბალახების ჩაით მთიანეთს ვერ გადავარჩენთ!

მაშ, რად გვინდოდა მთის აღორძინების ფონდი, თუ შიგ ბობოლა თაგვები ჩახტებოდნენ ფონდის გამოსახრავად და ერთი კაცის დაბრუნებასაც ვერ შევძლებდით ერთ თემში?

* * *

მე არ მეგულება რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მეცნიერები, სწავლულები, მწერლები ეხვეწებოდნენ, სთავაზობდნენ აყრილ თემთა და კუთხეთა გადარჩენის პროგრამებს (!) და სახელმწიფო ყველაფერს ჯიუტად უკუაგდებდეს და უარყოფდეს!

ამას შეიძლება ერის წინააღმდეგ მიზანმიმართული დანაშაული (და არა შეცდომა) ეწოდოს!

ჩვენ მივმართავთ პრემიერს და პარლამენტს (პრეზიდენტი არ გვყავს!) გააცნობიერონ ეს ვითარება და რადიკალურად შეცვალონ ფონდის ხარჯვის კრიტერიუმები და სათემო პროექტების მომზადების წესი!

ტრადიციული სამეურნეო სისტემების და ეთნო-კულტურული გარემოს აღორძინებისთვის.

ჩვენ წარმოუდგენელ აბსურდად გვეჩვენება ახალი პოტიომკინის ქალაქების შენება ქალაქში სამთავრობო ბიუროკრატთათვის. ასეთი აბსურდული შენობა-ნაგებობანი პრეზიდენტის სასახლისა და ქუთაისის პარლამენტის ჩათვლით ისედაც თავსატეხად გვექცა!

ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ იდეას: თუ ფული გაქვთ, ააშენეთ ფშავ-ხევსურეთში (შუაფხოსა და ბარისახოს არეალში) სამეურნეო-კულტურულ-საგანმანათლებლო ქალაქი (სახელობო დარგების ლიცეუმით), ტრადიციული სამეურნეო სისტემებით და ახალი ინფრასტრუქტურებით.

დავაყენოთ იქ პირუტყვის ჯოგები და ფერმები, მოვაწყოთ საკალმახეები, საფუტკრეები, ტურისტული ბლოკები, ლუდსახდელები, ხალხური რეწვის სახელოსნოები.

ხალხი დაბრუნდება!

თემი აღდგება!

სტუმარი მოვა!

ეს იქნება საქმე.

თუნდაც მთის 20 მილიონიანი ფონდიდან გავაკეთოთ ასეთი მოდელი ყოველი კუთხისთვის, გადარჩება ქვეყანა, აღორძინდება მთიანეთის ზოლი 4-5 წელიწადში. თუ არაფერს შევქმნით ერის სივრცეზე, ქალაქში ახალი პოტიომკინის ქალაქი რას გვიშველის?!

მაგრამ არის და მოქმედებს იდუმალი მსახვრალი ხელი, ვინც ბლოკავს და აჩერებს ეროვნული ხსნისა და აღორძინების ყველა პროგრამას და იდეებს ეს ხელი უნდა მოიკვეთოს!

* * *

ვფიქრობთ, სრულიად საქართველოს თემთა და ქალაქთა რჩეული ერის (დარბაზმა) პალატამ უნდა შეძლოს ქვეყნის შემობრუნება!

ქართველმა ერმა უნდა მოიკრიბოს ძალა ღვთის ნებით და დაუპირისპირდეს ხთონურ-სატანურ ენერგიებს.

ქართველი ერი უნდა შებრუნდეს საკუთარ თავში, საკუთარი ეთნო-კულტურული ისტორიის წიათში და დაიბრუნოს საკუთარი სახელი, რწმენა, ცნობიერება, განათლება (ცოდნა).

ერი უნდა განახლდეს წარსულიდან მოხმობილი ენერგიებით: სათემო-საადათო მორალით, ძველი სამეურნეო სისტემებით, უნიკალური ჯიშებითა და გენოფონდით.

* * *

მსოფლიოს ჩვენთან დაბრძანებულ ელჩებსა და კონსულებს უნდა ვკითხოთ: ვინ და რატომ აფინანსებს ამ ურიცხვ არასამთავრობო ვიგინდარებს?!

ვინ არის მათი ლობი, მათი მკვებავი? რა უნდათ ჩვენგან?

რას ნიშნავს საერთაშორისო გამჭირვალობა? (ყველგან ცხვირის ყოფას?)

რას ითხოვს გენდერული ორგანიზაცია ჩვენგან?

ვინ არის ლგბტ თემი?

რა ფუნქცია აკისრია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რა არის მისი მიზანი და ამოცანები?

ვინ არიან ესენი, სახელმწიფოში სახელმწიფოდ რომ იქცნენ?

თუ პოლიტიკური პარტიებია, დარეგისტრირდნენ და იყარონ კენჭი არჩევნებში, როგორც შალიკო-პალიკოები, ნაცები და გირჩები რეგისტრირდებიან, ხელისუფლება პარტიებს გინებაში მილიონობით ფულს უხდის!

დარეგისტრირდნენ პარტიებად და ამათაც გადაუხდის, მაინც ასმენენ, იფურთხებიან, ილანძღებიან…

თუ არადა, შეწყვიტონ ეს აღმაშფოტებელი, დესტრუქციული საქმიანობა, პოლიტიკური ავანტურა, დემაგოგია, ლიბერასტული პროპაგანდა ქვეყნის საზიანოდ.

ქართველმა ხალხმა უნდა გადაფაროს ეს მოწამლული სივრცე და თავად ჩადგეს მათ ადგილზე ქვეყნის ხელისუფლების, პარლამენტისა და სასამართლოს მრჩევლად. ხალხმა უნდა განდევნოს ეს მოყაყანე ჭილყვავთა გუნდები…

 

კობა არაბული

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here