Home რუბრიკები ისტორია ხალხთა ურთიერთობაში “ივერიის” მიერ გაბნეული “კეთილი ნერგი”

ხალხთა ურთიერთობაში “ივერიის” მიერ გაბნეული “კეთილი ნერგი”

1384
ალექსანდრე სარაჯიშვილი

დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე მონდომებით, მისთვის ჩვეული გულისყურით ადევნებდა თვალს კავკასიელი ხალხების ცხოვრებას გასული საუკუნის მეორე ნახევარში, მეტად დაინტერესებული იყო აფხაზეთით, აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთობით, მათი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. სწორადაა აღნიშნული ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში, რომ. ჭავჭავაძე უბრწყინვალესი ქართველი სოციოლოგია, რომელმაც საზოგადოებრივი კანონზომიერების ღრმა ჩაწვდომის შესანიშნავი ნიმუშები დაგვიტოვა”. მისი ინტერესი აფხაზეთისა და აფხაზებისადმი, ამ მოძმე ხალხის ყოფაცხოვრების, კულტურის, ადათწესების, სარწმუნოების, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციებისადმი გაიზარდა მას შემდეგ, რაც საკუთარი პერიოდული ორგანოივერიადააარსა (1877 .).

წერილი I

“ივერია” და მისი რედაქტორი ილია ჭავჭავაძე აღვივებდა ძმობასა და მეგობრობას, ურთიერთგაგებასა და პატივისცემას, ეროვნული თვითშეგნების აუცილებლობას ისტორიულად ნაწამებ ძმურ ხალხებს შორის, რომელთა გათიშვასა და განკერძოებას ბევრი გულმოდგინედ ცდილობდა. ხალხთა ურთიერთობაში “ივერიის” მიერ გაბნეულ “კეთილის ნერგს” ყოველთვის სასურველი შედეგი მოჰქონდა.

ასეთი ხასიათის პროპაგანდა, ხალხთა ძმობისა და მეგობრობის ქადაგება და ამ იდეის პრაქტიკული ხორცშესხმა დამახასიათებელი ნიშან-თვისება იყო “ივერიისათვის” და, პირველ რიგში, მისი რედაქტორისთვის.

“ივერია” სათავეში ედგა ყოველგვარ საქველმოქმედო საქმიანობას, ხედავდა რა მასში ეროვნული აღორძინების ერთ-ერთ საშუალებას.

ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებული გულისყურით ეკიდებოდა და ფხიზლად ადევნებდა თვალს ახალგაზრდა აფხაზი ინტელიგენციის საქმიანობას. იგი ყველა შესაძლებელ შემთხვევაში მკითხველს აწვდიდა ინფორმაციას მისი მოღვაწეობის შესახებ. “ივერიაში” ქვეყნდებოდა მდიდარი მასალა აფხაზი პედაგოგებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ.

იმ პერიოდის ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე იყო ოჩამჩირის ბლაღოჩინი დიმიტრი მარღანია, რომელსაც თავისი ერისა და ხალხთა ურთიერთობის სასიკეთოდ ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია. ქართველ მკითხველს მისი თავი, როგორც საზოგადო მოღვაწისა, პირველად “ივერიამ” გააცნო. გაზეთის კორესპონდენტი აფხაზეთიდან ნიკო ჯანაშია წერდა:

აქ (ოჩამჩირეში. _ ..) ახლა გადმოიყვანეს ბლაღოჩინად მამა დიმიტრი მარღანია. მამა დიმიტრი მარღანია წარმომადგენელია იმ ახალგაზრდა აფხაზთა ჯგუფისა, რომელნიც სულითა და გულით მოწადინებულნი არიან არ მოისპოს ძველებური კავშირი აფხაზთა და ქართველთა შორის”.

ეს იყო ახალგაზრდა აფხაზი მოღვაწის შრომის არა მარტო დაფასება, არამედ მისი ერთგვარი წახალისებაც, მის შესახებ ავტორიტეტული საზოგადოებრივი აზრის შექმნაც.

ილია ჭავჭავაძის დაუღალავი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა აფხაზეთის ცხოვრება, აფხაზი ხალხის ყოფა, მისი კულტურა და ისტორია, ქართულ-აფხაზური ურთიერთობა, ქვეყნის ეკონომიური და სოციალური განვითარება. ივერიასარაერთგზის აღუძრავს საკითხი იმის შესახებ, რომ სოხუმს, ისე როგორც რუსეთის ბევრ სხვა ქალაქს, მისცემოდა თვითმმართველობა. ეს კი ქალაქისა და საერთოდ აფხაზეთის განვითარების ახალი და შედარებით თავისუფალი გზა იქნებოდა, რომელიც შეზღუდავდა მეფის მთავრობის მსახურთა ძალმომრეობასა და აღვირახსნილობას. მაგალითად, “ივერია” ერთ-ერთ თავის ნომერში წერდა:

ასეთმა დაჟინებულმა მოთხოვნებმა სასურველი ნაყოფი გამოიღო და 1899 წლიდან ქალაქს თვითმმართველობის არჩევის უფლება მისცეს.

დიმიტრი მარღანია - აფხაზი სასულიერო მოღვაწე და პედაგოგი, ოჩამჩირელი დეკანოზი, აფხაზური ანბანის შემქმნელი (ლათინური ანბანის საფუძველზე), „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურად პირველი მთარგმნელი
დიმიტრი მარღანია – აფხაზი სასულიერო მოღვაწე და პედაგოგი, ოჩამჩირელი დეკანოზი, აფხაზური ანბანის შემქმნელი (ლათინური ანბანის საფუძველზე), „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურად პირველი მთარგმნელი

ი. ჭავჭავაძე აქაც საქმის კურსში იყო. იგი სოხუმელ მკვიდრთ აძლევდა სათანადო რჩევა-დარიგებას, ზოგჯერ კი მათ მიერ დასახელებული ქალაქისთვის კანდიდატურაზე საკუთარ აზრსა და შეხედულებასაც სთავაზობდა საჭიროებისამებრ. ასე მოხდა, მაგალითად, 1890-იანი წლების დასასრულს, როდესაც სოხუმის თვითმმართველობაში მეტად გამწვავდა მდგომარეობა და საჭირო შეიქნა ისეთი კანდიდატურის მოძებნა ქალაქის მოურავად, რომელიც იქნებოდა პატიოსანი, კეთილსინდისიერი, სამართლიანი, განათლებული, კულტურული, თანაბარი ძალით დაიცავდა ყველა მშრომელის, ყველა ხალხის უფლებას, მიუხედავად მათი ეროვნული და სოციალური წარმოშობისა და რელიგიისა. აი, აქ აუცილებელი გახდა ქართველი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლების _ ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, ალექსანდრე ხახანაშვილისა და ვასილ პეტრიაშვილის აზრის გათვალისწინება.

1899 წელს სოხუმში პირველად იქნა შემოღებული ქალაქის თვითმმართველობა. ქალაქის საბჭოს ხმოსნებმა, სადაც უმრავლესობა ქართველები და აფხაზები იყვნენ, გადაწყვიტეს, ქალაქის თავად აერჩიათ გამოცდილი და უმწიკვლო ადამიანი, ცნობილი ლიტერატორი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე ალექსანდრე სარაჯიშვილი. თ. სახოკია მას ასე ახასიათებდა: “კაცი დიდხანს ნამსახური სხვადასხვა სახელმწიფო პასუხსაგებ პოსტებზე. დამსახურებული ჰქონდა სრული ნდობა მთავრობის თვალში, ამასთან ცნობილი იყო, როგორც ქართველი თვალსაჩინო ლიტერატორი, საზღვარგარეთ განათლება მიღებული, ადამიანი უმწიკვლო პატიოსნებისა და თავის სამშობლოს კეთილდღეობის იდეით გამსჭვალული”.

ამ საკითხზე სოხუმელმა ქართველმა მოღვაწეებმა, ქალაქის საბჭოს ხმოსნებმა წერილები გაუგზავნეს ქართველი ხალხის საუკეთესო შვილებს და სთხოვეს რჩევადარიგება. ასე გაიბა მიმოწერა . ჭავჭავაძესთან, . ნიკოლაძესთან, . გოგებაშვილთან, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორ . პეტრიაშვილთან და მოსკოვის ინსტიტუტის პროფესორ ალ. ხახანაშვილთან.

“ვისაც შევატყობინეთ ჩვენი გაჭირვება, _ წერდა თედო სახოკია, _ ყველამ გამოგვიგზავნა პასუხი და გამოსთქვა თავისი დადებითი აზრი ალ. სარაჯიშვილის შესახებ”.

სოხუმელმა ქართველმა და აფხაზმა ხმოსნებმა ილია ჭავჭავაძისადმი წერილის მიწერა დაავალეს პედაგოგ ანთიმოზ ჯუღელს, რომელმაც ილიას ასეთი შინაარსის ბარათი გაუგზავნა:

“თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ცუდ პირობებშია ჩაყენებული ქ. სოხუმი და აქ მცხოვრები ქართველნი. დღეს ღმერთმა ინება და როგორც იყო თვითმმართველობის შემოღების ღირსი გავხდით. ხმოსნებათ უმეტესობა ჩვენები არიან, მაგრამ ესენი რის მაქნისი იქნებიან, თუ ქალაქის თავი ჩვენებური რიგიანი კაცი არ იქნა. ამის გულისათვის ჩვენ გვსურს თავად გვყავდეს კარგი როგორც ჭკუა-გონებით, ისე მოქმედებით მხნე და გამოცდილი კაცი. ამას აქ ბევრი საქმე ექნება. ბევრის თათბირის შემდეგ ჩვენ, აქაური ქართველობა, შევჩერდით ალექსანდრე სარაჯიშვილზე, რომელიც ამჟამად განჯის საგუბერნიო სამმართველოში მსახურობს და გადავწყვიტეთ დაგეკითხოთ თქვენც ამ კაცის შესახებ, რამდენად სასარგებლო იქნება იგი ჩვენთვის”.

ამ დოკუმენტს თარიღად უზის 1899 წლის 22 აპრილი.

ილია ჭავჭავაძემ ორ დღეში გასცა პასუხი. აი, ისიც:

“დიდად პატივცემულო ბატონო ანთიმოზ ივანისავ!

მადლობელი ვარ, რომ პატივი მომანიჭეთ და ჩემს აზრს ჰთხოულობთ შესახებ ალექსანდრე სარაჯიშვილისა. ჩემის ფიქრით, უკეთეს კაცს ვერ იშოვით სოხუმის მოურავად. კაცი დარბაისელია, ჭკვიანი, განვითარებული და ძალიან გამოცდილითუ ალექსანდრე სარაჯიშვილის არჩევანი მოხერხდა, მე წინადვე მომილოცნია სოხუმისათვის ცალკე და ქართველებისათვის საერთოდ, რომ ამისთანა კაცს ერთი ჩვენი უდიდესი საქმეთაგანი ებარება. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, სწორედ შესაფერის კაცისათვის მიგიგნიათ”.

სოხუმელებმა ასევე დადებითი პასუხი მიიღეს სხვებისაგანაც. ალ. სარაჯიშვილს ყველა ახასიათებდა, როგორც მეცნიერს, პატიოსანს, კეთილშობილს, საქმიანს და ინტერნაციონალისტ მოღვაწეს. მათ შორის იაკობ გოგებაშვილი იტყობინებოდა:

უკეთეს კანდიდატს ვერ იშოვით ვერც ქართველები და ვერც რუსები. კაცს უსწავლია საქართველოში, რუსეთში, ევროპაში. სწორედ რომ განათლებული ქართველია, გარდა ქართულისა და რუსულისა, ევროპული ენებიც იცის. ჩვენს ლიტერატურაში უღვაწნია და ეხლაც მოღვაწეობსამასთან, ძლიერ პატიოსანი და მშრომელი კაცია.

რუსები, როცა გაიცნობენ, მადლობას გეტყვიან ქართველებს, რომ ამისთანა კაცი მოგინახავთ. სისხლითაც ენათესავება რუსებს. დედა რუსი ჰყავს და ცოლადაც რუსის ქალი შეურთავს, რაც მას სრულიად არ უშლის ქართველი მამულიშვილი იყოს, თუმცა ლობიოს პატრიოტობას კი, რასაკვირველია, მოშორებულია”.

სოხუმის ქალაქისთავად ორი კანდიდატურა იქნა დასახელებული _ ალ. სარაჯიშვილი და ბერენსი. ფარული არჩევნების შედეგად პირველმა მიიღო 24 დადებითი და 8 უარყოფითი ხმა, ხოლო მეორემ _ 24 უარყოფითი და 8 დადებითი ხმა. მიუხედავად ამისა, ქუთაისის გუბერნატორმა არ დაამტკიცა კენჭის ყრის შედეგები. “თავისი გაიტანა უსამართლობამ და ტლანქმა ძალამ”, _ წერდა ამ უკანონობის შესახებ თედო სახოკია.

გუბერნატორმა, წინააღმდეგ ყოველივე წესდებულებისა, სოხუმის მოურავად დაამტკიცა ქალაქის საბჭოს მიერ გაშავებული ბერენსი.

მსგავსადვე მოუვიდა თედო სახოკიას. “ივერიაში” ვკითხულობთ:

“ჩვენ გვატყობინებენ, რომ სოხუმის ქალაქის საბჭოს მიერ გამგეობის წევრად არჩეული თ. სახოკია გუბერნატორს არ დაუმტკიცებია ამ თანამდებობაზე”.

მომზადდა

ოთარ ჭურღულიას

წიგნისნარკვევები ქართულაფხაზური კულტურულლიტერატურული ურთიერთობებიდანმიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here