Home რუბრიკები საზოგადოება ხათუნა საგინაშვილი: ვინც ამტკიცებს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, უსინდისოა!

ხათუნა საგინაშვილი: ვინც ამტკიცებს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, უსინდისოა!

330

ჩვენს ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ ბოლო პერიოდში ხშირად ვაწყდებით სტატიებსა და გადაცემებს სახელწოდებითკოვიდაფერა”. პანდემიის გამოცხადებიდან ორი წელიწადი გადის და კაცობრიობა ნელნელა ხვდება, რომ მართლაც უდიდეს აფერაში გაეხვა _ გამოჩნდა, რომ ვაქცინა არ შველის ვირუსს და აცრილიც და .. დაბუსტერებულიც ისეთივე გადამდებმატარებელგამტარებელია დაავადების, როგოც აუცრელი. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პრეპარატრემდესივირისკვლევის შედეგებმა, გაირკვა, რომ ეს წამალი ონკოლოგიურ გართულებებს იწვევსმსოფლიომ გამოიღვიძა, მაგრამ საქართველო კვლავ ინფორმაციისა და სტატისტიკის ტყვეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე ხვდება საქართველოს ხელისუფლების გარკვეული წრეებისა და ექიმების მერკანტილურ ინტერესებს ამ აფერაში. “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი:

_ დიდი ხანია, მორწმუნე საზოგადოება ელოდა კოვიდვირუსისა და პანდემიის მსგავს რაღაცას. ვიცოდით, უნდა დატრიალებულიყო მსგავსი რამ მსოფლიოში, რადგან წმინდა მამებს ეს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდათ.

ვირუსი, რომელიც თავს დაგვატყდა, არ არის ბუნებრივი წარმოშობის და ეს თავიდანვე ვიცოდით, მიუხედავად იმისა, რომ მალავდნენ. ვირუსის გავრცელება ხან ჩინელებს დააბრალეს, ხან _ ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში, ეს ორი ქვეყანა ერთმენთისკენ იშვერდა თითს, რამაც მოაზროვნე საზოგადოების უნდობლობა გამოიწვია. უმალვე მიხვდა ყველა, რომ საქმე ბიოლოგიურ ომთან გვქონდა. ძალიან მალე მეცნიერებსაც მოუწიათ იმის აღიარება, რომ ეს ვირუსი არ იყო ბუნებრივი წარმოშობის და ის ლაბორატორიაში ხელოვნურად იყო გამოყვანილშექმნილი. ფაქტია, რომ ჩვენ ეს აღიარებები მოვისმინეთ.

ვინც ეს ბიოლოგიური ვირუსი შექმნა, მას, ალბათ, რაღაც ჩანაფიქრი ჰქონდა და გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. მართალია, დოკუმენტი ხელთ არ მაქვს, პირდაპირ განვაცხადო, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც რიგითი, რელიგიაში ჩახედული ადამიანი, ვიტყვი: ვირუსი შეიქმნა იმისთვის, რომ შემდეგ მსოფლიოსთვის თავს მოეხვიათ ვაქცინაცია. ამ ყველაფერს დრო გამოაჩენს, ისტორია თავის სიტყვას იტყვის. ვაქცინა კონტროლის გარკვეული მექანიზმია. სოციალურ ქსელში იბლოკება ყველა მასალა, რომლებიც ვაქცინას ეხება და ხალხს სიმართლეს გააგებინებს, მაგრამ, ვისაც აზროვნების უნარი აქვს, ის ხვდება, რასთან გვაქვს საქმე. დაბლოკილი ინფორმაციები, მეცნიერთა აღიარებები, სახელმწიფოებს შორის დავა, ვინ გაავრცელა ვირუსი _ ამ ყველაფრის მიმართ უნდობლობას იწვევს და ეს ბუნებრივია.

_ სწორედ ასეთივე უნდობლობა აქვს ხალხს მათ მიმართ, ვისაც ევალება კოვიდვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. ისინი ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს აკეთებენ: ხან შველის ვაქცინა, ხან _ არა; ხან აუცილებელიამწვანე პასპორტი”, ხან _ არა; ხან ახალი ვირუსია, ხან _ მიმდინარე გრიპი და ..

_ ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების შეფასებები სხვა თემაა. ისინი თავის თავსაც კი ეწინააღმდეგებიან და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ასეა ყველგან: ხელისუფლებებიც დაბნეული არიან, ექიმებიც, ვირუსოლოგებიც, ინფექციონისტებიც და პანდემიის მმართველად აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

სულ ახალია პრეპარატ “რემდესივირის” ამბავი. გაჭყიპეს მსოფლიო ამ პრეპარატით, ყველა გაიძახოდა, _ უალტერნატივო წამალიაო, და ახლა ატეხილია დიდი სკანდალი, რომრემდესივირითურმე ონკოლოგიურ გართულებებს იწვევს. მსოფლიო მოწამლეს და ახლა პოსტ ფაქტუმ ამბობენ, თანაც საჯაროდ, რომ წამალი კი არა, მკვლელია. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შეიძლება, ადამიანს ექიმების ნდობა შერჩეს?!

იგივე შეიძლება ითქვას ვაქცინებზეც. არც ერთ ვაქცინას არ აქვს გავლილი შემოწმება, რადგან ფორსმაჟორში შემოიტანეს, მაშინ, როდესაც ვაქცინის გამოცდას რამდენიმე წელიწადი სჭირდება. ჩვენ ვსაუბრობთ კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ უცნობ ტექნოლოგიებზე. ვაქცინას გავლილი არ აქვს კვლევა მუტაციაზე, ასევე არ ვიცით, იწვევს თუ არა სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. როდესაც აღმოჩნდება, რომ “რემდესივირივით” უკუჩვენებები აქვს, საინტერესოა, ვინ იქნება ამ ვანდალიზმზე პასუხისმგებელი?! მსოფლიო ლიდერებზე რომ არ ვისაუბროთ, ჩვენი ქვეყნის “პატარ-პატარა მოხელეებმა” თავის დროზე, როგორც ჩანს, მოიპოვეს ინფორმაცია, რომ რაღაც რიგზე არ არის და, ალბათ, გახსოვთ, ვაქცინის შემოსვლისას პარლამენტში დადგენილება მიიღეს, რომ მწარმოებლის შეცდომებზე ხელისუფლება პასუხს არ აგებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი ძალიან მიძინებულია და მსგავს საკითხებს ყურადღებას არ აქცევს. ადამიანებმა არად ჩააგდეს ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფრის საქმის კურსში იყო და, უბრალოდ, პილატესავით ხელები დაიბანა.

მედიკოსი იქნება, მაღალჩინოსანი თუ მეცნიერი, თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს, გამოუცდელი ვაქცინა აქოს, დაბეჯითებით არ უნდა ამბობდეს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, რადგან ეს ასე არ არის და ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება. ვინც ამტკიცებს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, უსინდისოა.

გამოვიდნენ ახლა “მუშკეტერები” და თქვან, რა იყო “რემდესივირი” და რატომ აქებდნენ, მერე კი პასუხი აგონ. ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ტიკარაძე გადადგომის შემდეგ ალაპარაკდა, რომ პაციენტების სიკვდილი კლინიკების ბრალი იყო, “მუშკეტერებიც” გადადგომის შემდეგ დაიწყებენ, ალბათ, ამ თემებზე საუბარს და დანაშაულის ერთმანეთისთვის გადაბრალებას.

“მწანე პასპორტი”, რომელზეც ახლა მთელი ამბებია ატეხილი, თავიდანვე აბსურდი იყო.

ჩვენი ექიმების, და არა მხოლოდ ჩვენი, ყველა ნაბიჯი რომ გავაანალიზოთ, დავინახავთ, რომ ალოგიკურია. თავდაპირველად ამბობდნენ, ვაქცინა შველისო, შემდეგ თქვეს, მაინც დაგემართებათ, მეორედ აიცერითო, შემდეგ _ ბუსტერი გაიკეთეთო, მაგრამ მაინც დაგემართებათ, სხვას მაინც გადაედებაო. მთელი ბოლო წლები ტყუილში გვაცხოვრეს.

რამდენიმე ხნის წინათ წამლების ევროპულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ოთხი და მეტჯერადი აცრა შეიძლება მავნებელი იყოს ადამიანის იმუნური სისტემისთვის. ხვდებით, რა ხდება?! ღმერთისგან მონიჭებულ იმუნურ სისტემას, ბუნებრივ დამცავ მექანიზმს, რომელსაც ვერანაირი წამალი ვერ შველის, ხელოვნურად ანადგურებენ და მსოფლიო “ჩინოვნიკები” ამისთვის პასუხს არ აგებენ, პასუხს არ აგებენ პატარა საქართველოში ჩვენი ექიმებიც.

_ მსოფლიო ნელნელა წყნარდება, მეტ გონიერებას იჩენს, მაგრამ არაფერი იცვლება ჩვენთან. ისევ პანიკა და შიშია, ისევ ათიათასობით ინფიცირებული, ისევ გვზაფრავენ ტელეეთერებიდან. არაფერი იცვლება ჩვენი ექიმების რიტორიკაშიც

_ ჩვენი ე.წ. ექიმები ამ რიტორიკაში დიდძალ ფულს იღებენ, ფულს იღებენ პროპაგანდასა და შიშის დათესვაში ტელევიზიებიც. ამ ყველაფრის შემყურე, მორწმუნე ადამიანი სტალინს ვნატრობ, მის რეპრესიებსა და დახვრეტებს… გვჭირდება ადამიანი, რომელიც პასუხს აგებინებს ყველა დამნაშავეს. საქართველოში ტრადიციად იქცა, ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს, თანაც ყველა სფეროში. ეს იციან და ამიტომაც აკეთებენ იმას, რაც გაუხარდებათ.

რამდენიმე დღის წინათ ერთმა ახლობელმა ექიმმა გვითხრა, ინფიცირების მაჩვენებლები ხელოვნურადაა გაზრდილი, რადგან, რაც მეტია ინფიცირება, მით მეტი ფული, გრანტი შემოდისო. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა ხომ მეტი ფულის მოზიდვაზეა აგებული. დირექტივები სრულდება იმისთვის, რომ ფული მიიღონ.

ცოტა შეუძლოდ ვგრძნობდი თავს და სწრაფი ტესტის გასაკეთებლად წავედი, მიუხედავად იმისა, რომ ტესტებიც ფეიკია. მივედიევექსისკლინიკაში და მითხრეს, რომ ტესტების ლიმიტი ამოწურულია. აღმოჩნდა, რომ კლინიკებს ლიმიტი ჰქონიათ, დღეში მხოლოდ 200 ტესტს აკეთებენ. საინტერესოა, როგორ ითვლიან ყოველდღიურად 25 ათასამდე ინფიცირებულს?! აქედან აშკარად ჩანს, რომ ხელოვნურადაა გაზრდილი ინფიცირებულთა სტატისტიკა.

ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორც გვზაფრავენ ექიმებიც და ხელისუფლებაც მიბმულია უცხოეთიდან შემოსულ თანხებზე. ვერ ვიტყვი, რომ ე.წ. ექიმები და ხელისუფლება ცალ-ცალკე მოქმედებენ, რადგან ყველა გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე განიხილება და მიიღება.

ამას წინათ ძალიან კარგი გადაცემა იყო, აჩვენეს, რომელმა ექიმმა რა თანხა იშოვა და რა ქონება დააგროვა ამ პანდემიის დროს. კარგი იქნება, თუ მსგავსი ინფორმაციები გავრცელდება. როგორც ცნობილია, “მუშკეტერებმა” საკმაოდ სერიოზული ქონება დააგროვეს ამ ხნის განმავლობაში.

დავუბრუნდები ისევ “მწვანე პასპორტების” თემას. ეს ისეთივე უინტელექტო გადაწყვეტილება იყო, როგორც ავტომანქანაში ქმრის გვერდით ცოლის დაჯდომის აკრძალვა. ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებენ უინტელექტო ადამიანები, რომლებსაც ჭკუა არ მოეკითხებათ. საქართველოში ძალიან ბევრ რამეს დილეტანტიზმისა და არაპროფესიონალიზმის ბეჭედი ადევს, ამ ყველაფრის უკან რომ ძალიან დიდი ფული დგას, საიდუმლო არავისთვისაა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here