Home რუბრიკები საზოგადოება ხათუნა საგინაშვილი: აშკარაა ლიბერალური უმცირესობის დიქტატის დამყარების მცდელობა საქართველოს აბორიგენ მოსახლეობაზე

ხათუნა საგინაშვილი: აშკარაა ლიბერალური უმცირესობის დიქტატის დამყარების მცდელობა საქართველოს აბორიგენ მოსახლეობაზე

“ძალადობა იწყება იქ, სადაც ჩემი პირადი უფლებები ირღვევა და რასაც მედია აბორიგენი მოსახლეობის მიმართ სჩადის!”

343

5 ივლისს თბილისის ცენტრში .. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარების წინააღმდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი გამოვიდა, რასაც წინასწარ აცხადებდნენ კიდეც და რის გამოც ქვეყნის პრემიერმა .. პრაიდის ორგანიზატორებს მოუწოდა, დაგეგმილი ღონისძიება გაეუქმებინათ. პრაიდი არ ჩატარდა, თუმცა ხალხის შეხლაშემოხლა მაინც მოხდა, პროტესტანტების სამიზნე ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. ამან დიდი გაღიზიანება გამოიწვია ლიბერალთა სამყაროში, ეს გაღიზიანება კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ სრულიად მოულოდნელადტვ პირველისოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, გარდაიცვალა.

“ისეთ ვითარებაში, როდესაც ხდება ძალადობა საქართველოს მოქალაქეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ველოდით, რომ პრემიერმინისტრი სიტუაციის დარეგულირებაში წამყვან როლს ითამაშებდა. შესაბამისად, იმედგაცრუებულნი ვიყავით, როდესაც იმ დღეების განმავლობაში ვერ ვნახეთ ლიდერის მეტი გადამწყვეტი მოქმედება”, _ განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა. ანალოგიური შინაარსის განცხადებები გააკეთეს ევროპელმა ე.წ. პარტნიორებმაც. ამის მიუხედავად, “ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: 3.9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარება ერთ-ერთი ნაწილია იმ მთლიანი პაკეტის, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის არის გამოყოფილი”, _ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აღნიშნული დახმარების პაკეტის შესახებ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვაჰრეიმ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი გვესაუბრება.

_ ყველა გონიერ ადამიანს შეუძლია გააანალიზოს, რა მოცემულობა გვაქვს: ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის ეპოქაში, როცა ხდება ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების ნიველირება და ყურით მოთრეული ფსევდოღირებულებების დამკვიდრება. ეს ერების აღრევა და ერთი კონგლომერატის შექმნაა, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკის მეტრებმა ახალი მსოფლიო წესრიგი უწოდეს. ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიოში, მიმართულია ეროვნული, რელიგიური, სარწმუნოებრივი, ჭეშმარიტი, ყავლგაუსვლელი ღირებულებების წინააღმდეგ, მის გაუფასურებას ცდილობენ, ამიტომ უტევენ ეკლესიას, რომელიც არის ბასტიონი.

ეკლესია ქადაგებს, რომ მართლმადიდებლურ ქვეყნებში დაუშვებელია ცოდვის პოპულარიზაცია, მაგრამ ახალ მსოფლიო წესრიგს ახლავს გაფეტიშება ფსევდოღირებულებებისა, როგორიცაა ვითომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ჩვენ ზუსტად ამ ფაქტის წინაშე დავდექით რამდენიმე დღის წინათ. 5 ივლისს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში ორი განსხვავებული აზრისა და მენტალიტეტის მქონე ადამიანები შეეჯახნენ ერთმანეთს.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ტრადიციული და ეროვნული ღირსებების მქონეა. ამ ქვეყანაში, ასევე, არიან “ახალი” ქართველები, რომლებიც, ძირითადად, უცხოეთიდან არიან დაფინანსებულნი, მოღალატე ე.წ. ოპოზიცია და, საერთოდ, პოლიტიკოსები. პოლიტიკოსებს შორის განსხვავება სიმბოლურია _ ოპოზიციაც და პოზიციაც ამოზრდილები არიან ლიბერასტებისგან, ასევე, ამ კასტას მიეკუთვნებიან არასამთავრობოები და მედია, რომლებიც ქმნიან ამინდს და ეს ყველაფერი დისონანსშია აბორიგენ მოსახლეობასთან.

ზემოჩამოთვლილ კასტის წარმომადგენლებს მხოლოდ ის აერთიანებს, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათ იდეოლოგია და ფასეულობები არ გააჩნიათ, მაგრამ ხელთ აქვთ ბერკეტები, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას უპირისპირდებიან.

გვიჩიჩინებენ, რომ დემოკრატია არის უმცირესობების დაცვა, მათია ძალაუფლება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა, ფული. ე.წ. უმცირესობას აქვს “ამქვეყნიური კეთილდღეობა” და ცდილობენ თავისი დიქტატის დამყარებას, საკმაოდ წარმატებულადაც. თავს გვახვევენ ნებას, რომელიც, შესაძლოა, არც იყოს მათი ნება შინაგანად, მაგრამ ფულის ამბავია, ეს იუდას საქციელის განმეორებაა… აშკარაა ლიბერალური უმცირესობის დიქტატის დამყარების მცდელობა საქართველოს აბორიგენ მოსახლეობაზე.

“ტვ-პირველის” ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ლიბერასტული ტელევიზიის მოჰიკანი, თავის ეთერში საუბრობდა იმაზე, რომ, თურმე, ამ ქვეყანაში ჩაგრავენ სოდომური ცოდვის მიმდევარ ადამიანებს, თუმცა ის სოდომურს არ უწოდებს ამ ცოდვას. საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა. როდესაც გერმანიაში ლეგალურ დასაქმებაზე დაიწყო საუბარი, ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდმა ნაწილმა წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მოატყუეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს ძირძველი მოსახლეობა, მათ შორის, ახალგაზრდები, გარბიან ამ ქვეყნიდან და ასეთ ვითარებაში სირცხვილია ინგა გრიგოლიას წუხილი ლგბტ ადამიანების ბედზე. თვით გრიგოლიას ტელევიზიაში არც ერთი კონსერვატორი ჟურნალისტი არ არის.

რამდენიმე ხნის წინათ საცდელად სწორედ მათ ტელევიზიაში შევიტანე პროექტი, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემნაირი მენტალობის ადამიანს გადაცემას არ გააკეთებინებდნენ და შესაბამისი პასუხიც მივიღე ტელევიზიის დამფუძნებლისგან _ “ჩვენ ახალ პროექტებს ვერ ვაფინანსებთ”. არადა, 5 წელიწადში ტელევიზია “აღორძინდა”. დოკუმენტები არსებობს, რომ სოროსი აფინანსებს.

ჩვენს ქვეყანაში შეზღუდულია წესიერი, საღად მოაზროვნე, აბორიგენი მოსახეობის უფლებები და, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებზე, მაგრამ მავანნი ცდილობენ წააქეზონ პედერასტის აზრი და ქცევა.

_ 5 ივლისს მოხდა შეხლაშემოხლა და ყველაზე მეტად დაზარალდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. “ტვ პირველისოპერატორი გარდაიცვალა 11 ივლისსერთმა საკმაოდ ცნობილმა ჟურნალისტმა თქვა: “დასასჯელები არიან იმ ტელევიზიების რედაქტორები და ხელმძღვანელები, რომელთა ჟურნალისტებიც და ოპერატორებიც აქციაზე ცემეს”… ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე? დღეს ეს მთავარი თემაა

_ ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მძიმე შედეგი დგება. აუცილებლად გამოსაკვლევია, ვინ ძალადობდა ჟურნალისტებზე. მრევლთან ერთად სასულიერო პირები იდგნენ აქციაზე, ამიტომ ძალადობა იქ არ უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, იქ იყვნენ პროვოკატორები, რომლებმაც ეს ცემატყეპა გააჩაღეს. სამწუხაროა ისიც, რომ ჟურნალისტები გაწვრთნილები არიან იმ მიმართულებით, როგორ გააშუქონ პროცესები, რათა მაყურებელს უარყოფითი ემოცია გადასცენ და უარყოფითი განცდები შეუქმნან. პროცესების გაშუქების მათეული მანერა აღიზიანებს ხალხს. ამაზე ისინი არ ფიქრობენძალადობა იწყება იქ, სადაც ჩემი პირადი უფლებები ირღვევა, რასაც მედია აბორიგენი მოსახლეობის მიმართ ჩადის.

არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ შესაძლოა, 5 ივლისს მომხდარი კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ინგა გრიგოლიას ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც გუბაზ სანიკიძე ამბობს: მე წინასწარ ვიცოდი, რომ შტურმი უნდა მიეტანათ მასმედიასა და ჟურნალისტთა კორპუსზეო…

თინეიჯერი პროკურორებით, მოსამართლეებით, გამომძიებლებით რომ დააკომპლექტეს ძალოვანი სტრუქტურა, სწორედ ამ თინეიჯერებს იმ საღამოს, როდესაც გუბაზ სანიკიძემ ფაქტობრივი ჩვენება მისცა ტელეეთერში, უნდა დაეკითხათ ის, მაგრამ არ დაუკითხავთ.

ყველამ იცოდა, რომ 5 ივლისს ეკლესია პარაკლისს გეგმავდა მრევლთან ერთად და პარალელურად იგეგმებოდა კონტრაქციაც, ამიტომ ვიღაცების ცხელ თავებში მოიხარშა, დაგეგმილიყო პროვოკაციები და მომხდარიყო ეკლესიის დისკრედიტაცია.

თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართავ პროკურატურას: თუ აქამდე აქლემის ყურში გეძინათ, სასწრაფოდ დაიბარეთ გუბაზ სანიკიძე და ათქმევინეთ, საიდან იცოდა, რომ იგეგმებოდა ჟურნალისტებსა და მედიაზე ძალადობა. გუბაზ სანიკიძეს არ უთქვამს ეს შემთხვევით, მას ამის თქმის საფუძველი ჰქონდა.

ძალადობა დასაგმობია, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს და დასაგმობია ასევე მედიისგან მომდინარე ძალადობაც. მედია ცდილობს, ადამიანებს ტვინები გამოურეცხოს, ჩვენ მიკერძოებული, გაყიდული მედია გვყავს, ჯობია, მათ საკუთარი თვალში ამოივსონ დირე და მერე ეძებონ სხვის თვალში ბეწვი.

5 ივლისს რაც მოხდა, იმ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება მედიასაც, საზოგადოების უკიდეგანო აგრესია მათი მუშაობის პრინციპის გამოა, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ძალადობა ჩემთვის მიუღებელია.

ძალიან ვნერვიულობ _ ხომ არ მოკლეს ლაშქარავა პროტესტისთვის საბაბის შესაქმნელად? თუმცა ჯერ, ალბათ, უპრიანი იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და უმანდატოდ დარჩენილი გიგი უგულავასავით არ ვისაუბროთ. ის და მისი გუნდის წევრები აშკარად ცდილობენ, ივაჭრონ ამ ტრაგედიით, მღვრიე წყალში თევზის დაჭერა სურთ და ითხოვენ მთავრობის გადადგომას.

_ საქართველოს მთავრობა, ერთი შეხედვით, თითქოს ეწინააღმდეგება ევროპულ და ამერიკულ რეკომენდაციებს. მთავრობას უთხრეს, ჩაატარეთ ელგბტქ+ აღლუმი, მაგრამ არ ჩაატარეს; უთხრეს, არ დანიშნოთ მოსამართლეებიო, მაინც ნიშნავენ. გაბრაზებულია ევროპაც და ამერიკის ელჩიც, მაგრამ 3,9 მილიარდი ევროთი მაინც გვეხმარებიან. ამით ჩვენი ხელისუფლების და მასთან ერთად ქვეყნის მოსახლეობის, ასე ვთქვათ, მოსყიდვა სურთ?

_ თუკი 3.9 მილიარდი მართლა მოგვცეს, ჩვენ კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ!

საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციული კანონი დასავლეთის ზემოქმედებით მიიღო. ამ კანონის მიღების საპირწონედ ჩვენებს ევროკავშირში გაწევრება დაუყენესროდესაც ამხელა ტრანშზეა საუბარი, მას აუცილებლად მოჰყვება მისი მასშტაბის პირობები.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ფულს, რომელიც გრანტის, ტრანშის თუ სესხის სახით მოდის, ინსტრუქციები მოჰყვება და ამ ინსტრუქციებში არ არის საუბარი სოფლის მეურნების აღორძინებაზე, ფაბრიკა-ქარხნების აშენებაზე, ინდუსტრიის განვითარებაზე… ჩვენ გვევალება ფასადის შეღებვა, შადრევნის გაკეთება, ასფალტის დაგება… უცხოეთიდან შემოსული ფული დივერსიაა, ამ ფულით დამოკიდებულნი, დამორჩილებულნი უნდა ვიყოთ, რადგან ასე უფრო მარტივი იქნება ჩვენით მანიპულირება. საქართველოს განვითარების გზებს ჩვენ არ ვსაზღვრავთ, ვერ გავხდით და ვერც გავხდებით დამოუკიდებელი ქვეყანა. საქართველოს თავისით არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია. როგორც პილატე, ისე სხედან საქართველოში ელჩები, გვიქნევენ თითს და მერე შედეგებზე ხელებს იბანენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here