Home სხვადასხვა დაიჯესტი ჭკუით აფრიკელებიც გვჯობნიან

ჭკუით აფრიკელებიც გვჯობნიან

“მხოლოდ რუსებმა ჩაატარეს აფრიკაში დეკოლონიზაცია და ეს ახსოვს აფრიკას; ისევე, როგორც ახსოვს ევროპელთა მხეცობები”

12 მარტს პარიზის სადისკუსიო კლუბ Cercle des Nouveaux Mondesში მოეწყო საღამო ბენინის ყოფილ პრემიერმინისტრ ლიონელ ზინსუს პატივსაცემად, რომელიც ასევე გახლავთ საფრანგეთის პოლიტიკური მეცნიერების სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსისტი.

საღამოს წამყვანი მიესალმა სტუმრებს და მოდური ტენდენციის გათვალისწინებით მხარდაჭერა გამოხატა “საწყალი უკრაინელი ხალხის” მიმართ. შემდეგ მან წარადგინა საპატიო სტუმარი, რომლის გამოც ეს საღამო მოეწყო.

ლიონელ ზინსუმაც ახსენა უკრაინის კრიზისი:

“ამჟამად ჩვენ მხოლოდ ამ კრიზისის შესახებ გვესმის, ანტირუსული სანქციები, ბუნებრივი აირი… გესმით კი, რას ნიშნავს ეს კრიზისი აფრიკისთვის? ჩვენ რუსეთი გვაწვდის მარცვლეულსა და სიმინდს. მთელი ლოჯისტიკა გადის შავ ზღვაზე და აფრიკული სამყარო თავზარდაცემული გაირინდა მომხდარი საშინელების გამო, თავზარდაცემული აშშ-ისა და ევროკავშირის მოქმედებით. თქვენ ვერ იყიდით აფრიკელებს დემოკრატიის შესახებ ზღაპრებით. ეს მხოლოდ თქვენი ზღაპრებია საშინაო მოხმარებისთვის. აფრიკული ელიტის უმრავლესობა საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა _ ექთნები, ინჟინრები, მფრინავები, მასწავლებლები, მეცნიერები. მხოლოდ რუსებმა ჩაატარეს აფრიკაში დეკოლონიზაცია. და ეს ახსოვს აფრიკას, ისევე, როგორც ახსოვს ევროპელთა მხეცობები.

თუ შენიშნეთ, აფრიკის ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობდა რუსეთს. ისინი მხარს არასოდეს დაუჭერენ რუსეთის საწინააღმდეგო არანაირ რეზოლუციას. ეს თითქოს კანში აქვს ჩაკერებული ნებისმიერ აფრიკელს: რუსეთს მოაქვს სიკეთე, რასაც უნდა ფიქრობდეთ ამის შესახებ, ეს კონსტანტაა.

ლიონელ ზინსუ

მთელი აფრიკა თვალყურს ადევნებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის. ის, რისი გაკეთებაც ევროპელებმა ვერ შეძლეს ათწლეულების განმავლობაში, რუსებმა ერთ წელიწადში გააკეთეს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბანდფორმირებები დათარეშობდნენ, ახლა იქ ნამდვილი სახელმწიფოა.

ვიცი, რომ დარბაზში არიან დიპლომატები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოგმართავთ თქვენ, ფრანგული დიპლომატიის წარმომადგენლებს: ეძებეთ თქვენი პრობლემების მოგვარების გზები, რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ, რომ, თუ ერთი თვის შემდეგ უკრაინაში კონფლიქტი არ დასრულდება, იფეთქებს აფრიკა. ეს თქვენთვის არის მთავარი პრობლემა ენერგეტიკა. ცუდ შემთხვევაში გექნებათ ნაკლები სითბო და მანქანები. ჩვენთან კი, აფრიკაში, დადგება შიმშილის პრობლემა! შეისმინეთ ჩემი ნათქვამი, აფრიკაში დაწყებული კრიზისი ევროპის ნგრევას გამოიწვევს. გამოფხიზლდით, ეძებეთ დიპლომატიური გზები და არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთს მხარს უჭერენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი, აფრიკაც მხარს უჭერს რუსეთს.

მე არ მსურს, ვილაპარაკო დემოკრატიაზე და თქვენ ჩემში ვერ გამოიწვევთ თანაგრძნობას უბედურ უკრაინაზე ლაპარაკითა და ადამიანურობისკენ მოწოდებებით. თქვენი დემოკრატია _ ეს თქვენი საქმეა. არ არის საჭირო, თავს მოგვახვიოთ თქვენი წარმოდგენები იმის შესახებ, როგორ ვიცხოვროთ ჩვენ _ აფრიკელებმა.

კიდევ ერთხელ _ ეძებეთ კომპრომისები, დაე, იმუშაოს დიპლომატიამ, დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს!

ჩვენ გვაქვს 30 დღე! ოცდაათი! მეტი არა!”

დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ ლიონელ ზინსუ ხანგრძლივი მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

საფრანგეთის დედაქალაქის ყველაზე მდიდარ ქუჩაზე მდებარე ფოშის სალონში შეკრებილმა ადამიანებმა იციან ფულის ყადრი. სახელმწიფო მოხელეებისგან განსხვავებით, მათ ესმით, რომ საფრანგეთისთვის აფრიკა სტრატეგიულ ჭრილში უფრო მეტი ღირს, ვიდრე უკრაინა რუსეთისთვის.

აფრიკა _ ეს არის საფრანგეთის საწყობი, სიმდიდრე, მისი ანგარიში შვეიცარიის ბანკში. ეს არის ფრანგული მრეწველობის სისხლი.

სიდნეი კაბესა, როტშილდების ბანკების ჯგუფის მთავარი კონსულტანტი, ვარაუდობს, რომ ყველაფერს საღი თვალით უნდა შევხედოთ: “ფრანგული კომპანიები გამოდიან რუსეთიდან, კარგავენ იქ დაგროვილ კავშირებს, კაპიტალს, რეპუტაციას და, ამასთანავე, რისკავენ, რომ შეიძლება დაკარგონ აფრიკა, იმიტომ, რომ ამჟამად საფრანგეთი ეჯახება სასტიკ კრიზისს საჰელში. პროფრანგულად განწყობილი იბრაჰიმ ბუბაქარ კეიტასა და როშა მარკ კრისტიან კაბორეს დამხობამ ფრანგული პოლიტიკა საჰელში უუნაროდ აქცია. პოლიტიკური კრიზისი ჩადში, სუდანში, გვინეაში, მალიდან საფრანგეთის გაძევება, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დაკარგვა _ ეს ყველაფერი ფეხქვეშ ნიადაგს აცლის საფრანგეთს და ართულებს მის ყოფნას აფრიკის კონტინენტზე. იმის შანსები, რომ ფრანგული ბიზნესი გადაიტანს ერთდროულად ორი ბაზრის _ რუსულისა და აფრიკულის _ დაკარგვას, ძალიან მცირეა. ჩვენ ძლივს მოვეგეთ გონს ირანიდან გამოსვლის შემდეგ, როცა აშშმა აიძულა საფრანგეთი, გაეყინა თავისი ინვესტიციები ირანში”.

საუბარში ჩაერთო კრისტინი _ ბანკირი, კასაბლანკასა და რაბათში ბანკების დამფუძნებელი: “აფრიკაში მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, რომ რუსეთი ბრუნდება. იქ რუსებს ელოდებიან”.

კრისტინის ნათქვამს ადასტურებს საფრანგეთში კენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი სონია დელალი: “ეს სანქციები ურტყამს ფრაგული ბიზნესის მრავალსაუკუნოვან რეპუტაციას. ადამიანებს ეშინიათ, ისინი ჩვენ გვიყურებენ, როგორც შეშლილებს, ჩვენთან სახიფათოა გარიგების დადება, სახიფათოა ფულის შენახვა, პროექტების დაგეგმვა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ რუსებთან სამუშაოდ”, _ განაცხადა სონიამ.

მასმედიის არნახული მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილებისადმი ფრანგებს ახსენებს კონგოს ხოცვა-ჟლეტას, ლიბიის დაბომბვას, ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული პრეზიდენტის სასტიკ მკვლელობას.

უფლებადამცველი ლუკ მიშელი: ევროპელები გაჰყვირიან, რომ აპირებენ საქმის აღძვრას რუსეთისდანაშაულებზეუკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქამდე არ დაუწყია ლიბიასა და სირიაში მომხდარი ხოცვაჟლეტისა და აფრიკის ნედლეულის ძარცვის გამოძიება. გვეუბნებიან, რომ ევროპამ აღმოფხვრა რასიზმი, მაგრამ დღეს ვხედავთ, როგორ ყვავის ის ყველგან, ყველა მოედანზე. უკრაინელებს ფართოდ უღებენ კარს, პარიზის მერი იდალგო უკრაინელ ბავშვებს სკოლის გახსნას ჰპირდება, აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი ლტოლვილები კი დღემდე ცხოვრობენ კალეში მოწყობილ კარვების ქალაქში.

7 წელია, ომი მიმდინარეობს იემენში, უკვე 340 ათასი ადამიანია დაზარალებული და არც ერთი მანიფესტაცია არ გამართულა იემენის მხარდასაჭერად. რით არიან იემენელები უკრაინელებზე ნაკლები? კანის ფერით? ფრანგები თავს იკატუნებენ, რომ ტოლერანტულები არიან, მაგრამ ისინი იყვნენ და არიან რასისტები?”

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here