Home ახალი ამბები “ჭანტურიას ისეთი ადამიანები ადებენ ხელს, თითქოს ის იყოს სავარაუდო მკვლელი, თუმცა ადვილი...

“ჭანტურიას ისეთი ადამიანები ადებენ ხელს, თითქოს ის იყოს სავარაუდო მკვლელი, თუმცა ადვილი შესაძლებელია, ლეგიტიმური ეჭვები არსებობდეს”

სოსო (სამსონ) ქუთათელაძე, ეროვნული გვარდიის სარდალი 2004–08 წლებში, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორი 15 იანვარს ქალაქ რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ექვსი გასროლით მაყუჩიანი იარაღით საკუთარ სამუშაო კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიებამ რამდენიმე პირი დაკითხა. ძირითადი ეჭვები კი გამოძიებას მის პარტნიორთან გიორგი ჭანტურიასთან აქვს, რომელმაც ქუთათელაძე უკანასკნელად ნახა.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ “სტამბოლის ბაზრობის” წილები, რომელიც, სავარაუდოდ, ქუთათელაძის მკვლელობის მიზეზი გახდა, გიორგი ჭანტურიას 2010 წელს დაათმობინეს ისე, რომ ამ საქმეზე მაშინ ჭანტურიების ოჯახის ორი წევრიც კი იყო დაკავებული.

– ბატონო ალექსანდრე, გიორგი ჭანტურია დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. რის საფუძველზე დაკითხეს ჭანტურია და მისი ოჯახის წევრები?

– როდესაც საქმის მასალებს გავეცანი, აღმოჩნდა, რომ ჭანტურიას მიმართ არავითარი ეჭვი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ისეთია დამიანები ადებენ ხელს მას, თითქოს ის იყოს სავარაუდო მკვლელი, რომელთა მიმართაც, ადვილი შესაძლებელია, ლეგიტიმური ეჭვები არსებობდეს. ყველა სხვა ვერსიას გამორიცხავენ და გამოძიებას მოუწოდებენ, რომ გიორგი ჭანტურიას მიმართულებით იმუშაოს გამოძიებამ.

– რატომ?

– მიზეზები ბევრია. ახლახან ბაზრობის კიდევ ერთი მეწილე გამოვიდა და თქვა, რომ,ნამდვილად გიორგი ჭანტურია იყოს ეჭვმიტანილი. რაც, ფაქტობრივად, მას, ამ მეწილეს, უხსნის გზას იქეთკენ, რომ თვითონ და ქ. რუსთავის მერია გახდეს ბაზრობის ძირითადი წილის მფლობელი. როდესაც ჭანტურიას 2010 წელს დაათმობინეს ბაზრობის წილი, რომელიც შემდეგ აუქციონზე იქნა გატანილი და გასხვისებული, ეს ნაწილი ებრაელებმა შეისყიდეს, პროცესებს იქ დავით კირკიტაძე აკონტროლებდა და დღემდე ასეა. მოგეხსენებათ, ახლახან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქ. რუსთავის ახალმა მერმა ბაზრობის წილი 15% მერიის ბალანსზე ჩაიბარა და ამ წილის მფლობელად თავისი ოჯახის წევრი, ნათესავი, არსებული ქონების დაცვის იურისტად დანიშნა.

როგორც კი ირაკლი ტაბაღუა რუსთავის მერი გახდა, მაშინვე გაათავისუფლა გიორგი ჭანტურია და მისი მამა სამსახურიდან და თავისი იურისტი მიავლინა “სტამბოლის ბაზრის” იურისტად. საინტერესო ის არის, რომ, როგორც კი სოსო ქუთათელაძე მოკლეს და ეს ამბავი დაცვის წევრმა გაახმაურა, დაახლოებით, ნახევარ საათში შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი მივიდა. როდესაც არავითარი სამსახურებრივი ვალდებულება არ ჰქონდა, არ იყო არც შესაბა- მისი სამსახურის წარმომადგენელი, არის ქალაქის მერი, რატომ მივიდა მაშინვე მკვლელობის ადგილას? ასეთი სხვა ფაქტი მე არ მახსენდება.

– რატომ არ უნდა მისულიყო ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა შემთხვევის ადგილას?

– მაინტერესებს, რატომ არ არის დაკითხული აქამდე ირაკლი ტაბაღუა? ეს კითხვა მიჩნდება მე, მაგრამ გამოძიება ამ ვერსიაზე არ მუშაობს.
მე მაქვს საკუთარი მოსაზრებები და ვკითხულობ: რატომ მოიშორეს საქმიდან ჭანტურია, რომელსაც ახლა სურთ ხელი შეაწმინდონ, ქუთათელაძე კი მოკლეს? ვინ იყო და არის ამის ინიციატორი? მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს – დაკითხონ ირაკლი ტაბაღუა და ჰკითხონ: რატომ დანიშნა თავისი ნათესავი ე.წ. “სტამბოლის ბაზრის”  იურისტად, რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ჭანტურიები და რატომ მივიდა მკვლელობის ადგილზე შემთხვევიდან ნახევარი საათის შემდეგ.

მე, როგორც ამ საქმეში ჩახედულ ადამიანს, მიჩნდება ეჭვები და ვფიქრობ, რომ ქალაქის მერი  ირაკლი ტაბაღუა კორუფციულ გარიგებაში იყო ბაზრობის ხელმძღვანელობასთან და იღებდა აქედან თანხებს. ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დეტალი იცის ტაბაღუამ ამ საქმესთან დაკავშირებით.

– ანუ, თქვენ ეჭვი ირაკლი ტაბაღუაზე გაქვთ, რომ ის, შესაძლოა, რაიმე ფორმით სოსო ქუთათელაძის მკვლელობასთან იყოს დაკავშირებული?

– დაკითხონ და გასცეს პასუხი ირაკლი ტაბაღუამ, რატომ დანიშნა თავისი ნათესავი, რომელსაც”ჭაბუკათი” მოიხსენიებენ, მერიის 15%-იანი წილის საკონტროლოდ “სტამბოლის ბაზრობაზე”, თუკი ის ბაზრობის შემოსავლებით არ იყო დაინტერესებული?

მე მივიჩნევ, რომ აუცილებელია ირაკლი ტაბაღუა დაიკითხოს. მოგეხსენებათ, ირაკლი ტაბაღუა წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობდა და შესანიშნავად იცოდა რუსთავის ბაზრობის
შემოსავლების დეტალები.


განმარტებისთვის ქ. რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თამარ აქუბარდიას დავუკავშირდით.

თამარ აქუბარდია:

– ახლა მე აგიხსნით, რატომ აღმოჩნდა ეს ბაზარი საერთოდ ხსენებული რუს- თავის მერიასთან.2011 წელს ნაციონალების დროს ბაზრის მეწილეებს წილები დაათმობინეს და წილის 85%- ის მფლობელი გახდა რუსთავის მერია. ამ წილის გარკვეული ნაწილი მერე ებრაელებს გადაეცა.

– ვინ იყვნენ ეს ებრაელები?

– ამის შესახებ მე არაფერი ვიცი. რაც ვიცი, იმ ინფორმაციას გაწვდით. რეესტრში შეგიძლიათ ყველაფერი ნახოთ. 2016 წელსვე შპს “ერთობამ” დაიწყო დავა ამ 15%-ზე და დღემდე მიმდინარეობს ეს პროცესი. 2016 წელს ირაკლი ტაბაღუა არც მერი იყო და არც არავის ეგონა, ოდესმე გახდებოდა თუ არა მერი. ამიტომაც ირაკლი ტაბაღუას არავინ არ დაუნიშნავს ბაზრის იურისტად და ვერც ვერავის დანიშნავდა. პირდაპირ გეტყვით ამას, იმიტომ, რომ ამ 15%-ს ადევს ყადაღა შპს “ერთობის”, ანუ მოსარჩელის მოთხოვნით; რადგან მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ბაზრის იურისტად ბატონი ირაკლის ნათესავი არ მუშაობს. ის რუსთაველი კაცია, ქალაქში იცნობს ბევრი და პატივს სცემენ. ალბათ, იფიქრა ალექსანდრე კობაიძემ მის ვერსიას დაიჯერებდა ხალხი.

რაც შეეხება იმას, რატომ იყო მისული ქალაქის მერი შემთხვევის ადგილზე. თქვენ როგორ გგონიათ, ქალაქში მკვლელობა რომ ხდება, იქ არ უნდა მივიდეს ქალაქის მერი? ეს კი  არა, კანალიზაციის მილი რომ ფუჭდება, მაშინვე იქ ჩნდება ირაკლი ტაბაღუა.


ირაკლი ტაბაღუა: ადვოკატ კობაიძის მიერ ჩემი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები სრული აბსურდია

თამარ აქუბარდიამ ბატონ ირაკლი ტაბაღუასთან დაგვაკავშირა.

ირაკლი ტაბაღუა, ქალაქ რუსთავის მერი:

– რუსთავი გახლავთ ქალაქი, სადაც საცობები არ არის და გადაადგილება მარტივია. ამიტომ, როგორც კი გავიგე ეს ამბავი, 10 წუთის შემდეგ მივედი შემთხვევის ადგილზე.ხანძრის დროს რუსთავში ღამის თევაც მომიწია, სხვა შემთხვევებიც იყო, სადაც პირადად მე ვიყავი შემთხვევის ადგილზე. არ ვიცი, რატომ გიკვირთ. ეს მე სამსახურებრივად მევალება. რუსთავი პატარა ქალაქია…

– იცნობდით გარდაცვლილ ქუთათელაძეს?

– ხაზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ქალაქში შემოვლას ვახორციელებდით და ენერგოპროსთან ერთად ვიყავით ბაზრობის ტერიტორიაზეც. მაშინ შევხვდი სოსო ქუთათელაძეს, მანამდე ახლო ურთიერთობა მასთან არ მქონია.

– რამდენ პროცენტს ფლობს დღეს რუსთავის მერია ბაზრობაზე?

— შპს-ებიდან და აი-პი-ები- დან, ზოგიერთი მერიის დაქვემდებარებაშია და დღემდე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამაზე.

– ბატონი კობაიძე ბრძანებს, რომ შესაძლებელია ტაბაღუა კორუფციულ გარიგებაში იყოს ბაზრის ხელმძღვანელობასთანო.

– ეს არის სრული აბსურდი. ჯერ არ მოვსულვარ და უკვე კორუფციულ გარიგებაში როგორ ვიქნები?

– რატომ გაათავისუფლეთ მამა-შვილი ჭანტურიები სამსახურიდან?

– სად არის ბრძანებულება მათ გათავისუფლებაზე?

ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მუშაობდა გიორგი ჭანტურიას მამა. ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და გათავისუფლდა. შემდგომში მას განცხადება აღარ დაუწერია. რაც შეეხება იურისტს; (ურეკავს იურიდიულ სამსახურს და აზუსტებს გვარს – ი.კ.) იურისტი, გვარად დემურაძე, 2016 წელს დაინიშნა მერიის იურიდიული სამსახურის უფროსად. ის ჩემი ნათესავი არ არის.
ასე რომ, ადვოკატი კობაიძის მიერ ჩემი მისამართით გაჟღერე- ბული ბრალდებები სრული აბსურდია.

საერთო გაზეთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here