Home რუბრიკები პოლიტიკა “წმინდა გრაალის თასი” თემიდას სასწორის პინაზე

“წმინდა გრაალის თასი” თემიდას სასწორის პინაზე

ხელისუფლებამ პრინციპულობა გამოიჩინა, დასავლეთი თავის ძაღლიშვილებს გადაეფარა

“წმინდა გრაალის თასი” თემიდას სასწორის პინაზე

.. ოპოზიციის მიერ წმინდა გრაალის თასად შერაცხილინაციონალური მოძრაობისლიდერ ნიკა მელიას მხრიდან რამდენიმეთვიანი შეურაცხყოფისა და დამცირების შემდეგ, ხელისუფლებამ, როგორც იქნა, თავი დააღწია საღათას ძილს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ კანონი აღასრულა. სამართალდამცველებმა ოპერაცია მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩაატარეს, უნაკლოდ, ისე, რომ არავინ არ დაშავებულა. .. საქართველოს სტრატეგიული მეგობარი ქვეყნების _ აშშისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა გაავრცელეს განცხადებები, რომ ნიკა მელიას დაკავებითშოკირებულნიარიან და საქართველომუკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”.

მათ არც ცნობილი თუ უცნობი დიპლომატები და ყველა ჯურის არამკითხე მოამბეები ჩამორჩნენ _ კარლ ჰარცელი, მეთიუ ბრაიზა, ბენ ჰოჯესი, დევიდ კრამერი, ლუკ კოფი, ჰანს ვან ბაალენი (ეს ვინღაა?), და სხვანი და სხვანი. ყველა მათგანის მოწოდებაში უკვე შეუფარავად ისმის მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ე.ი. “ნაცმოძრაობას” გადააბაროს ხელისუფლება.

როცა სულ რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის დედაქალაქში გაყალბებული არჩევნებით უკმაყოფილო ხალხის კაპიტოლიუმში შეჭრისას 5 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს და რამდენიმე ასეული დააპატიმრეს, მათ შოკი არ დამართნიათ და ხელახალი არჩევნები არ გახსენებიათ, პირიქით, ამაყობდნენ, რომ დემოკრატია გადაარჩინეს. ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ორმაგი სტანდარტია, ეს დიპლომატები, არამკითხეები და საქართველოში მოქმედი მათი მეხუთე კოლონა (არასამთავრობოები და ე.წ. სახალხო დამცველი) ესარჩლებიან ადამიანს, რომელიც მათივე იმედად და მათი წაქეზებით ხელისუფლების ძალადობრივად დამხობას ტელეკამერების წინ ცდილობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here