Home სხვადასხვა დაიჯესტი “წითელი ხაზები” რუსეთისთვის და “წითელი ხაზები” ამერიკისთვის

“წითელი ხაზები” რუსეთისთვის და “წითელი ხაზები” ამერიკისთვის

“წითელი ხაზები” რუსეთისთვის და “წითელი ხაზები” ამერიკისთვის

ჟენევაში შეხვედრის წინ ორი ზესახელმწიფოს ლიდერები თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ საზოგადოების წინაშე: ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა ტელეარხროსია 1”-, ჯო ბაიდენი კი ინგლისში ამერიკის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოვიდა. ორივე პრეზიდენტმა ილაპარაკა იმის შესახებ, როგორ აფასებენ მოწინააღმდეგეს და მის პოლიტიკას. სიტყვაპარტნიორს”, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ მომავალში, მაგრამ იმ დღეს ერთმანეთზე ლაპარაკობდნენ, როგორც მტერზე

ვლადიმერ პუტინი ლაპარაკობდა ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის _ თავშეკავებით, ირონიით, მახვილგონივრულად, ისე, რომ ნებისმიერ კითხვაზე მისი პასუხები შეიძლება ციტატებად გამოიყოს. საერთო შთაბეჭდილება იყო ასეთი: ომის საფრთხე უკვე აღარ არის ჰიპოთეზური. კიდევ ერთხელ _ არის დიდი ომის რეალური საფრთხე და ეს ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს.

ჯო ბაიდენთან შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება _ შეხვედრა იმ ქვეყნების ლიდერებისა, რომლებიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ჩაებან გამანადგურებელ ომში. ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის, აშშ-ის, მოქმედება ყოველდღე გვაახლოებს ხიფათთან.

ექსპერტთა ვარაუდით ეს იქნება ასეთი ტიპის მოლაპარაკებები: თქვენ ხვდებით, საქმე სადამდე მივიდა? უკან დაიხიეთ, დათმეთ, შეიძლება სხვა შანსი აღარც იყოს.

აი ამაზეა პუტინის ინტერვიუს ნაწილი წითელ ხაზებზე”. ასე ფიქრობდა უმაღლეს დონეზე შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე რუსეთის პრეზიდენტი: ომი კარსაა მომდგარი. სწორედ ამიტომ არ უხსენებია ეს სიტყვები მას ხმამაღლა, მხოლოდ ილაპარაკა ამ “წითელ ხაზებზე”, თანაც საკმაოდ მახვილგონივრულად. მაგალითად, ახსნა, რატომ არ შეუძლია რუსეთს, მშვიდად უმზიროს ნატოში უკრაინის შესვლის მცდელობებს. მან ჟურნალისტს უთხრა: “წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი რაკეტები კვლავ განლაგებულია კუბაზე, მათ მიღწევას ვაშინგტონამდე 15 წუთი სჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს რაკეტები განლაგებულია კანადის სამხრეთ საზღვარზე _ ვაშინგტონამდე მათი ფრენის დრო 10 წუთია. ჩათვლიან ამას აშშში წითელ ხაზად?”

ჯო ბაიდენი

“დიახ, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, _ არის ფორმალობები, რომლებიც ეწინააღმდეგება ნატოში უკრაინის შესვლას და მის ტერიტორიაზე ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო შეტევითი იარაღის განლაგებას, მაგრამ განა ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ამერიკელები დაიცავენ მათ მიერვე დაწესებულ წესებს? არა, რა თქმა უნდა, მათ ეს წესები უამრავჯერ დაარღვიეს”.

პუტინის ინტერვიუს მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხებოდა უკრაინას. აქ უკვე ჩანდა, რომ ის თავს ძლივს იკავებდა. რუსეთის პრეზიდენტი ისევ მშვიდად, ირონიული ტონით ლაპარაკობდა, მაგრამ სიტყვებს უკვე აღარ არჩევდა. უკრაინაში მიღებულ კანონზე არამკვიდრი ხალხების შესახებ მან დაუფარავად განაცხადა: ამას აკეთებდნენ ჰიტლერელები. მათ შეიძლება ხვალვე დაიწყონ ადამიანებისთვის თავის ქალის გაზომვა, იმის დასადგენად, ვინ არის იქ არიელი და ვინ _ არა. მათ ვითარება მიჰყავთ იქამდე, რომ უკრაინიდან გაიქცევიან ისინი, ვისაც უკრაინელად არ ჩათვლიან”.

ბევრს ახსოვს, რას ამბობდა პუტინი, როცა დასავლელი მეზობლების გონზე მოყვანას ცდილობდა: ჩვენ ხომ ერთი ხალხი ვართ!”, მაგრამ ახლა, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გახსენებისას, სულ სხვა რამ თქვა. მან შეახსენა ზელენსკის, რომ ებრაელია. ვისაც კი სკოლაში დიდი სამამულო ომის ისტორია უსწავლია, მისთვის ცხადია, ეს ბოლო არგუმენტია. რას აკეთებ, დაგავიწყდა, ვინ ხარ და შენს ხალხს, შენს წინაპრებს რა დამართეს თავის ქალის გაზომვის მოყვარულებმა? ფიქრობ, შეგიძლია, ადამიანები დაყო სრულფასოვნებად და მეორეხარისხოვნებად? გაიხსენე ბაბი იარი (ადგილი კიევთან ახლოს, სადაც ფაშისტებმა და მათმა უკრაინელმა დამქაშებმა 100 ათასზე მეტი ებრაელი, ბოშა და ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა არმიელი დახვრიტეს _ ..) და თავს ჰკითხე _ რას აკეთებ? შეიძლება, ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეჩერდე. არ გსურს, იფიქრო რუსებზე _ დაფიქრდი საკუთარ თავზე, ვინ გაღიარებს შენ და შენს შვილებსუკრაინელებად”.

ეს პუტინის ყველაზე საშინელი ინტერვიუა 21 წლის განმავლობაში. მისი მშვიდი ტონის, ირონიულად მოჭუტული თვალების, ძუნწი ჟესტიკულაციის, თავდაჯერებულობის უკან საშინელი დაძაბულობა იმალებოდა, ომისწინა დაძაბულობა.

და საკმარისია, მოუსმინო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ კიდევ უფრო მწვავედ იგრძნო ეს დაძაბულობა. ჟენევის უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებამდე ერთი კვირით ადრე ამერიკის ლიდერი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ყველა ძალების მობილიზაციაზე ლაპარაკობდა.

მე ვეტყვი პუტინს, რომ დემოკრატიული ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევა უშედეგოდ არ დასრულდება. ეს ეხება მოვლენებს აშშში, ევროპაში, მსოფლიოს სხვა ადგილებში; აშშ არ ეძებს კონფლიქტს რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ საკადრის პასუხს გავცემთ, თუ რუსეთი დაგვაზარალებსეჭვი არავის შეეპაროს აშშის გამბედაობაში, დაიცვას ჩვენი მთავარი ფასეულობები, ჩვენი სტრატეგიული ინტერესები. ჩვენ მსოფლიო ისტორიის გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიები არათუ გადარჩებიან, არამედ წარმატებას მიაღწევენ”.

მედასავლეთეებმა ბაიდენის ამ განცხადებაში დაინახეს მზადყოფნა, დაუთმოს პუტინს “ძალაუფლება აღმოსავლეთ ნახევარსფეროზე”, ოღონდაც დასავლეთზე არ გავრცელდეს რუსეთის გავლენა. ეს ჟენევის შეხვედრის შესანიშნავი შედეგი იქნებოდა _ ზესახელმწიფოების გავლენის სფეროების გაყოფა: “ნახევარი მსოფლიო ამერიკას, ნახევარი _ რუსეთს”. დიახ, ბაიდენი თითქმის დაუფარავად ამბობს, რომ ეშინია და არ სურს ომი, მაგრამ ის იძულებულია, გამოაცხადოს აშშ-ისა და სრულიად დასავლეთის მზადყოფნა ყველაზე მწვავე კონფრონტაციისთვის. ბაიდენმა განაცხადადემოკრატიული ქვეყნებისმობილიზაციაზე რუსეთის წინააღმდეგ და მან ეს ყველაფერი ილაპარაკა უკრაინელი ნაცისტების ცრემლნარევი თხოვნის ფონზე _ სასწრაფოდ მიიღონ ნატოში. ეს თქვა სწავლების დაწყების წინ, რომლის დროსაც ნატო დაამუშავებს ყირიმში შეჭრის ოპერაციას; ეს თქვა იმის გათვალისწინებით, რომ იცის, სანქციების ცივი ომი კვლავაც გაგრძელდება.

იმედი მშვიდობისა, გავლენის სფეროების გადანაწილებისა, აშშ-ის შიში ომის წინაშე მაინც რჩება, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ “წითელი ხაზები” ახლოს არის გავლებული. მოწინააღმდეგე მას ძალიან მიუახლოვდა. მისი სიგიჟე და რუსეთისადმი სიძულვილი ისე დიდია, რომ ეს წითელი ხაზები შეიძლება გადაკვეთოს.

tsargrad.tvზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here