Home რუბრიკები საზოგადოება წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე ახალგაზრდა მეცნიერის, ლევან კობახიძის, ფილოსოფიური ნაშრომი: “ნიცშესმორალის გენეალოგიაზეკეთილშობილური ღირებულებების დასტურყოფა”.

დამოუკიდებელ საქართველოში, სამწუხაროდ, იშვიათობაა ჭეშმარიტი მეცნიერული ნაშრომის ხილვა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თვალს ვადევნებ სამეცნიერო აზროვნების განვითარებას და ნიშანდობლივია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ისევ ასაკოვანი მეცნიერები ვაქტიურობთ და ფურცელზე გადატანილ ჩვენს ნაფიქრალს ერთმანეთს ვუზიარებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეცნიერების მიმართ ინტერესი მინელდა, მასმედიაში თითქმის აღარ იბეჭდება ცნობები იმ პროცესებზე, რომლებიც სამეცნიერო სამყაროში ჯერ კიდევ მიმდინარეობს, აღარც რეცენზიები იწერება სამეცნიერო ნაშრომებზე. საზოგადოების ყურადღება, ძირითადად, გადატანილია ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე და ქართული მეცნიერება, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის, ე.წ. საბჭოთა მეცნიერების ავანგარდში ყოველთვის იყო, დღეს მივიწყებულია. ახალგაზრდობა აღარ “იტვირთავს” თავს ისეთი საქმიანობით, რომელსაც შემოსავალი თითქმის აღარ მოაქვს და მეცნიერებისადმი ინტერესიც თანდათან ქრება.

სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის სასიამოვნო ის გაკვირვება, რომელიც გამოიწვია ზემოხსენებული წიგნის ხილვამ და იმიტომაც, რომ მისი ავტორი ახალგაზრდა მეცნიერია. მადლობა მას იმისათვის, რომ “გაბედა” და გადადგა ნაბიჯი ბურუსით მოცულ პერსპექტივაში და იმისთვისაც, რომ ამ ნაბიჯით თავის თაობას შეახსენა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სრულყოფილ აზროვნებაშია, რომელიც ქართველებს ისტორიულად მოგვდგამს. სწორედ ამან ამაღებინა კალამი და ამიტომ ვესალმები ახალგაზრდა კაცის გაბედულებას.

ცხადია, ბევრ რამეში გავერკვიე წიგნის კითხვისას, მაგრამ, როგორც სხვა დარგის წარმომადგენელი, ნაშრომის მეცნიერული შეფასების უფლებას თავს ვერ მივცემ, ამას ჩემზე უკეთ დარგის პროფესიონალები გააკეთებენ.

წიგნის გაცნობამ დამარწმუნა, რომ ქართული მეცნიერული აზროვნება ისევ გაბრწყინდება, თუ ლევან კობახიძეს მიბაძავენ მისი თაობის ადამიანები და ქართულ წიგნიერ საზოგადოებას ჭეშმარიტ სამეცნიერო ნაშრომებს მიაწვდიან, რომლებსაც, დიდი ხანია, ველოდებით.

ნაპოლეონ ქარქაშაძე,

აკადემიკოსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here