Home რუბრიკები საზოგადოება წარღვნა

წარღვნა

737
წარღვნა

ამას წინათ ერთერთ ბილწ სატელევიზიო არხზე ლგბტ თემის შაბაშის საღამო იყო. როგორ იმუქრებოდნენ ეს მახინჯები: ბევრნი ვართ და გეშინოდეთ ჩვენიო. ჩვენ ყველგან ვართ, ცხოვრების ყველა სფეროშიო, არავის არაფერს შეგარჩენთო.

ხალხო, თუ წარღვნა ჯერ კიდევ არ დაწყებულა, გავხსნათ ფსიქიატრიული საავადმყოფოები, იქნებ თავიდან ავიცილოთ ის უბედურება, რომელიც კარს მოგვდგომია… ეეჰ, ძველი ჩვეულებისამებრ, კვლავ რაღაცის იმედი მაქვს, მაგრამ, მგონი, ტყუილად. იმის შემდეგ, რაც შუალედური არჩევნებისას ვიხილე ზუგდიდში, რა სახელმწიფოებრივი გონიერების არსებობაზე უნდა იფიქრო კაცმა. ძალიან კარგია, რომ ჭინკების შემოსევამ სწორი გზიდან ვერ გადაახვევინა ზუგდიდელებს, მაგრამ ამ ოხერი ჭინკების პარპაში როგორ დაუშვა სახელმწიფომ? ჭინკების ტელევიზიის . . ჟურნალისტები ტერორისტებივით რომ იქცეოდნენ, რატომ ხელი არ შეუბრუნა ვინმემ? კარგი, პოლიცია შეშინებულია, ძალოვანებს გვეძახიან და ხულიგანს ხელი თუ გადავუგრიხე, ძალის გადამეტებად ჩამითვლიან და დამსჯიანო, _ ფიქრობს და გაოგნებული უყურებს “პოლიტიკოსთა” “ბეზპრედელს”. ხალხს რაღა მოუვიდა? ზუგდიდელები ქებულმა კოლხურმა ზრდილობამ გააჩერათ თუ რაღაც უარესი დაემართათ, რომ თელავიდან თუ ჩოხატაურიდან ჩამოსული ჭკუისდამრიგებლები, რომლებიც ასწავლიდნენ, ვინ აერჩიათ თავიანთი ქალაქისა და რაიონის ხელმძღვანელად, პანღურით არ გამოაძევეს იქიდან?! მერე ის ჰოლანდიელი ქალი დაგვემუქრა, იარაღს ავიღებ, კარდაკარ ჩამოვივლი და ლაშქარს დავძრავ თბილისისკენო. წარღვნა უკვე დაწყბულია, ალბათ, ან სადაცაა, დაიწყება!

ვავა ჩქიმ დო სკან ცოდა!

ქვეყანა, რომლის პარლამენტი კონსტიტუციაში ჩაწერს, ჩვენი მიზანი ნატოსა და ევროკავშირში შესვლაო, სახელმწიფო აღარ არის უკვე, ხოლო, თუ საკანონმდებლო აქტი მიიღო იმის თაობაზე, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაცააო, მაშინ ქვეყანა ერთ დიდ ფსიქიატრიულ კლინიკურ საავადმყოფოს ემგვანება.

ქვეყანაში, სადაც ლაჩრები სამაგალითო ვაჟკაცებად მიაჩნიათ, მამათმავლები ნიჭიერებით გამორჩეული ადამიანები ჰგონიათ, ვინც ოცდაცამეტივე ქართული ასო იცის, გენიალურ მწერლად აღიარებენ, სულელის ტელეპრუტუნზე იცინიან (მართალია, ფონოგრამის ხელშეწყობით, მაგრამ მაინც), წერა-კითხვის მცირე მცოდნე, მაგრამ ენაწაგდებული კაცები და ქალები პოლიტიკოსებად და ექსპერტებად უზით, თუ ძალიან ოპტიმისტები არ ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ წარღვნა უკვე დაწყებულია.

ამიტომაა, რომ აღარავის ესმის ორიოდე მართალი გაზეთისა თუ ტელეარხის განწირული ძახილი, თხოვნა თუ მუდარა: გამოფხიზლდი, გონიერო საქართველოვ, და დროზე გაატანე გამდინარე წყალს ყველა უწმინდურება და ბოროტება; დაიჯერე, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ გათითოკაცებულნი, უზნეო-უწმინდურები ცოტანი არიან, მაგრამ გრანტიყლაპიობით გაერთიანებულნი, და ბევრი ჩანან ამიტომ; გქონდეთ უფლის იმედი და არ გეშინოდეთ სატანისა. მაშინ ღმერთი თქვენთან იქნება.

გაიგებენ კი ქართველები ოდესმე იმ განათლებული ქართველი მამულიშვილების ღაღადს, რომელთათვისაც სამშობლოა ყველაზე მთავარი?! ეჭვი მეპარება, რადგან ბრძენმა ილია მართალმა, საუკუნე-ნახევრის წინათ რომ დაახასიათა თავისი თანამემამულენი, ასეთი თვისებები დაინახა მათში: მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი, არ რის მქონე, არ რის მცოდნე…” აბა, როგორ გინდა, გააგებინო ამნაირებს, ვინ მტერია და ვინ _ მოყვარე. საქართველოს ერთმა ყოფილმა ძალიან უფროსმა, მსოფლიოს პოლიტიკური არქიტექტურის “დიდმა მაესტრომ” აკი გვითხრა ერთხელ: თურქეთი საქართველოს ისტორიული მეგობარიაო.

ახლა ამ ჩვენი თანამემამულეების ერთ, მანქურთად ქცეულ ნაწილს დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ და აიძულებენ, გაიმეორონ: “რუსეთი აგრესორია, დასავლეთი ჩვენი მეგობარია და გადამრჩენელი”. ამიტომ გაჰკივიან ჩვენი ქვეყნის სახელით ეს ოხრები: “ჩვენი არჩევანი ევროპაა. ევროპაშია ჩვენი ხსნა! მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში”.

გადარჩენა რა გგონიათ, ჩვენ მიერ ჩვენივე სიბრიყვით მოყვანილო ლიდერებო? ის, რომ ქართულ კულტურასა და ადათ-წესებზე ხელის აღებას გვთხოვენ ჩვენი დასავლელი “მეგობრები”, რომლებსაც კოლონიზატორებად ხმამაღლა არავინ მოიხსენიებს.

არადა, არავის უკადრებია ჩვენთვის, ქართული კულტურა ძალადობრივი კულტურააო. დასავლეთმა კი გვაკადრა და ბატონკაცურადაც გვიბრძანა: მამათმავლებს, ლესბოსელებსა და სხვა გაუკუღმართებული ფსიქიკის ადამიანებზე აუგი არაფერი დაგცდეთ, თორემო

თორემ რა, ქალბატონო ფედერიკა, ბატონო ბუკიკიო თუ ბატონო იუნკერო? დავით გურამიშვილმა სამი საუკუნის წინათ რა გვითხრა, თუ იცით? არ იცით და ახლა გაიგონეთ: ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო “-. გაიგონეთ და, თუ დაიხსომებთ, იქნებ გეშველოთ რამე და ოსვალდ შპენგლერის ნაწინასწარმეტყველები ევროპის დაისი ევროპის აისმა შეცვალოს. ღმერთი მაღალი და ყოვლად ძლიერია!

ჩვენთვის კი, ფედერიკა ძალუა, პედარასტი, ყოველთვის პედარასტი იქნება. ჭკუისდასარიგებლები ახლო-მახლო მოიკითხეთ. ვის ასწავლით გულმოწყალებასა და ტოლერანტობას, როცა ცოტა ხნის წინათ (ისტორიისთვის “ცოტა ხნის წინათ”) კოცონზე წვავდით ადამიანებს განსხვავებული მეცნიერული აზრისთვის! სამასი წლის წინათ კი არა, აგერ, გუშინწინ, გაზის კამერებში წვავდნენ ათასობით ადამიანს შუაგულ ევროპაში, განსხვავებული ეროვნული კუთვნილების გამო, ჩვენში კი მეფის ბრძანებით სიკვდილით დასჯა რვა საუკუნის წინათ აიკრძალა.

მე ევროპის პოლიტიკურ ელიტას ისტორიის ანაბანას ვერ ვასწავლი, მაგრამ წიგნიერმა ქართველმა ხომ უნდა იცოდეს ეს? თუ, რა თქმა უნდა, მანქურთი არ არის ან მწვანე დოლარებზე არ აქვს გაყიდული სინდის-ნამუსი და, საერთოდ, ადამიანობა.

ასე რომ, თანამემამულენო, დროულად მოვიცილოთ შხამიანი მკბენარები, ათასგვარი უზნეობის გამავრცელებელი ორგანიზაციები, ფაროსანასავით რომ მოსდებია ჩვენს (და სხვათა) ეროვნულ სხეულს, თორემ წარღვნა კარს არის მომდგარი!

ზურაბ ცუცქირიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here