Home რუბრიკები საზოგადოება “წაკუზული უკრაინელი”

“წაკუზული უკრაინელი”

ძეგლი

ევროპისკენ მსწრაფი საქართველოს მსგავსად, უკრაინაშიც დაიწყეს დასავლური ტენდენციების გადმოღება.

თუ საქართველოში სააკაშვილისა და მისი “ნაციონალური მოძრაობის” მეცადინეობით ველოსიპედის, ფლოსტებისა და კვერცხების ძეგლები დადგეს, უკრაინელებმა “წაკუზული უკრაინელის” ძეგლი შექმნეს, თუმცა ეს გასაკვირი არ არის _ კიევის ცენტრში, ნეზალეჟნაიაზე, აშშ-ის ხელშეწყობით მოწყობილი ევრომაიდნის შემდეგ სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ეს ქვეყანა დღეს, რომელსაც ეკონომიკა გაუჩანაგდა, ტერიტორიები დაეკარგა და “დემოკრატიულ” დასავლეთს დახმარების იმედით ხელებში შეჰყურებს.

12 ივნისს ე.წ. თანამედროვე ხელოვნების სპეციფიკური ობიექტი გაჩნდა უკრაინის დასავლეთში მდებარე ივანო-ფრანკოვსკის ქალაქის საბჭოს შენობის წინ.

ამ “შედევრის” ავტორია ალექსეი ფურდიანკა, რომელიც მზად არის, ეს სკულპტურა, სახელწოდებით “უკრაინელი”, უსასყიდლოდ გადასცეს ქალაქს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here