Home რუბრიკები პოლიტიკა წაიკითხოს მხოლოდ “ინტელექტუალურმა ელიტამ”!

წაიკითხოს მხოლოდ “ინტელექტუალურმა ელიტამ”!

4790
მამუკა ხაზარაძე

არ გამიჭირდება ამ ფრაზის წარმოთქმა!” _ ისე თავდაჯერებულად გვითხრა ტელეკომპანიაპირველისეთერიდან ვინმე თეონა დოლენჯაშვილმა, რომ უნებურად დავიწყე ფიქრი: ნეტავ, თუ მოიძებნება ფრაზა, რომლის წარმოთქმაც გაუჭირდებათ ახალი ქართული სექტის _ “მამუკას მოწმეებისწარმომადგენლებს?

მართლაც, რაღა უნდა იყოს მოულოდნელი, როდესაც მაყურებელს არნახული უტიფრობით ესაუბრება ქალი, რომელსაც ქართველი საზოგადოების, ალბათ, 10 პროცენტიც კი არ იცნობს და, ვინც იცნობს, ან შემთხვევით წაუკითხავს მისი “შედევრები”, რომლებსაც 90 პროცენტი, უბრალოდ, სისულელეს უწოდებს. სწორედ ეს ქალი ამბობს ფრაზას: მამუკა ხაზარაძის გარშემო ვიკრიბებით მთელი საქართველოს ინტელექტუალური ელიტა და იქვე ხაზს უსვამს: სულაც არ მიჭირს ამ ფრაზის წარმოთქმაო. ვიცით, ქალბატონო თეონა, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენნაირ უტიფრებსა და უშუბლისძარღვოებს, ამპარტავნებსა და უკიდეგანოდ ამბიციურებს არ უჭირთ ასეთი ფრაზების თქმა. ეს კაცობრიობის დიდი ხნის სენია, როდესაც ცარიელი თავთავი ყველაზე მაღლა ცდილობს თავის აწევას და ამ სენს კაცობრიობა, საუკუნეებია, ვერაფერს უხერხებს.

თეონა დოლენჯაშვილი
თეონა დოლენჯაშვილი

ძალიან ბევრი ფრაზაა კიდევ ისეთი, თქვენნაირებს მისი წარმოთქმა რომ არ ეხამუშებათ. მაგალითად, თქვენ არ გიჭირთ, საკუთარ თავს “მწერალი” უწოდოთ და ეს “გააპრავოთ” იმით, რომ “საბა” გაქვთ თურმე ორჯერ აღებული… ასევე, მევახშე-ბანკირს სულაც არ უჭირს, წარმოთქვას ფრაზა, რომ “საქართველოს მოსახლეობა გაჭირვებასა და სიდუხჭირეში არ უნდა გმინავდეს!”

გეგონება, ამ ხალხს მე დავადე წელში გამწყვეტი ვალები, მე მოვატყუე “ეფექტური 35” თუ, რა ვიცი, კიდევ რამხელა პროცენტით და მე გავუყიდე სახლები და არა მან.

ჰო, მართლა: წარმოუდგენელი ტყუილი _ 10 წელიწადია, “თიბისი ბანკს” უკანასკნელი საცხოვრებლიდან არავინ გამოუსახლებიაო… “ჩვენ ვამოწმებთ, არის თუ არა ესა თუ ის ბინა პიროვნებისთვის მართლა უკანასკნელი საცხოვრისი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გამოსახლება”, _ ამ ფრაზით დაგვიდო “ლელო” მამუკა ხაზარაძემ იმ ადამიანებს, რომლებიც მის დაუნდობელ მევახშეობაზე რამეს ამბობდა.

სინამდვილეში კი საქმე ასეა _ თუ ბინის გარდა კიდევ რამე უმნიშვნელო ფართობი, მაგალითად, მცირე სარდაფი ან ავტოფარეხიაღმოუჩინესადამიანს, მაშინ მას ბინა აღარ ეთვლება ერთადერთ საცხოვრისად და მას ბინიდან ასახლებენ. ხაზარაძემ შესანიშნავად იცის, რომ გასახლებული ოჯახი ვერც მცირე ზომის სარდაფში იცხოვრებს და ვერც ავტოფარეხში. სინამდვილეში ეს ოჯახის უსახლკაროდ დატოვებაა, სამაგიეროდ, სტატისტიკაში იწერება, რომკეთილშობილხაზარაძეს უკანასკნელი საცხოვრისიდან არავინ გაუგდია.

თუმცა რას მივედ-მოვედებით ეს ბოგანოები? განა ჩვენ ხმა ამოგვეღება, როდესაც მამუკა ხაზარაძე, თურმე, საქართველოს “ინტელექტუალური ელიტის” გადამრჩენელი და ერის “მეორე ილია ჭავჭავაძეა”! სხვათა შორის, ეს ამბავი, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა კიდეც, რადგან აქამდე მეგონა, მამუკა ხაზარაძეს დავით სარაჯიშვილობაზე, ანუ ხელოვანებისა და საზოგადო მოღვაწეების დამფინანსებელ-მეცენატობაზე ჰქონდა პრეტენზია. “ილია ჭავჭავაძედ” უფრო რატი ამაღლობელს, ლაშა ბუღაძეს, დათო ტურაშვილს ან რომელიმე მათგანს განვიხილავდი. თურმე “სადა ბანაობ”? მამუკა ხაზარაძეს თავადვე მოსურვებია ილია ჭავჭავაძეობა, უფრო ზუსტად კი, მასში ორივე მათგანი ყოფილა შერწყმული _ დავით სარაჯიშვილიც და ილია ჭავჭავაძეც. მართლაც და, საოცარი და უმადური ერი ვყოფილვართ ქართველები, როგორც ამას ასე ხშირად შეგვახსენებენ ამა თუ იმ ბელადის მიმდევარი აქტივისტები. აბა, წარმოიდგინეთ, ამდენი უანგარო მეცენატი, ამდენი კეთილი ქველმოქმედი, ამდენი საკუთარ ხალხზე მტლად დადებული მოღვაწე სხვა რომელიმე ქვეყანაში გინახავთ? ჩვენ კი მაინც ჯიუტად უბედურები ვართ და ცხოვრება გვიჭირსო, _ გავიძახით! განა ასე შეიძლება? დაუკვირდით, საქართველოში თვე არ გავა, ახალი დიდი მოღვაწე რომ არ გამოიჩეკოს. თანაც, ისინი განა ხარბები არიან, განა ფულზე გადაგებული მომხვეჭელები გახლავან? _ არა, თითოეულმა ეს მილიონები და მილიარდები მხოლოდ დაუღალავი შრომით, ჭკუით, გამჭრიახობით იშოვა და არასოდეს არც ერთი “ბნელი საქმე” არ ჩაუდენია.

პირიქით _ მხოლოდ გასცემს და გასცემს. ოღონდ კი ერს რამე სასიკეთო გაუკეთოს და საკუთარ თავს არც კი დაეძებს, მაგრამ გაგიგონია? ჩვენ, უმადური ერი, ათას ცილს ვწამებთ ყველა მათგანს; ვაბრალებთ, რომ ისინი პირადი მოტივებით ხელმძღვანელობენ და საკუთარ ოჯახსა და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ მხოლოდ…

უკვე მერამდენე ასეთი “უანგარო მესია” მოგვევლინა ქართველებს, ხომ არ დაგითვლიათ ვინმეს? ისიც სათქმელია, თითოეულ ასეთ მესიას “გუნდად” რომ მოჰყვება ხოლმე თავისი “ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა ელიტა”. ამ “მესიისგან” კარგად ნაკვები, ნაპატივები ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ისინი “ინტელიგენცია” არიან და ამიტომაც იმსახურებენ, იკვებონ მუქთად! პლუს ამას _ ჩვენ, ბოგანოები, ენის შეუბრუნებლად უნდა ვენდოთ მათ, განსაკუთრებით უნდა დავუჯეროთ ის სიტყვები, რომლებსაც ისინი თავიანთი “მკვებავი მესიის” შესახებ ამბობენ. ერთი საინტერესო “ტრენდიც” შემოვარდა უკვე ქართულ “ძაანპოლიტიკაში”, ყველა ასეთი ახალმოვლენილი მესია აუცილებლად ამბობს ფრაზას: საქართველოში მესიების დრო უნდა დამთავრდეს!”, შემდეგ კი იწყებენ ლაპარაკს, რა მაგარი მენეჯერები არიან, როგორ იშოვეს მილიონები საკუთარი განსაკუთრებული გამჭრიახობის წყალობით, როგორ გადაარჩინეს დაღუპვისგან ქართული ხელოვნება, კულტურა, მეცნიერება და ა.შ. ამას აუცილებლად მოსდევს მათი “მცნებები” _ გარკვეულ პუნქტებად ჩამოყალიბებული პოსტულატები, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა ვაკეთოთ და რა არა… მოკლედ, “მესიების დამამხობელი” სრული “მესიური” პაკეტით მოდის; კიდევ ერთიც _ ყოველი ახალი მესია ქართველ ხალხს აუცილებლად უწოდებს “უმადურს”, რადგან ის არ ვაღიარეთ მესიად…

თუმცა, მხოლოდ თვითონ რომ გვამუნათებდეს ერს, კიდევ რა უჭირს _ ამ ფუნქციას ითავსებენ მისი ყურმოჭრილი მონა “ინტელექტუალები”, რომლებსაც “მესია” წლების განმავლობაში აჭმევდა. ისინი ქართველ საზოგადოებას უმოწყალოდ ლანძღავენ მორიგი “მესიის” მიუღებლობისა და არშეყვარების გამო.

მთავარი მაინც ის არის, რომ ყოველი მომდევნო მესიისმომყოლი ინტელიგენციასხვა მესიებისინტელიგენციებსაუცილებლად უწოდებსფსევდოინტელიგენციასდა გაცხარებული გვიმტკიცებს, რომიმ მესიისმიერ დაფინანსებულიინტელიგენციაარის მონა დაფსევდო”, ხოლოამ მესიისმიერ დაფინანსებული ინტელიგენცია არისნამდვილი ინტელიგენცია”, თანაც ძალიან თავისუფალი

თავისთავად ძალიან სასაცილო საყურებელია, როგორ ეძახიან მონებს ერთი ბელადის მონები მეორე ბელადის მონებს და თითოეული მათგანი როგორ ამტკიცებს, რომ “თავისუფალი არჩევანი” გააკეთა და ნებაყოფლობით უდგას გვერდით თავის ბელადს, ხოლო სხვა ბელადის მომხრეებს აძალებენ და აიძულებენ იმ ბელადის გვერდით დგომას… დავაზუსტოთ _ მამუკა ხაზარაძის მიერ ათეული წლების განმავლობაში ნაკვებმამწერლებმა”, “პოეტებმადა სხვაინტელექტუალმაწარმონაქმნებმა თავის სატელევიზიო გამოსვლებში დროის 80 პროცენტი იმის მტკიცებას შეალიეს, როგორ მოისყიდა ბიძინა ივანიშვილმაინტელიგენციისის ნაწილი, რომელიც ახლა მას უჭერს მხარს, როგორ აჭმევდა მათ და აფინანსებდა წლების განმავლობაში, ხოლო, როცა დასჭირდა, ვალის დაბრუნება ამ სახით მოითხოვა, ანუ პოლიტიკაში მის გვერდით დგომითა და საზოგადოების თვალში მისიგაპრავებით”.

სასაცილო საყურებელია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილსა და “მის ინტელიგენციაზე” ასე ენაგადმოგდებული ტლიკინის შემდეგ, ალბათ, თვითონვე განიცდიან გარკვეულ უხერხულობას იმის გამო, რომ სწორედ ასევე აჭამა მათ მამუკა ხაზარაძემ წლების განმავლობაში და სწორედ ასევე ითხოვს მათგან ახლა “ვალის დაბრუნებას” და ისე, რომ არავინ არ ეკითხება, იწყებენ მტკიცებას, რომ მამუკა ხაზარაძეს მათთვის არაფერი დაუძალებია და ისინი ნებაყოფლობით დგანან მის გვერდით… მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ სწორედ იმავეს ამტკიცებენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოკვებილებიც?!

ამათ დავუჯეროთ და იმათ არა? რატომ?

მით უფრო, რომ უფრო მეტად კომიკურია, როდესაც ვინმე თეონა დოლენჯაშვილი ამბობს: “ბიძინა ივანიშვილი აჭმევდა ამ ვითომ ინტელიგენციას…” ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ დოჩანაშვილი და სხვები ყოფილანვითომ ინტელიგენცია”, ხოლო თეონა დოლენჯაშვილი, რატი ამაღლობელი და სხვები _ ნამდვილი და თავისუფალი მწერლები და პოეტები. თუმცა “ფლეტჩერის სკოლას” რას გაუგებთ, ჩემო კარგებო?! სწორედ ასე _ მამუკა ხაზარაძემ გვაუწყა, რომ აწი საქართველოს ბედი უნდა განაგონ “ფლეტჩერის სკოლის” კურსდამთავრებულებმა, რომლებსაც თვითონ ხაზარაძე აფინანსებდა და წვრთნიდა წლების განმავლობაში.

დამაინტერესა და ვუსმინე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ფლეტჩერის სკოლის” ერთ კურსდამთავრებულს… ის მთელი 10 წუთის განმავლობაში საუბრობდა, პირდაღებული ვუსმენდი და ვერაფერი გავიგე, რა უნდოდა _ ერთი კონკრეტული წინადადება არ ამოსვლია პირიდან და, როგორც იტყვიან, “ილაპარაკა ყველაფერი არაფერზე”…

დიახ! ძნელია ჩვენთვის, ბოგანოებისთვის, “ფლეტჩერის სკოლის” დიადი მეტრების ლაპარაკის გაგება… სწორედ ამიტომ დავწერე სათაურში, _ წაიკითხოს მხოლოდინტელექტუალურმა ელიტამ”-მეთქი.

ბაკურ სვანიძე

3 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here