Home სხვადასხვა დაიჯესტი წადი, შენი გზა ნახე!

წადი, შენი გზა ნახე!

632
ასა ხატჩინსონი

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი დუბაიში იმის გამო დააპატიმრეს, რომ შემთხვევით შეესწრო ჩხუბს სასტუმროს ვესტიბიულში, _ იუწყება Mirror.

22 წლის ასა ხატჩინსონმა მეგობრებთან ერთად შენიშნა მთვრალი მამაკაცი, რომელსაც სასტუმროს ვესტიბიულში ეძინა და შეეცადა მასთან სელფი გადაეღო.

სელფომანია ხომ მსოფლიოს მოედო. 54 წლის შვედმა მენეჯერმა არ ისურვა, ვიღაცის “ფოტონადავლი” გამხდარიყო და სელფისტებს თავს დაესხა, მაგრამ ეს უკანასკნელები არ აღმოჩნდნენ ჯაბანნი და ამტყდარ ჩხუბში თავგამოდებულ მენეჯერს მიუნგრიეს ცხვირ-პირი, მოტეხეს თითები “ზედა და ქვედა კიდურებზე”, ხოლო ასამ დაზარალებულის სათვალე ნაგვის ყუთში მოისროლა.

შვედეთის მოქალაქის განმარტებით, სიმშვიდე მას ასას მეგობრების წრიდან ერთმა ახალგაზრდამ დაურღვია _ სილა გააწნა და გამოაღვიძა. თვალი რომ გაახილა, დაინახა, რომ ახალგაზრდების ჯგუფი თავს დადგომოდა და დასცინოდა. გაცოფდა შვედი, გადაირია და ატყდა ჩხუბი და დავიდარაბა. პოლიციამ დაჰკითხა ამ ალიაქოთის ყველა მონაწილე, მაგრამ ბრალდება მხოლოდ ასას წაუყენეს, რადგან იგი მოცემულ მომენტში არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მუშაობდა და პასუხი უნდა ეგო ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, სასამართლომ ის დასაჯა. მას ბრალად წაუყენეს პიროვნებაზე თავდასხმა და სათვალის მოპარვა. გამოძიება ორ წელიწადს მიმდინარეობდა.

ასას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ქალიშვილი უსამართლოდ დასაჯეს, რომ მასზე მოახდინეს ზემოქმედება _ აიძულეს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც არაბულად იყო დაწერილი; დაემუქრნენ, რომ უარის შემთხვევაში ციხეში ჩასვამდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს დოკუმენტი ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება იყო.

ასას მშობლები იბრძვიან სიმართლის დადგენისთვის და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here