Home ახალი ამბები მსოფლიო ძლიერ აფეთქებას მანჩესტერ არენაზე 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო)

ძლიერ აფეთქებას მანჩესტერ არენაზე 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო)

პოპ-მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი მანჩესტერ არენაზე

დიდ ბრიტანეთში ამერიკელი პოპ-მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტზე მისული მსმენელები ტერორისტული აქტის მსხვერპლნი გახდნენ. მანჩესტერ არენაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.


აფეთქება 22 მაისს, მანჩესტერის დროით 22:35 საათზე, კონცერტის დასასრულს მოხდა. ასობით მსმენელი პანიკამ მოიცვა და დარბაზი დატოვა.

მომღერალი შეძრულია მომხდარით და სოციალურ ქსელში თავის ფანებს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

“განადგურებული ვარ… მთელი გულით ვუთანაგრძნობ და ვწუხვარ მომხდარის გამო. სიტყვებს ვერ ვპოულობ..”- განაცხადა ტვიტერში არიანა გრანდემ.

თვითმხილველთა ნაწილი ამბობს, რომ აფეთქების ხმა ერთხელ გაიგეს, ნაწილი კი ორ აფეთქებაზე საუბრობს. სამართალდამვცელების ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა მომრერალმა პროგრამა დაასრულა და მსმენელები დარბაზს ტოვებდნენ.
მანჩესტერის პოლიციის ხელმძღვანელის, იან ჰოპკინსის განცხადებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

რაც შეეხება თავდამსხმელს, ჰოპკინსის თქმით, ის არენაზე გარდაიცვალა.

„მე შემიძლია დავადასტურო, რომ თავდამსხმელი არენაზე დაიღუპა. ჩვენი მოსაზრებით, თავდამსხმელს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა თან, რომელიც მოქმედებაში მოიყვანა“, – განაცხადა იან ჰოპკინსმა.

 

1 COMMENT

  1. მანჩესტერის პოლიციის უფროსი უნდა გადადგეს თანამდებობიდან!!!თანამედროვე მსოფლიო განიცდია,ძლიერი,ჭკვიანი ,ავტორიტეტული პოლიტიკოსების ნაკლებობას,ამიტომ ხოცავენ ტერორისტები ყველგან,მშვიდობიან მოსახლეობას!!!თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს,ძირს ტერორიზმი,გამოფხიზლდი მსოფლიო?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here