Home ახალი ამბები მსოფლიო ძიძას, რომელმაც სასიკვდილოდ დააძინა ახალშობილი, 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ძიძას, რომელმაც სასიკვდილოდ დააძინა ახალშობილი, 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

1380
დაკავება

ეს მოხდა აშშის ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლამბუსში: ძიძამ რვა თვის ბავშვს საძილე საშუალების სასიკვდილო დოზა დაალევინა. დამნაშავეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, _ იუწყებაასოშიატედ პრესი”.

45 წლის ლორი კონლი პატარა ჰადიკ მალკისთან მარტო დარჩა. ბავშვს დასაძინებლად ძიძამ პრეპარატ ბენადრილის მოზრდილი ადამიანის დოზა დაალევინა.

ბენადრილი პრეპარატია, რომელსაც აქვს ანტიალერგიული და სედატიური ეფექტები. აწარმოებენ აბების, მალამოს, სპრეისა და სიროფის სახით. აქვს უამრავი თანამდევი უარყოფითი ეფექტი და სხვა წამლის მიღებასთან ერთად საშიში ხდება. ძიძამ, როგორც კი შეატყო, რომ ბავშვმა გონება დაკარგა, სამაშველო სამსახური გამოიძახა.

კონლიმ განაცხადა, რომ მას ბავშვისთვის ხიფათის შექმნა განზრახული არ ჰქონდა, და რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბავშვს ასეთი პრეპარატი დაალევინა. ამ განცხადებამ დააეჭვა მოსამართლე ჯული ლინჩი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here