Home რუბრიკები ისტორია “ძირს სირცხვილი!” _ დასავლეთის მიერ წაქეზებული შიშველი “მეფეების” მარში

“ძირს სირცხვილი!” _ დასავლეთის მიერ წაქეზებული შიშველი “მეფეების” მარში

1746
“ძირს სირცხვილი!” _ დასავლეთის მიერ წაქეზებული შიშველი “მეფეების” მარში

დასავლური მასმედია ხშირად წერს ლგბტ თემის წარმომადგენელთა დევნაშევიწროებაზე სსრკში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ამ ქვეყნის ყოფილ რესპუბლიკებში:

რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, საქართველოში, ნორმალური ადამიანების მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ ხმის ამაღლებასა და პროტესტის გამოთქმას დასავლური ლიბერალური ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ქართული ტელესივრცის თოქშოუებში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს გაცილებით მეტი დრო ეთმობა, ვიდრე ნორმალურ ადამიანებს, რომლებიც ლამის სირცხვილის ბოძზე გააკრან, თუ საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამენ. არადა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და იდეოლოგია, რომლის უკანაც დასავლეთის .. ლიბერალური ძალები დგანან, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ საქართველოში ერის გენოციდის ტოლფასია

როგორი იყო ამ მხრივ ვითარება სსრკ-ში _ იდევნებოდნენ თუ არა ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები? დასავლეთში სექსუალური რევოლუციის (ეს ტერმინი XX საუკუნის I ნახევარში შემოიღო ავსტრიელმა ფსიქოლოგმა ვილჰელმ რაიხმა) დაწყების ათვლის წერტილად 1960-იანი წლები მიიჩნევა, როდესაც წარმოიშვა ჰიპების მოძრაობა (sex, drugs and rock-n-roll) ლოზუნგით: “დაკავდით სიყვარულით და არა ომით!”. რუსეთში კი “მგრძნობიარობის ამბოხი” (ლენინის ტერმინი) გაცილებით ადრე, 1910-იანი წლების ბოლოს, გერმანელი ნატურისტების ძალისხმევით დაიწყო და აპოგეას უკვე საბჭოთა კავშირში მიაღწია 1920-იან წლებში (ამ თემაზე იხ. “საქართველო და მსოფლიოს” მიმდინარე წლის 39-ე ნომერში გამოქვეყნებული წერილი “სოდომიის პროპაგანდა _ საფრთხე, რომელიც კაცობრიობას ეროვნული ფასეულობების განადგურებით ემუქრება. როგორ აღკვეთა სტალინმა გალაღებული მამათმავლების “მოღვაწეობა” საბჭოთა კავშირში”). ცნობილია, რომ ვლადიმერ ლენინი ხშირი სტუმარი იყო ნატურისტული პლაჟებისა, აღაფრთოვანებდა შიშველი სხეულები და ფიქრობდა, რომ რუსი მუშები და გლეხებიც სწრაფად შეერწყმებოდნენ ბუნებას. ლენინის თანამებრძოლი ვლადიმერ ბონჩბრუევიჩიც აღტაცებული იყო გერმანელთა ამ წეს-ჩვეულებით.

ლევ ტროცკისთვის (ლეიბა ბრონშტეინი) გაგზავნილ წერილში ლენინი წერდა: არამხოლოდ ოჯახიყველა აკრძალვა, რომლებიც ეხება სექსუალურობას, უნდა გაუქმდესერთი და იმავე სქესის მქონეთა შორის სიყვარულზეც კი უნდა მოიხსნას აკრძალვა…” 1917 წელს კი, “მშვიდობისა” და “მიწის” დეკრეტების შემდეგ, ლენინმა გამოსცა დეკრეტებიქორწინების გაუქმებისადაჰომოსექსუალიზმის აკრძალვის გაუქმების შესახებ”. 1918 წლის 19 დეკემბერს, “ქორწინების გაუქმების” დეკრეტის წლისთავზე, პეტროგრადში გაიმართა ლესბოსელთა მსვლელობა. ტროცკი თავის მოგონებებში წერს, რომ ლენინმა, როცა ეს ამბავი შეიტყო, სიხარულით განაცხადა: ასე განაგრძეთ, ამხანაგებო!”.

რევოლუციის შემდგომ პირველ წლებში საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა, რუსეთის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით _ ახალგაზრდობისთვის, თავს მოეხვია ე.წ. ჭიქა წყლის თეორია, რომელიც გულისხმობდა სიყვარულის უარყოფას და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ინსტინქტურ სექსუალურ მოთხოვნილებამდე დაყვანას ყოველგვარი პირობის გარეშე ისე მარტივად, როგორიც არის წყურვილის მოკვლა. ქორწინება კი ბურჟუაზიულ გადმონაშთად გამოცხადდა, შეიქმნა ორგანიზაციები, რომლებმაც დაიწყეს ახალი ნოვატორული ფასეულობების პროპაგანდა.

1920-იან წლებში სექსუალური აღვირახსნილობის ქრესტომათიული მაგალითი იყო .. ჩუბაროვსკის საქმე _ გოგონას ჯგუფური გაუპატიურება, რომელშიც მონაწილეობდნენ კომკავშირელები და კომუნისტური პარტიის წევრობის ორი კანდიდატი. დამნაშავეები დასაჯეს, მაგრამ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები საერთოდ ვერ აცნობიერებდნენ, რაში ადანაშაულებდნენ.

კარგი რა, გავერთეთ ქალთან, მერე რა მოხდა?” _ ასე უპასუხა ერთერთმა ბრალდებულმა მოსამართლეს კითხვაზე, თუ რატომ არ შეეცადა დანაშაულის დამალვას.

1923 წელს რუსეთში, ქრისტიანული კულტურისა და მორალის ქვეყანაში, რევოლუციონერმა ქალმა, მარქსიზმის მიმდევარმა და ფემინისტმა, რუსეთის მთავრობის წევრმა ალექსანდრა კოლონტაიმ (ქალიშვილობის გვარი დომონტოვიჩი) ჟურნალ “მოლოდაია გვარდიაში” გამოაქვეყნა წერილი მშრომელი ახალგაზრდობისადმი სახელწოდებით “გზა მივცეთ ფრთიან ეროსს!”. სწორედ ამის შემდეგ მოიმატა ქვეყანაში რაოდენობამ “ახალი ფორმაციის ადამიანებისა”, რომლებიც ქუჩაში შიშველი დასეირნობდნენ და გაიძახოდნენ, რომ სირცხვილი ბურჟუაზიული გადმონაშთია.

მალე კი, 1924 წელს, მოსკოვში, კრემლთან, წითელ მოედანზე გაიმართა დემონსტრაცია ლოზუნგით “ძირს სირცხვილი!”, რომლის მონაწილეებიც გაჰყვიროდნენ: ძირს მეშჩანობა!”, “ძირს მღვდლების ტყუილები! ჩვენ, კომუნარებს, არ გვჭირდება ტანსაცმელი, რომელიც სხეულის სილამაზეს ფარავს! ჩვენ მზისა და ჰაერის შვილები ვართ!”, “ყოველ კომკავშირელს შეუძლია და ვალდებულია, დაიკმაყოფილოს თავისი სქესობრივი მისწრაფებები! “, “ძირს სამზარეულოს მონობა”…

ისე, დააკვირდით, როგორ ჰგავსნატურისტისნიღაბს ამოფარებული, დასავლეთის მიერ წაქეზებული რუსი ფემინისტებისა და ჰომოსექსუალების 93 წლისწინანდელი ლოზუნგები, დასავლეთიდანვე დაფინანსებული ქართველი .. ლგბტ თემისა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლების დღევანდელ ლოზუნგებს: “ფუჩუ liberation!”, “მეტი კაცი კუხნაში!”, “ჩვენ გვჭირდება სექსუალური განათლება სკოლებში!”.

1924 წელს მოსკოვში შიშველთა მიერ გამართულ დემონსტრაციას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. აი რამდენიმე მათგანი, რომლებიც წლების შემდეგ გამოქვეყნდა რუსულ პრესაში:

* მიხეილ ბულგაკოვი, მწერალი:

“სიახლე: რამდენიმე დღის წინათ მოსკოვში გამოჩნდნენ სრულიად შიშველი ადამიანები (მამაკაცები და ქალები), რომლებსაც ეკეთათ ლენტი წარწერით “ძირს სირცხვილი!” მიძვრებოდნენ ტრამვაიში. აჩერებდნენ ტრამვაის. საზოგადოება აღშფოთებული იყო”.

* ნატალია სევერცოვაგაბრიჩევსკაია, მხატვარი:

“ვიღაც ხარხარებდა, ვიღაც იფურთხებოდა. მოხუცი ქალები პირჯვარს იწერდნენ და ამბობდნენ: “აპოკალიფსისი! სამყაროს დასასრული!” და გამვლელებს ეკითხებოდნენ: “რა არის ეს? ჩვენც გვაიძულებენ გახდას”?

* ალექსანდრე ტრუშნოვიჩი, თეთრგვარდიელი:

“რამდენჯერმე დავესწარი საზოგადოება “ძირს სირცხვილის” წარმომადგენელთა გამოსვლას. ერთხელ ტრიბუნაზე ასული იყო სრულიად შიშველი ახალგაზრდა, რომელიც გაჰყვიროდა: “ძირს მეშჩანობა!”, “ძირს მღვდლების ტყუილები! ჩვენ, კომუნარებს, არ გვჭირდება ტანსაცმელი, რომელიც სხეულის სილამაზეს ფარავს! ჩვენ მზისა და ჰაერის შვილები ვართ!”. მოგვიანებით ეს შიშველი ორატორი, “მზისა და ჰაერის შვილი”, სასტიკად გალახეს…”

შიშველი პროლეტარების იდეური მამა იყო ლენინური პარტიის ერთგული შვილი და ლევ ტროცკის უახლესი მეგობარი კარლ რადეკი (კაროლ რობელსონი), სწორედ ის მიუძღოდა შიშველი ბოლშევიკების, უბრალოდ, გარყვნილების მსვლელობას მოსკოვის წითელ მოედანზე, კრემლთან.

სხვათა შორის, ლენინის ფავორიტი კარლ რადეკი, რომელიც ოქტომბრის რევოლუციაში აქტიურად იყო ჩართული, შემდეგ კი საბჭოთა კავშირისა და სტალინის წინააღმდეგ მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის შეთქმულებაში მონაწილეობდა, ბინაში დისა და მისი შვილების თვალწინ სრულიად შიშველი დადიოდა, მამამისი კი ვარშავაში საროსკიპოს მფლობელი იყო.

კარლ რადეკს მისი თანამედროვეები ახასიათებენ, როგორც “ძალიან შეუხედავი გარეგნობის ეროტომანს”, მაგრამ ისეთი ძვირფასი “ამხანაგი” იყო, რომ გერმანიიდან სპეცვაგონით ჩავიდა რუსეთში რევოლუციის ბელადებთან ერთად.

რუსული სექსუალური რევოლუცია არა მხოლოდ პირველია მსოფლიოში, არამედ ყველაზე საფუძვლიანიც, რადგან მისი მიზანი იყო სქესობრივი და ოჯახური ურთიერთობების სრული გარდაქმნა (საქართველოში დღესაც ცდილობენ. ნიშანდობლივია, რომ წლების წინათ სექსუალური თავისუფლების ინიციატივა, რომლის თავს მოხვევასაც ცდილობდნენ რუსი ხალხისთვის, მოდიოდა (როგორც დღეს _ ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგია) უცხოეთიდან, ხოლო განმხორციელებლები იყვნენ ლენინი, კარლ რადეკი და ლევ ტროცკი, რომელიც თავის დროზე წერდა: “ჩვენ რუსეთი უნდა გადავაქციოთ თეთრი ზანგებით დასახლებულ უდაბნოდ, რომლებსაც ისეთი ტირანიის ქვეშ ვამყოფებთ, როგორიც არ დასიზმრებიათ აღმოსავლეთის ყველაზე დესპოტ მმართველსაც კი. განსხვავება იქნება მხოლოდ ის, რომ ეს ტირანია იქნება არა თეთრი, არამედ წითელი, რადგან იმდენ სისხლს დავღვრით, რომ მის წინაშე გაფერმკრთალდება კაპიტალისტური ომების ადამიანური დანაკარგები. ოკეანისგაღმელი დიდი ბანკირები ჩვენთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. და თუ მოვიგებთ რევოლუციას, გავსრესთ რუსეთს, მის ნანგრევებზე განვამტკიცებთ სიონიზმის ძალაუფლებას და ვიქნებით ისეთი ძალა, რომლის წინაშეც ყველა დაიჩოქებს… ტერორის გზით, სისხლის აბანოებით რუს ინტელიგენციას სრულ გამოთაყვანებამდე, იდიოტიზმამდე მივიყვანთ, ცხოველის მდგომარეობამდე…”

ტროცკისა და მისი მომხრეების პარპაში, შესაბამისად, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტული აქციები და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საბჭოთა რუსეთში 1934 წელს დასრულდა, როცა რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს მამათმავლობაზე. დასავლეთის მიერ დაფინანსებული და წაქეზებული შეთქმული ტროცკისტები კი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფოს, სტალინმა საბოლოოდ გაანადგურა მეორე მსოფლიო ომის წინ _ 1937-1938 წლებში.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. ნუდიზმი საქართველოშიც პოპულარული უნდა გახდეს ლგბტ ქორწინებებთან და სკოლაში სექსუალურ განათლებასთან ერთად! იმედია თქვენი მკითხველი აღშფოთდება რადგან კაშიას სამკლაური მთელმა ელიტამ მოიწონა და დარჩით ეხლა გაუნათლებელები და ჩამორჩენილები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here