Home რუბრიკები პოლიტიკა “ძია სემ, უკაცრავად და, ნორმალური ხართ?”

“ძია სემ, უკაცრავად და, ნორმალური ხართ?”

ვლადიმერ პუტინი

გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მსოფლიო პოლიტიკური მოვლენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ მოსკოვში გამართული, უკვე ტრადიციული, გრანდიოზული პრესკონფერენცია იყო. ამას ისიც მოწმობს, რომ მასზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დაახლოებით 1600 ჟურნალისტი იყო აკრედიტებული, მათ შორის, რა თქმა უნდა, დასავლეთისთავისუფალი მედიაც”, რომელიც, ერთი მხრივ, წლებია, ცდილობს ამ პრესკონფერენციის დისკრედიტაციას, უწოდებს რა მას კრემლის პროპაგანდას, დადგმულ შოუს და .., ხოლო, მეორე მხრივ, ვერაფრით უგულებელყოფს მის მიერვე პროპაგანდაშოუდ შერაცხილ ღონისძიებას… “რა თქმა უნდა”- მიღმა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ქართული მედია, მაგრამ ამაზე _ ქვემოთ. მანამდე კი მკითხველთან ერთად _ მცირე ისტორიული ექსკურსი.

“დავარცხნილ-დალაგებული” დასავლეთის სიმყუდროვე რუსეთის პრეზიდენტმა პირველად 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმზე დაარღვია ისტორიული გამოსვლით, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთი ამიერიდან აღარ აპირებდა ე.წ. ერთპოლუსიან მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების მიმართ მხოლოდ პასიური დამკვირვებლის პოზაში ყოფნას.

პუტინის მიერ მიუნხენში გაკეთებული განცხდება ე.წ. დიდი შვიდეულისთვის, როგორც გეოპოლიტიკაში მოთამაშე მთავარი აქტორებისთვის, ხატოვნად თუ ვიტყვით, “კარის შემტვრევა” იყო. შემდეგ კი, თავისი ნებით, გურამ დოჩანაშვილის ენით თუ ვიტყვით, “ჩამოლაბორანტდა”, გნებავთ, ჩამოპრემიერმინისტრდა და რფ-ის პრეზიდენტის სავარძელი დიმიტრი მედვედევს დაუთმო დროებით. სწორედ ამ “დროებით”-ით სარგებლობა დააპირა დასავლეთმა (წაიკითხე, აშშ), წააქეზა რა მისგანვე დემოკრატიის შუქურად შერაცხილი შეურაცხადი სააკაშვილი, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჯერ გაეროს მანდატით დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ბატალიონს გაუხსნა ცეცხლი, ხოლო შემდეგ “გრადები” დაუშინა მძინარე ცხინვალს. ამ ავანტიურის შედეგად, 2008 წლის აგვისტოში, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე იწვნია საქართველომ ის, რომ მიუნხენში დანაქადის შესრულების ძალა შესწევდა რუსეთს _ პეკინის ოლიმპიადიდან სასწრაფოდ ვლადიკავკაზში ჩაფრენილი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, როკის გვირაბიდან ცხინვალში შემოგრიხინდნენ რუსეთის 58-ე არმიის “ჟანგიანი ტანკები”, რომლებსაც უაზროდ შეაწყვიტა ნარკომანმა სააკაშვილმა ტალიკ-ტალიკი ქართველი ბიჭები. თვითონ კი, პანიკური შიშით შეპყრობილი, ჯერ პრეზიდენტის სასახლეში ლოღნიდა ჰალსტუხს, ხოლო შემდეგ გორში ცხვირით ხნავდა მიწას. “პრემიერ” პუტინის პეკინიდან გამომგზავრებამდე, “პრეზიდენტ” მედვედევის არასაკმარისი ქმედუნარიანობიდან გამომდინარე, მსოფლიო დარწმუნდა, რომ მედვედევი მხოლოდ ნომინალურად ითვლებოდა რუსეთის პრეზიდენტად, სინამდვილეში კი რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას კვლავ ვლადიმერ პუტინი მართავდა (არც ე.წ. ბირთვული ჩემოდანი გაუგდია ხელიდან), ისევე, როგორც დღეს მართავს და ამიტომაც ჩავსვი ბრჭყალებში სიტყვები _ პრეზიდენტი და პრემიერი. შემდეგი საეტაპო, ნიშანდობლივი ფაქტი, რომელმაც დასაბამი დაუდო გეოპოლიტიკაში გლობალურ, თვისობრივად ახალ პროცესებს, ისევ ვლადიმერ პუტინის გამოსვლაა 2015 წლის 28 სექტემბერს გაეროს 70-ე საიუბილეო სესიაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ჯერ ერაყსა და ლიბიაში ნატოს (წაიკითხე, აშშ) სამხედრო ინტერვენციის შედეგები შეახსენა საზოგადოებას, შემდეგ _ სირიის, ეგვიპტე-ტუნისის ე.წ. არაბული გაზაფხულებიც, რომელთა შედეგად მილიონობით არაბი (და არა მხოლოდ,) ლტოლვილი მიაწყდა ევროპას, მათ შორის, ისლამისტი ტერორისტებიც, რომლებმაც მრავალი ტერორისტული აქტი მოაწყვეს მათ შემფარებელ ევროპის ქვეყნებში.

ჰოდა, “Вы хоть понимайте чего натворили?” (თუ ხვდებით მაინც, რა ჩაიდინეთო?) _ აშკარად არადიპლომატიურად “ესროლა” პუტინმა დასავლეთს, ანუ იმავე აშშ-ს და, თუ მიუნხენში პუტინის გამოსვლა დასავლეთისთვის კარის შემტვრევად მოვიხსენიეთ, გაეროს ტრიბუნიდან აშკარა დემარშით ჩამოსვლას, ალბათ, უპრიანია, კარის გამოჯახუნება ვუწოდოთ. ვლადიმერ პუტინმა, ისე, რომ აღარ დალოდებია საიუბილეო სესიის დამთავრებას, თავის თვითმფრინავს მიაშურა და მეორე დღესვე ბრძანა სირიაში აშშ-ის მიერ “ნატვორილის” გამოსწორება.

2015 წლის 30 სექტემბერს რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა პირველი იერიში მიიტანეს სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე, ორგანიზაციისა, რომელიც იმ დროს სირიის ტერიტორიის 2/3-ზე მეტს აკონტროლებდა და აქედან გამომდინარე, ბაშარ ასადი სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფის ბედის გაზიარების რეალური პერსპექტივის წინაშე იდგა.

სულ მალე სირიიდან ათასობით კილომეტრით დაშორებული, წყალზე თუ წყალქვეშ ბაზირებული ხომალდებიდან “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით უზუსტესმა დარტყმებმა ისეთი შოკი გამოიწვია ნატოში, რომ ან ბროწეულის წვენის ოყნები დასჭირდებოდათ, ან უებარი აბი გლუკოზა, რადგან დასავლეთი მიხვდა: პუტინის არაერთგზის ნათქვამი, რომ სირიაში დემონსტრირებული სამხედრო ტექნიკა აისბერგის ხილული ნაწილია მხოლოდ და რუსებს კიდევ ბევრი რამ აქვთ საკვირველი, პოლიტიკური პოკერის ბლეფი კი არა, რეალობაა. მიუხედავად ამისა, აშშ და მისი მეთაურობით შექმნილი კოალიცია, ფარულად თუ აშკარად, ყველანაირად ხელს უშლიდნენ რუსეთს სირიაში სამხედრო ოპერაციების ჩატარებაში, მაგრამ რუსეთის არმია სირიაში არათუგაიჩხირა”, როგორც ამას აშშნატოში იმედოვნებდნენ, არამედ, სულ რაღაც, 2 წელიწადსა და ორ თვეში რუსეთის სამხედროებმა სირიაში მოულოდნელად ჩასულ მთავარსარდალს უპატაკეს, რომ მისი ბრძანება, ისლამისტი ტერორისტებისგან სირიის ტერიტორიის სრული გაწმენდის შესახებ, შესრულებულია. ვლადიმერ პუტინმა კი სირიიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების უმეტესი ნაწილის სამშობლოში დაბრუნება ბრძანა და იქვე დასძინა, რომ, თუ ტერორისტები კვლავ გაბედავენ თავის წამოყოფას სირიაში, ისეთ დარტყმას მიიღებენ, რომლის მსგავსი არავის უნახავს… სწორედ სირიაში რუსეთის არმიის გამარჯვების გამო აღიარა გერმანიის კანცლერმა, ფრაუ ანგელა მერკელმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთი იმ ძალად, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნის.

და მართლაც, სირია გაწმენდილია ტერორისტებისგან, ბაშარ ასადი _ გადარჩენილი, რომელიც, სულ ცოტა, 2021 წლამდე, ანუ მორიგ არჩევნებამდე იქნება სირიის პრეზიდენტი და ყველაზე მთავარი: ცხადია, რომ რუსეთი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში, სადაც მას, სსრკ-დან მოყოლებული, დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური, გნებავთ, სამხედრო გავლენა ჰქონდა. აქედან გამომდინარე, 14 დეკემბერს მოსკოვში გამართულ გრანდიოზულ პრესკონფერენციას არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება ვუწოდოთ მთავარსარდალ პუტინის მიერ გამარჯვების აღლუმის მიღება. და აი სტატიის ბოლოს ისევ მივადექით მთავარ თემას _ რუსეთის პრეზიდენტის მორიგ, გრანდიოზულ პრესკონფერენციას, რომელსაც, აღლუმის მიღებასთან ერთად, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ პუტინის მიერ თავისი კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენის პრეზენტაციაც შეიძლება ვუწოდოთ.

ახლა კი ქართული მედიის შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, იმ ზევით ნახსენები “რა თქმა უნდა”-ს მიღმა აღმოჩნდა.

არ ვიცი, საერთოდ, ვინმე თუ იყო პრესკონფერენციაზე საქართველოდან აკრედიტებული, მაგრამ, თუ არავინ იყო, ვაია, რადგან იმ ბრიფინგის იგნორირება, რომელსაც შენი ქვეყნისსტრატეგიული მოკავშირეაშშ ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად გადასცემს პირდაპირ ეთერში, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია; ხოლო, თუ იყო ვინმე აკრედიტებული _ უი, რადგან პუტინისთვის კითხვის დასმის მსურველთა არმიაში ვერავინ დავლანდე საქართველოდან. არადა, ბუნებრივად გაგახსენდება წინა პრესკონფერენციები, რომლებზეც ვლადიმერ პუტინი თვითონ ეძებდა დარბაზში ქართულ ატრიბუტიკას და იმ ფონზე, რომ მსოფლიოს ბევრი მედიასაშუალების წარმომადგენელს არ ეძლეოდა პუტინისთვის მიმართვის საშუალება, “მაესტროს” ერგებოდა ხოლმე კითხვების დასმის პატივი. კითხვების, რომლებიც, როგორც წესი, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხებოდა. ვლადიმერ პუტინის პასუხებში კი, არათუ მინიშნებით, ნათლად გამოსჭვივოდა მოწოდება ჩვენი ხელისუფლების მიმართ _ მოდი, ვილაპარაკოთ, ჩვენ შორის გადაუჭრელი საკითხები არ არსებობს და .. თუმცა ამასაც ქოცების ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და, თუ მოჰყოლია, ისეთი, რომ სჯობდა, არ მოჰყოლოდა _ აშშ-ის გარეშე რუსებთან ერთი-ერთზე სალაპარაკოდ არ დავჯდებით; რუსებს უფრო ვჭირდებით და ა.შ. თუმცა ქართული თემა მაინც მოხვდა “კონკურენტ” ქსენია სობჩაკის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხში. ეს კითხვა პუტინის კიდევ ერთ “კონკურენტს”, ალექსეი ნავალნის, შეეხებოდა.

შინაარსობრივად აი ეს ბრძანა რუსეთის ამჟამინდელმა და უეჭველად მომავალმა პრეზიდენტმა: თქვენ რა, გინდათ, რუსეთში ათობით სააკაშვილმა ირბინოს და კიევის მაიდანს ელოდებით? ნავალნიც სააკაშვილია, ოღონდ რუსულიწარმოების”. რუსმა ხალხმა ეგ კინო უკვე ნახა გასული საუკუნის 90-იან წლებში და მომავალში აღარ დაუშვებს მსავსსისე, საკვირველია, კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა უკრაინაში სახურავებზე დახტის და ყვირის: მე უკრაინელი ვარო, რა, უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები აღარ არიან? ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს კიევში, ქართველი და უკრაინელი ხალხებისთვის სახეში შეფურთხების ტოლფასია და, უბრალოდ, მიკვირს, ამდენ ხანს როგორ იტანენ მას?!”

დასასრულ, გაეროში თქმული “ნატვორილის” მსგავსი ხისტი გამონათქვამის შესახებ, რომელიც 14 დეკემბრის პრესკონფერენციაზე პასუხად გაისმა ჟურნალისტი ქალბატონის დასმულ შეკითხვაზე _ ბატონო პრეზიდენტო! ითანამშრომლებთ აშშ-თან ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის განეიტრალების საქმეში?

თქვენი სენატორები და კონგრესმენები შესანიშნავად გამოიყურებიან; ლამაზი კოსტიუმები და პერანგები აცვიათ. თითქოს ჭკვიანებიც არიან, მაგრამ სწორედ მათ დააყენეს რუსეთი ჩრდილოეთ კორეისა და ირანის გვერდით, ამასთანავე, აშშის პრეზიდენტს უბიძგებენ, რუსეთი დაითანხმოს, ამერიკელებთან ერთად მოაგვაროს ჩრდილოეთ კორეისა და ირანის პრობლემა. სად არის აქ ელემენტალური ლოგიკა და საღი აზრი? და, საერთოდ, თქვენ ნორმალური ხალხი ხართ?” _ აი ასე მიუჩინა თავისი ადგილი არცთუ ყმაწვილ ქალბატონს და ამერიკელ სენატორ-კონგრესმენებს რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის ნათქვამიც, ქართულ ჟარგონზე, ასეთი იქნებოდა: “ძია სემ, უკაცრავად და, ხომ არ უბერავთ?!”

დავით მხეიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here