Home რუბრიკები პოლიტიკა ძვირფასო სახელმწიფო დეპარტამენტო, პრობლემა დღეს საქართველოში ლგბტ-თა ჩაგვრა კი არა, შიმშილია და...

ძვირფასო სახელმწიფო დეპარტამენტო, პრობლემა დღეს საქართველოში ლგბტ-თა ჩაგვრა კი არა, შიმშილია და მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება!

1177
სახელმწიფო დეპარტამენტი

დრომ მოიტანა, რომ ჩვენით აღარც შეფასება შეგვიძლია, აღარც დასკვნების გამოტანა, აღარც მოქმედება და მუდმივად ევროპისა და ამერიკისკენ გვიჭირავს თვალი: არიქა, მოგვეშველეთ, გვასწავლეთ, როგორ ვიცხოვროთო. ისინიც არ იშურებენ რჩევადარიგებებს და წელიწადში ერთხელ გასული წლის ნამოქმედარსაც გვიფასებენ. მერე ამ შეფასებას თავის ენაზე კითხულობს ხელისუფლება, ოპოზიცია კი სხვანაირად თარგმნის. როგორც წესი, ხელისუფლება ბედნიერია, ოპოზიცია _ უბედური, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ნაცქოცეთი ერთნაირად არის ბედნიერიც და უბედურიც.

მოკლედ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 2017 წლის ანგარიში აღირსა; აღირსა იმიტომ, რომ 2017 წელი 4 თვის წინათ მივაბარეთ წარსულს, მანამდე კი ამერიკელებმა ჩვენთვის ვერ მოიცალეს. ეს ისე, სიტყვის მასალად, თორემ არც ხელისუფლებიდან და არც ოპოზიციიდან არავის უთქვამს, შტატებმა ანგარიში დაგვიგვიანაო. ამას როგორ გავუბედავდით სახელმწიფოს, რომელიც, როცა ჩვენ ოქროს ხანა გვედგა, უბრალოდ, არ არსებობდა, თუმცა ამაზე სხვა დროს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ისე სულმოუთქმელად წაიკითხეს პოლიტიკოსებმა, როგორც შეყვარებული კითხულობს ხოლმე მიჯნურის წერილს. ოპოზიციამ გამარჯვების ყიჟინა დასცა: ხომ ვამბობდით, მუხთარლის საქმესა და ტელევიზიების გაერთიანებას ძმრად ამოგადენენ, აგერ, ამერიკა შეშფოთებულიაო. ანგარიშში არაერთხელ არის მითითებული, რომ ისინი ეყრდნობიან საქართველოში მომუშავე 29 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ მონაცემებს და ანგარიშსაც ამის მიხედვით ადგენენ. ამერიკა გვეუბნება, იმ არასამთავრობოებს, რომლებსაც მე ვაფინანსებ, ვუსმენ, მათ მონათხრობს ვწერ და ანგარიშად გიქვეყნებთო. ანუ, შტატები მის მიერვე დაფინანსებულ ადამიანებს ალაპარაკებს იმას, რაც თვითონ სურს, მერე ფარატინა ქაღალდს სამადლოდ მოგვიგდებს და ჩვენ ამ ქაღალდით მთელი მომდევნო წელი უნდა ვიცხოვროთ. ისე, ცნობისათვის, ანგარიშში არაფერია ნათქვამი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე და იცით, რატომ? შტატებიდან შემოგვითვალეს, ეგ 2018 წელს მოხდა და ამიტომ ჩვენს მოსაზრებას გაისად მოგახსენებთო, ანუ მოგვახსენებენ მაშინ, როცა რეალურად ამ თემაზე საუბარს აღარც სიმწვავე ექნება და აღარც აზრი.

სამაგიეროდ, შტატებმა უმთავრეს საფრთხედ ისევ რუსეთი დაასახელა და მოგვიწოდა: ჩრდილოელ მეზობელს არ დანებდეთ, ისევ ჩემი მონები იყავითო. ჰო, მონები, რადგან თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკა მართლა ტოლ-სწორად გვიყურებს, ძალიან ცდება. იმავე ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ ქართველებმა ისევ ვერ ისწავლეს ჭკუა, ისევ ერჩიან სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენლებს, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია. სხვათა შორის, ანგარიშის ამ ნაწილზე ოპოზიცია და ხელისუფლება ერთ აზრზეა _ გამოსასწორებელია ის, რომ ქართველი ერი ვერ შეეგუა გაურკვეველი ორიენტაციის ადამიანების ბოგინსა და პოპულარიზაციას.

ამერიკა ანგარიშში აქცენტს აკეთებს მედიადამოუკიდებლობის ნაკლებობაზე, რუსულ საფრთხეზე, “ქვიარ თემისჩაგვრაზე და არაფერს ამბობს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა შიმშილობს. ანგარიშში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ ქუჩები სავსეა უპატრონო და მშიერი ბავშვებით, რომ მოიმატა კრიმინალმა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალიან მშვიდად ყვლეფს სახელმწიფოს ხალხის ხარჯზე, რომ მოსახლეობა წლიდან წლამდე ღარიბდება, რომ ლუკმაპურის საშოვნელად ქართველები სხვა ქვეყნებში ვიღაცების მომვლელებად გარბიან, რომ არც წინა და არც მოქმედმა ხელისუფლებამ ამერიკის მიერ დემოკრატიულად აღიარებული არჩევნების წინ მიცემული პირობებიდან არაფერი შეასრულა, რომ ქართული ეკონომიკა მოარულ ხეებზე დგას.

ჰოდა, ვის აინტერესებს, რას ფიქრობს ამერიკა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე? ვის აინტერესებს, რომელ არხი რომელ ხელისუფლებას უჭერს მხარს (ეს ისედაც ნათელია)? ვის აინტერესებს იქაური სენატორებისა და კონგრესმენების შეშფოთება უაზრო თემებზე?! ამერიკავ და ევროპავ, მარტივად, ძალიან მარტივად გეტყვით: მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში შიმშილია, მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება და შიმშილის ფონზე მომატებული დაავადებები, მოკვდავობა, შობადობის შემცირება და კიდევ ათასი სხვა რამ. ეს არის თქვენს ანგარიშში ჩასაწერი, თორემ მუხთარლის საქმეზე უკვე თქვა სუს-ის უფროსმა: არის საქმეები, რომლებსაც ვერ ვიძიებთ და შესაძლოა, ეს საქმეც ასეთი იყოსო. ერს საკვები უნდა და არა ფარატინა ქაღალდი, ის, რომელსაც მოსახლეობის ხარჯზე გამაძღარი პოლიტიკოსები კითხულობენ ნავახშმევს…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here