ძველი რუსთავის ტერიტორიაზე ნამჯის პრესებს ცეცხლი უკიდია. ადგილზე შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 4 ჯგუფი მუშაობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “ინფო9”-ს განუცხადეს, ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.