Home რუბრიკები საზოგადოება “ძეგლებს პატივი უნდა ვცეთ, მით უმეტეს ჩვენი სიძეების ძეგლებს”

“ძეგლებს პატივი უნდა ვცეთ, მით უმეტეს ჩვენი სიძეების ძეგლებს”

“საქართველოს მტრების ჯინაზე ასეთი ბარბაროსობა და ნაძირლობა აღარ იქნება!”

ლევან ბერძენიშვილი

ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების (დაახლოებით 35 კაცის) 1 აპრილს თბილისში ჩამოსვლას დიდი აურზაური და ისტერიკა მოჰყვა ვითომ პროდასავლური დემოკრატების _ რუსოფობიით მოწამლული პირების მხრიდან.

ერეკლე კუხიანიძე
ერეკლე კუხიანიძე

ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებმა, სინამდვილეში “ნაცმოძრაობისა” და მისი განაყოფი “ევროპული საქართველოს” მიერ მართულმა პირებმა, რომლებსაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ, პოზნერს გაუხსენეს წლების წინათ ნათქვამი: აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ნაწილიო, და ისტერიკული შეძახილებით: “კრემლის პროპაგანდისტი” და “პუტინის იდეოლოგი” კვერცხები დაუშინეს სასტუმრო “ვინოტელს”, რომელშიც რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები იმყოფებოდნენ, და მათ საქართველოს დატოვება მოსთხოვეს.

პოზნერი და მისი თანმხლები პირები თბილისიდან იმავე დილას გაფრინდნენ.

აღსანიშნავია, რომ ის, რაც პოზნერმა ადრე თქვა, იგივე განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა, ადრე სააკაშვილის მაგინებელმა, ახლა კი მისმა გულმხურვალე აპოლოგეტმა ლევან ბერძენიშვილმა 2010 წელს ტელეარხ RTVIსთვის მიცემულ ინტერვიუში. ამასვე ლაპარაკობდანაციონალებისბელადი მიხეილ სააკაშვილიც, მაგრამ მათ ნათქვამზე, .. პროდასავლელებს აღშფოთება არ გამოუხატავთ.

მიხეილ სააკაშვილი

მას შემდეგ, რაც სასტუმროვინოტელიდანგაიყვანეს რუსი სტუმრები, გავეშებულმა ბრბომ ალექსანდრე ჭავჭავაძის სიძის, ნინო ჭავჭავაძის მეუღლის, ცნობილი რუსი დიპლომატის, დრამატურგისა და კომპოზიტორის _ ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი შეურაცხყო

მეორე დღეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა, ღირსეულმა პიროვნებამ _ ერეკლე კუხიანიძემ გრიბოედოვის ძეგლი გაასუფთავა შემდეგი სიტყვებით:

“ძეგლებს პატივი უნდა ვცეთ, ჩვენი სიძეების ძეგლებს _ მით უმეტეს.

საქართველოს მტრების ჯინაზე ასეთი ბარბაროსობა და ნაძირლობა აღარ იქნება!”

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here