Home ახალი ამბები საქართველო ძალიან კარგი ამბავი მერაბ კოსტავაზე

ძალიან კარგი ამბავი მერაბ კოსტავაზე

495

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, შესახებ ძალიან კარგი ამბავი უნდა გაგიზიაროთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის 30 წლისთავზე ლიეტუვის სახელმწიფო ზარაფხანამ გამოუშვა საქართველოს ეროვნული გმირის, ბატონ მერაბ კოსტავას, საკოლექციო მონეტა ნიუეს სახელმწიფოს $2 ნომინალით.

დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის 30 წლის აღსანიშნავი პრუფ მონეტა სიმბოლურად არის 30.30 გრამი უმაღლესი სინჯის ვერცხლისგან დამზადებული. ტირაჟი ლიმიტირებულია. სულ გამოშვებულია 500 ცალი.

მონეტაზე განთავსებულია 12 ბოლნური ჯვარი, რომელიც განასახიერებს საქართველოს 12 რეგიონს. მონეტაზე განთავსებული  მერაბ კოსტავას პორტრეტი შესრულებულია დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერის, ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილის მიერ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here