Home ახალი ამბები საქართველო ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყება – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს რეზოლუციები მიმართულია...

ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყება – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს რეზოლუციები მიმართულია საქართველოს რევანშისტული პოლიტიკის მხარდაჭერისკენ

984
ცხინვალი

ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი ეუთოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ მღებულ რეზოლუციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი მიმართულიასაქართველოს რევანშისტული პოლიტიკის მხარდაჭერისკენ და ამერიკავკასიაში დამყარებული სამხედროპოლიტიკური ბალანსის მიზანმიმართული მოშლისკენ“. „რესისინფორმაციით, ამის შესახებ დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

11 ივლისს, ბერლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, დეფაქტო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ რეზოლუციით რუსეთს მოუწოდებენ გაიყვანოს ჯარები და უარი თქვას „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის აღიარებაზე. მათივე თქმით, იმავე დღეს, ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე ალიანსის ხელმძღვანელობამ დაადასტურა საკუთარი მისწრაფება, საქართველო თავის რიგებში ჩართოს.

„შეუძლებელია, ყურადღება არ მიექცეს დუბლირებული ხასიათის პოზიციებს, რომლებიც მიღებულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოედნებზე, რაც ფაქტობრივად ითვალისწინებს ღია პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის დემონსტრირებას, რომელსაც უწევენ აგრესორ ქვეყანა – საქართველოს, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი ნეგატიური ტალღის წარმოქმნას“, – ნათქვამია დეფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

http://www.interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here