Home სხვადასხვა დაიჯესტი ცოლის მეგობარმა, გეი რომ ეგონათ, ქმარს რქები დაადგა

ცოლის მეგობარმა, გეი რომ ეგონათ, ქმარს რქები დაადგა

1530
ქორწილი

30 წლის ლონდონელი ფერგუს კლარკსონი ცოლსა და მის მეგობარზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას აეკრძალა ცოლთან და მის საყვარელთან მიახლოება, რომელიც ჰომოსექსუალად მიაჩნდა.

ფერგუსი შინ დაბრუნდა დილის 4 საათისთვის, როცა ცოლი და მისი ახალი “ბოიფრენდი” სლეტერი კოქტეილს სვამდნენ და დროს ატარებდნენ. “ბოიფრენდი” ჩივის, რომ ქმარი უწინაც ცდილობდა, მას თავს დასხმოდა. სკანდალი თავიდან რომ აეცილებინა, სლეტერი ბაღში გავარდა და ღობის იქით დაიმალა. ქალმა (ცოლმა) კი განაცხადა, რომ ქმარმა სცემა და ღობის ძირას შეყუჟული სლეტერიც კარგა გვარიანად მიბეგვა.

ფერგუსის ვერსია განსხვავებულია. მისი თქმით, ცოლი ეფიცებოდა, რომ არასოდეს უღალატებდა, ხოლო მისტერ სლეტერი ჰომოსექსუალია და სცენა, რომელიც შინ დაბრუნებულ ქმარს დახვდა, მხოლოდ რომანტიკული გარემოს შესაქმნელად იყო მოწყობილი _ სანთლები, კოქტეილი და სასიამოვნო საუბარი(!), სლეტერი კი ბაღში დაემალა.

“ჩვენ მშვიდად ვარკვევდით მომხდარს და მხოლოდ ერთხელ დავარტყი და ვთხოვე, წასულიყო ჩემი სახლიდან, _ თავს იმართლებდა ქმარი, _ ჩემს შვილს მეორე სართულზე ეძინა, ცოლი და მისი მეგობარი კი მთვრალები იყვნენ”.

მოსამართლე ნიკოლას ვატამმა გაამართლა ნაცემი ქალი და მამაკაცი, “ეჭვიანი ქმარი” კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის ახლა სასამართლოს განაჩენს ელოდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here