Home რუბრიკები საზოგადოება ცოდვის ტრიალი

ცოდვის ტრიალი

სიცრუე, ყოველი უბედურების თავიდათავი, გალაღდა, ამიტომაც ტრიალებს ცოდვის დოლაბი ჩვენს თავზე

600
ცოდვის ტრიალი

კაცს ღმერთი რომ გაუწყრება, ჯერ ჭკუას გამოაცლისო, _ ნათქვამია. შემდეგ ის ჭკუაგამოცლილი კაცი თვითონ სჯის თავის თავს, სხვისი ჩარევის გარეშე. დასასჯელი კი არის, რადგან ღმერთი უმიზეზოდ არ გაუწყრებოდა. მაინც რა მიზეზია ისეთი, ღვთის წყრომა რომ გამოიწვია? ეს არის ცოდვა, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩაიდინა კაცმა თუ ერმა.

უბედურება, რომელიც ჩვენს და, საერთოდ, ცივილიზებული კაცობრიობის დიდი ნაწილის თავზე ტრიალებს, ღვთის წყრომის შედეგად ჭკუაგამოცლილი ხალხის ხვედრია. დიდი დაკვირვება და ინტელექტი არ სჭირდება იმის დანახვას, რა უაზრობებს აკეთებენ და რა უბედურებისაკენ მიისწრაფიან ზნეობადაკარგული დღევანდელი ე.წ. დაწინაურებული ერები თუ სახელმწიფოები. ჭკუაგამოცლილი კაცი თუ ერი და სახელმწიფო ზნეობადაკარგული იქნება, აბა, რა!

სხვის ცოდვებს ვერ ჩამოვთვლი და არც მევალება, ჩვენი ერისა თუ ხალხის ცოდვები კი ერთად გავიხსენოთ და მივხვდებით, რატომ და რისთვის ვისჯებით ასე.

საქართველოს უპირველესმა ბრძენკაცმა, თავისი სამშობლოსთვის უშურველად ნაღვაწმა და თავშეწირულმა ილია მართალმა, დიდმა ილია ჭავჭავაძემ, გულისტკივილით შეაფასა მშობელი ხალხი: ყველა ყრუი, ყველა ცრუიმტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი”. სწორედ ამის დასტური იყო ის “ბერდანკის ტყვია”, რომელიც ჩვენმა თანამემამულეებმა დაახალეს მას გენიალურ შუბლში!

ღმერთო შეაყვარე ქართველებს საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა”, _ მოთქვამდა გენიალური ვაჟაფშაველა, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და წამლის ფულიც კი არ ჰქონდა. ეს მაშინ, როდესაც მისი მდიდარი თანამემამულეები სრა-სასახლეებს იშენებდნენ ან მამულებს ჰყიდდნენ უცხოტომელებზე გაუთავებელი ღრეობებისათვის აღებული ვალების გასასტუმრებლად.

ყველა ყრუი, ყველა ცრუიო”, ილია რომ ამბობდა, მაშინ თვალშისაცემი იყო სიყრუე და სიცრუე, ამიტომ თქვა იმ ბრძენკაცმა ხაზგასმით: “ყველა”-; აქცენტი გაამძაფრა. ახლა სიცრუე საყოველთაო მოვლენაა და ის კაცი, რომელიც არ ცრუობს, “თეთრ ყვავადჩანს და არანორმალურად არის მიჩნეული. დღეს ნორმალურია სიცრუე, მართლის თქმა კი _ არანორმალური. ამას ღირებულებათა გადანაცვლება ჰქვია: “ცუდმადაკარგმაადგილები შეიცვალეს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მოხდა შეფასების კრიტერიუმის მეტამორფოზა, რომელმაც ღირებულებათა დევალვაცია გამოიწვია.

სიცრუე რომ გაბატონდება საზოგადოებაში, სახელმწიფოში თუ ქვეყნიერებაზე, ეს არის სწორედ “ცოდვის ტრიალი”, რადგან დიდი რუსთველისა არ იყოს, სიცრუე და ორპირობა ავნებს სულსა, მერმე _ ხორცსა”. ამ სიცრუემ კაცობრიობის სულს, დიდი ხანია, ავნო, რაც მხოლოდ ღვთისგან რჩეულმა ადამიანებმა დაინახეს, მაგალითად, ოსვალდ შპენგლერმა, რომელმაც ზუსტად ასი წლის წინათ გამოაქვეყნა ნაშრომი ევროპის დაისი”. ხორცის ვნება გვიან დაიწყო, რაც დღემდე ვერ გააცნობიერეს ვერც ხელისუფლებებმა და ვერც ხალხების დიდმა უმრავლესობამ.

სხვებს თავი რომ დავანებოთ, იმის აღრიცხვა, რაც დღეს ქართველ საზოგადოებაში ტყუილი ითქმის და სიცრუე იღვრება, შეუძლებელია. ცრუობს ყველა: მეეზოვითა და ბაზარში ყველის გამყიდველით დაწყებული, პრეზიდენტითა და პარლამენტის სპიკერით დამთავრებული. ცრუობენ ექიმები და ვექილები, პედაგოგები და ბიზნესმენები, სამხედროები და მეცნიერები, დიდები და პატარები, ხოლო პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების მატყუარობა დღემდე არსებულ ყოველგვარ ზღვარს, კარგა ხანია, გადასცდა. სინდისნამუსი და ღირსება აქ უკვე სახსენებელიც აღარ არის.

იტყვიან ხოლმე, _ იმ კაცმა უწყინარი ტყუილი თქვაო. არა, ბატონებო, უწყინარი და მაწყინარი ტყუილი არ არსებობს, რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა (რუსთაველი).

სამწუხაროდ, ჩვენთვის სიცრუე, დიდი ხანია, რაღაც დამახასიათებელ ნიშნად იქცა. ტყუილად არ შეიქმნებოდა ისეთი ანდაზები, რომლებშიც მართლის მთქმელი და მქნელი სამწუხარო გამონაკლისად არის მიჩნეული: “მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო”, “მართლის მთქმელი მოკლესო”, “მიჰყე, მიჰყე სიმართლესა, გამოგიდევს სინათლესა”- და , ბატონო, რა პატივში ყოფილან ჩვენში მართლის მთქმელები და მიმდევრები.

თუ უწინ სიმართლეს ყველა არ ამბობდა, უმრავლესობა არ ცრუობდა მაინც. რადგან ქრისტიანი ერი ვიყავით, ქრისტეს მცნებების დარღვევა დიდ ცოდვად მიგვაჩნდა. “არ იცრუო!” ერთ-ერთი ფუნდამენტური მცნებაა და მისი დარღვევა მიუტევებელი ცოდვაა. ასე ფიქრობდა ღვთისმორწმუნე ხალხი და ქვეყანას ზნეობრივ საყრდენებს უმაგრებდა. ახლა ჭეშმარიტად ღვთისმოშიში ადამიანი სანთლით საძებარია, ხოლო რელიგიურ დღესასწაულებზე ვითომ მრევლის მიერ გადავსებული ტაძრები და მონასტრები თითოეული იქ მყოფის რწმენაზე კი არ მეტყველებს, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტოტალურ სიცრუეზე: “აი, ნახეთ სანთელს ვანთებ, მაშასადამე მორწმუნე ვარ!” ისევე, როგორც ეკლესიათა მშენებლობის ბუმი ლოზუნგით: “ყველა უბანსა თუ დიდ ეზოში _ ეკლესია!” ასე რომ არ იყოს, რაღაც ზნეობრივი გაჯანსაღების ნიშნები მაინც გამოჩნდებოდა და ისე არ გალაღდებოდა სადიზმი და სისასტიკე, უღმერთობა და სოდომური ცოდვები, რომლებმაც თითქმის ყველა თაობა მოიცვა ჩვენშიც და სხვაგანაც, განსაკუთრებით კი დაწინაურებულ, მდიდარ, ძლიერ დამისაბაძქვეყნებში. სტატისტიკა ხშირად ისეთი უაზრო სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის ფაქტებს წარმოაჩენს ხოლმე, რომლის მსგავსი მანამდე ცნობილი არ იყო კრიმინალისტიკაში.

უზარმაზარი პერიოდები დასჭირდა კაცობრიობას, რომ გარე სამყაროს შემეცნების პროცესში მოპოვებული ცოდნის საფუძველზე ზნეობრივ შეგნებამდე მისულიყო. ზნეობა კი ადამიანში ადამიანურობის არსებითი ნიშანია. თუ შემეცნება ჭეშმარიტების ძიებაა (და ეს ასეა), მაშინ ზნეობა, ცხადია, ჭეშმარიტებას, ანუ სიმართლეს ეფუძნება; სიმართლეზე ხელის აღება ზნეობრიობაზე ხელის აღებაა, რაც ცნობიერების დეფორმაციას იწვევს. იმიტომ, რომ ზნეობა, კლასიკური თუ თანამედროვე გაგებით, არის სიკეთის ქმნა, დაცვა და დამკვიდრება. მასზე უარის თქმა სიკეთის უარყოფაცაა და, თუ სიკეთეს უარყოფ, მაშინ შენს ცნობიერებაში მის ადგილს სიცრუეზე დაფუძნებული ბოროტება დაიკავებს. ზნეობაზე ხელაღებულმა ხალხის დიდმა ნაწილმა სიკეთეზეც აიღო ხელი და ბოროტების, სიცრუის გზას შეუდგა: ავი კარგად მიიჩნია (“ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო”, _ დავით გურამიშვილი). ადამიანური ცნობიერების დეფორმაციაზე ერთი საყოველთაოდ ცნობილი მოვლენაც მეტყველებს:

ცოდვის ტრიალი

ყველამ იცის, რა პოპულარულია მოზარდებში (და არა მხოლოდ მოზარდებში, ზრდასრულებსა დაგადამწიფებულებშიც”) დახეულდაგლეჯილი ჯინსის შარვლები. მოზარდები ტირილით ეხვეწებიან მშობლებს: მთელი, ახალი ჯინსი არ გვინდა, დაგლეჯილდაფლეთილი გვირჩევნიაო. ზრდასრულები დაგადამწიფებულებიარ ტირიან, ბაზრობაზე მიდიან და ახალსა და მთელზე 5-ჯერ უფრო ძვირად ყიდულობენ დაგლეჯილ შარვლებს და სიხარულით ბრუნდებიან შინ, რათა მეორე დღეს თავი მოიწონონ საზოგადოებაში ან ტელეეკრანზე ათასობით მაყურებლის თვალწინ, ნახეთ რა თანამედროვე ვარო. რა გამოდის? პასუხი მარტივია: “თანამედროვისთვისდახეული და დაგლეჯილი სჯობია მთელსა და უნაკლოს! ეს იგივეა, სახურავჩანგრეული სახლი რომ ამჯობინო უჟანგავი თუნუქით გადახურულს.

უნაკლო შარვალი უფრო სრულყოფილად ასრულებს თავის ფუნქციურ დანიშნულებას, ვიდრე დახეულ-დაგლეჯილი. მთელი კარგია, დახეულ-დაგლეჯილი _ ცუდი. ამ ფაქტის მიმართ სხვა აზრი საღი გონებისა და ფსიქიკის ადამიანს ვერ ექნება. მაშ, რა სჭირთ მათ, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვთ? მათ ცნობიერებაში ღირებულებათა დევალვაცია მოხდა: “ცუდიმიიჩნიესკარგად”. ამ შემთხვევაშიცუდიმართლა კი არ იქცაკარგად”, არამედ დამახინჯებულ ცნობიერებაში შეფასების კრიტერიუმი გადაადგილდა და, რადგანკარგმაპოზიტიური შეფასებითი შინაარსი დაკარგა, მისი სრული დევალვაცია მოხდა, მახინჯმა ცნობიერებამკარგისსაპირისპირო საგანი _ “ცუდიაირჩია. ცუდის დევალვაცია შეუძლებელია, ისევე, როგორც შეუძლებელია ნულის რაიმე რიცხვზე გამრავლება ან გაყოფა.

ეს მოვლენა კარგის ნიშანი არც მაშინ იქნებოდა, მხოლოდ ჯინსის შარვლებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებაში რომ ვლინდებოდეს, მაგრამ დიდ უბედურებასთან ჯერ კიდევ არ გვექნებოდა საქმე. სამწუხაროდ, დევალვაცია საყოველთაო მოვლენად იქცა. იგი გაბატონდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რა თქმა უნდა, “ძლიერთა ამა ქვეყნისათაპირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერით, წახალისებითა და გაბატონებული პოლიტიკური დოქტრინების ხალხისთვის თავსმოხვევის მდიდარი არსენალის გამოყენებით. ეს რომ ასეა, ნათლად მეტყველებს დღევანდელი “მოწინავე” ქვეყნების ნეოლიბერალური “იდეოლოგია” და ე.წ. “ადამიანის უფლებების” დაცვის სისტემები.

რომ არა კოლოსალური ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, ლგბტ მახინჯი ორგანიზაციები ვერ მოახერხებდნენ ბევრი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დატერორებას. საქმე იქით მიდის, რომ მალე გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ძმანი და დანი მათნი თავიანთ თავს ნორმალურად, ხოლო ჰეტეროსექსუალებს არანორმალურებად აღიარებინებენ საზოგადოებრიობას. განა ამის ნიშანი არ არის ის, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მამათმავლობა დაავადებათა სიიდან ამოშალა და სიყვარული სნეულებად გამოაცხადა?! ახლა განვითარებულ ქვეყნებში მამათმავლობა პიროვნების სექსუალურ ორიენტაციად ითვლება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. აი, ავი უკვე გამოაცხადეს კარგად. თუ ჩვენ არ გავაქტიურდით, მალე კარგს ავად გამოაცხადებენ და კაცობრიობაც წერტილს დაუსვამს თავის ისტორიას

როდესაც გაიძულებენ, აღიარო, კაცის კაცთან ქორწინება კარგიაო, ეს განა სიმართლეზე სიცრუის, ზნეობაზე უზნეობის გამარჯვება არ არის? მეტიც, ეს არის მიუტევებელი სოდომური ცოდვის კარგ საქციელად ტრანსფორმირების ცდა. დავიწყებულია დიდი რუსთაველის შეგონება: ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”! შიცრუე, ყოველი უბედურების თავიდათავი, გალაღდა, ამიტომაც ტრიალებს ცოდვის დოლაბი ჩვენს თავზე. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. კორონავირუსის ავი აქტივობის საკაცობრიო რეზონანსი იმ სასჯელის უწყინარი გამოვლინებაა, რომელიც კაცობრიობას და, კერძოდ, ჩვენ, ქართველებს, გველოდება. გაგიკვირდათ? ქართული ტელევიზიებისა და პრესის 90%-ზე მეტი სიცრუესა და სატანისტურ აზრებს რომ ქადაგებს, საზოგადოება კი ეგუება და, მცირე გამონაკლისის გარდა, ითმენს ამას, განა უზნეობისა და ურწმუნობის თანამონაწილეობა არ არის? ჰოდა, არ გაგიკვირდეთ, რომ ამ კორონავირუსს (ხელოვნურია იგი, თუ ბუნებრივი) ვერაფერს უხერხებსფანტასტიკურადგანვითარებული მეცნიერება, რომელიც ღმერთს, როგორც უზენაეს შემოქმედს, კარგა ხანია, თავხედურად ეჯიბრება.

დიდმა ილიამ ბრძანა და ზემოთ უკვე ვთქვი ამაზე “მტრის ვერ მცნობი, მოყვრის მგმობი” ხალხი ვართ ჩვენო. ცამდე მართალია! აკაკიმ კი ჩვენი ხალხი საცოდავ მურიას შეადარა: რას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუდქიცინა მურია!” ასე რომ არ იყოს, საქართველოს ხელისუფლება ასე სამარცხვინოდ როდი უქიცინებდა კუდს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ოდიოზურ მაღალჩინოსანსაც კი, ხოლო მისი ელჩი, ვიღაც ქალი, მონღოლ ნოინზე მეტი უფლებებით აღჭურვილი როგორ იქნებოდა? თავმოყვარე კი არა, უბრალოდ, საღი ცნობიერების ადამიანი როგორ შეეგუება იმას, რომ სხვამ (ოკეანისგაღმელმა) დაუნიშნოს მტერი და მოყვარე, სხვამ დაუწესოს სავალი გზა-კვალი და ისიც უკარნახოს, ვინ არის და ვისი შთამომავალია! არადა, ქართველებს ასე გვექცევიან და ჩვენც ვეგუებით! ისე როგორ შეიძლება გამოთაყვანდეს ხალხი (ხელისუფლებას ვგულისხმობ, უპირველესად), რომ ისტორიულად ჩვენი გადამრჩენი მტრად გამოაცხადოს, დამღუპველი კი _ მეგობრად! “ობოლო, ვის მოკლავო და, ვინც გამზარდა, იმასო”. რატომ, შე ოხერო, რატომ? ჰოდა, უმადურობა, როგორც უმძიმესი ცოდვა, სასტიკად ისჯება ღვთის განგებით. იმ ტვინგადაბრუნებული ობლის შესახებ ერთობ საგულისხმო ამბავია გადმოცემული ჩვენი ფოლკლორის კლასიკურ ნიმუშში _ “ამირანში”.

გახსოვთ, ალბათ, ახალდაბადებულ ამირანს განკაცებულმა და დედამიწაზე ჩამოსულმა უფალმა საარაკო ძალ-ღონე და დაუმარცხებელი ფალავნობა რომ დაანათლა. მერე, როცა ამირანმა ყველა დაამარცხა დედამიწაზე, ნათლია-ღმერთს მიადგა, _ მეჭიდავეო. _ ნათლიასთან ჭიდაობა როგორ შეიძლებაო?! _ ღმერთმა. _ არა, უნდა მეჭიდავოო, უნდა გავიგო, ვინ არის ჩვენში უძლიერესიო, _ არ დაიშალა ტუტუცმა ფალავანმა. _ მაშინ ამ ხელჯოხს ჩავასობ მიწაში და ამოთხარე, თუ შეგიძლიაო, _ უთხრა უფალმა. ჩაასო ხელჯოხი და ამირანმა ნეკის წამოკვრით ამოთხარა. _ მეჭიდავე, თუ არ შეგიძლია, მაშინ აღიარე ჩემი უპირატესობა და შენს გზაზე წადიო, _ ტუტუცმა ფალავანმა. მაშინ უფალმა ჩაასო ჯოხი მიწაში და უბრძანა: ფესვები გაიდგი ისეთი, რომ დედამიწის გულამდე ჩაწვდესო. აბა, ახლა სცადე ამოღებაო, _ უთხრა ნათლულს. დაეჭიდა ამირანი, მაგრამ ძვრა ვერ უყო. მაშინ უმადური ნათლული კავკასიონის ერთ კლდეზე ჯაჭვით მიაბა უფალმა და სამუდამო სატანჯველში ჩააგდო, სანამ არ მოინანიებდა. მოინანია თუ არა იმ უმადურმა უმადურობა არ ვიცი, მაგრამ თავდახსნილი ამირანი არავის უნახავს ჯერაც. არ გეცნოთ უმადურობის ეს მაგალითი? განა არ ჰგავს იგი რუსეთის მიმართ ჩვენს უმადურობას? ან კიდევ იმ უბედური ობლის საქცილს, თავის გამზრდელს მოკვლას რომ უპირებდა? ძალიან ჰგავს, ძალიან! ჰოდა, თუ დროზე არ “მოვეგებით გონებასა”, ამ ცოდვისთვის ღირსეული სასჯელი არ აგვცდება, თუმცა სასჯელის აღსრულება დაწყებულია: უმეტესობა ჭკუაგამოცლილი ვართ და ავსა და კარგს ვეღარ ვარჩევთ, მოყვარე მტერი გვგონია, მტერი კი _ მოყვარე, სირცხვილი ჩამორჩენილობად, უსირცხვილობა კი განვითარებულობად მიგვაჩნია.

ცოდვით დამძიმებულებზე, რომლებიც ჯიუტად უარს ამბობენ მონანიებაზე, უფალი ხელს იღებს და ეს საცოდავები სატანებს უვარდებიან ხელში. სატანის მიერ გაბრუებულები ვეღარც კი ხვდებიან, რა განსაცდელი ელოდებათ ხვალ. აი, თუნდაც იუვენალური სამართლის დამკვიდრება, რაც გველოდება ოჯახური ძალადობისგან ბავშვებისა და ქალების დაცვის საბაბით მშობელი ბავშვს თუ გაუწყრა, წიგნის წაკითხვა და გაკვეთილების მომზადება აიძულა, ბავშვს უფლება ექნება, პატრულს გამოუძახოს და მშობლისგან დაცვა სთხოვოს. მშობელი თუ გაჯიუტდა და განაცხადა, რომ კვლავაც აიძულებს შვილს გაკვეთილების მომზადებას, მაშინ სახელმწიფო ორგანოებს უფლება ექნებათ, შვილი წაართვან მშობლებს და აღსაზრდელად სახელმწიფოს ან სხვა მსურველებს გადასცენ. ხოლო, თუ მშობელმა ცელქ შვილს ყური აუწია, ციხე არ ასცდება! ე.ი., მშობელი შვილის მტერია, სახელმწიფო ძალოვანი ორგანო _ მოყვარე!

როგორია, ჰა?! ეს არის დემოკრატია და პიროვნული თავისუფლება? ცოდვის ტრიალია ეს, ცოდვის ტრიალი! ცოდვიანი ისეა დამძიმებული თავისი ცოდვით, რომ ამ ცოდვის ტრიალს ვერ ხვდება და ვერც მიხვდება მანამ, სანამკუპრში არ მოუვა ქშენანი”. აი, მაშინ კი მონანიება გვიანი იქნება.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე გამოვაქვეყნე სტატია წარღვნა”, რომელშიც წინასწარმეტყველებასავით გამოვიდა ნათქვამიწარღვნა კარზეა მომდგარი!” კორონავირუსის პანდემია განა წარღვნასავით არ არის?! იგი ჯერჯერობით სუსტია, მაგრამ ზნეობრივი წარღვნის ნიშნებს აშკარად ამჟღავნებს. ზნეობრივი წარღვნა ფიზიკურ წარღვნაზე უკეთესი ხომ არ ჰგონია ვინმეს? ზნეობრივი წარღვნა ცივილიზებულ ცხოველად გადაქცევას უქადის კაცობრიობას და მტერმა უყურა ცხოველებად გადაქცეულ ხალხს! არადა, მაგალითი უკვე ბევრია: კაცის კაცთან “კანონიერი” ქორწინება, მერე მათ მიერ შვილის აყვანა და დედ-მამის ნაცვლად “მშობელი #1” და “მშობელი #2”-ის შემოღება, გეიაღლუმები, ლგბტ-თა ჭრელი დროშების ფრიალი და ა.შ.

საიდან დაიწყო ეს თავზარდამცემი ზნეობრივ-ფიზიკური დეგრადაცია, ეს საშინელი გადაგვარება, საკაცობრიო ღირებულებათა “ავად” მიჩნევა _ “ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო!” (გურამშვილი) და ანტიადამიანური საქციელის გაფეტიშება? პიროვნების სრული თავისუფლების სატანისტური იდეის შემოღებით?

გახსოვთ, ალბათ, დოსტოევსკის “ძმებ კარამაზოვებში” არის ასეთი ეპიზოდი: უფროსი ძმა კარამაზოვი, რომელმაც ევროპული განათლება მიიღო და რევოლუციური იდეებით არის დასნებოვნებული, უმცროს ძმას, ტაძრის მორჩილს ასწავლის: “ღმერთი არ არის, სიცრუით გიტენიან თავს რელიგიის მსახურები”. უმცროსი ძმა პირდაღებული უსმენს მისთვის შეუვალ ავტორიტეტს, უფროს კარამაზოვს და ბოლოს აღტაცებული შესძახებს: ღმერთი არ არის! ესე იგი, ყველაფერი ნებადართულია!” აი, როდესაც ადამიანი ჩათვლის, რომ ყველაფერი ნებადართულია, იწყება მასში ადამიანობის კვდომა. ეს აზრია გაცხადებული ჟანპოლ სარტრის ცნობილ შეფასებაში: თავისუფლებით დაწყევლილი!” ადამიანია სწორედ ის არსება, რომელიც თავისუფლებით არის დაწყევლილი.

არც ერთი ცხოველი არ მოიქცევა თავისი ბუნების შეუსაბამოდ, როგორ პირობებშიც უნდა მოექცეს იგი: მგელი შიმშილით მოკვდება და ირემივით ბალახს არ მოძოვს, ასევე მოკვდება ირემი და ხორცს პირს არ დააკარებს. ადამიანი, რადგან შემეცნების უნარი უბოძა ღმერთმა, მგელივითაც მოიქცევა და ლომივითაც, უფრო კი ვირივითაც, თუ დასჭირდა, რა თქმა უნდა. და რომ იგი მუდამ ადამიანურად მოიქცეს, ამისათვის არსებობს მისთვის ზნეობრივი და სამართლებრივი კანონები, ტრადიციები და ადათწესები, რომლებიც მხოლოდ აკრძალვებია. ახლა ნეოლიბერალებს რომ ჰკითხო, აკრძალვები პიროვნების თავისუფლებას ზღუდავს და უნდა დავსაჯოთ ყველა, ვინც ბავშვებს (და დიდებსაც) რაიმეს უკრძალავსო. ეს არის სატანისტური იდეოლოგია, რომელიც დაღუპავს კაცობრიობას, თუ თვითონ კაცობრიობამ არ მოუღო ბოლო ნეოლიბერალიზმს.

“თავისუფლება,” როგორც ლოზუნგი, ეშმაკის დემაგოგიაა, რადგან, მას რომ შესთავაზებ ადამიანს, არც დაფიქრდება, ისე დაგიკრავს სიხარულით ტაშს; იმაზე კი არ დაფიქრდება, რისგან გათავისუფლებას ჰპირდები: პატიმრობიდან თუ სამსახურიდან, სინდისისგან თუ მოვალეობისგან, ქონებისგან თუ პასუხისმგებლობისაგან. აკრძალვების გარეშე თუ გაზარდე ბავშვი, ნებისყოფა როგორ ჩამოუყალიბდება? ნებისყოფა ხომ პიროვნების ფუნდამენტური ნიშანია. რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა _ გვმოძღვრავს დიადი შოთა. ადამიანს თუ არ შეუძლია ეს, ანუ ნებისყოფა თუ არ აქვს, იგი ცხოველია, რადგან სწორედ ცხოველს არ აქვს ნებისყოფა, რაც უნდა ძლიერი იყოს იგი.

ნუთუ ვერ ხვდება საზოგადოება, თუ ის საზოგადოებაა, რომ, რაც უფრო იზრდება სირცხვილის დეფიციტი, მით სცილდება ადამიანი ადამიანობას. არადა, ნეოლიბერალები ტვინს ურევენ მოზარდებს, როცა უქადაგებენ, რომ სირცხვილის განცდა ხელს უშლის ადამიანს, სრულად გამოავლინოს შინაგანი ძალები. რა გამოდის? თუ რაღაცის გრცხვენია, ეს სირცხვილია? ვაი, მათ პატრონს, უბედურს!

ადამიანის ადამიანობა მაშინ დაიწყო, როცა მას სირცხვილის განცდა გაუჩნდა. “ბიბლიაში” ადამისა და ევას სახით მოცემული სიმბოლური სიუჟეტია ამის დასტური. მაშ, ჩვენ ვის და რის წინააღმდეგ მივდივართ? ღმერთის მცნებების წინააღმდეგ? იმ ევროპას მივყვებით, რომელსაც ღმერთი მართლა გარდაცვლილი ჰგონია?

გონს მოვეგოთ ყველანი ერთად ან ცალ-ცალკე მაინც, სანამ საბოლოოდ არ წაგვლეკა ჯერ ზნეობრივმა და მერე ფიზიკურმა წარღვნამ! დავგმოთ სიცრუე და შევუდგეთ სიმართლის გზას! ამის შემდეგ კი მტერ-მოყვრის გარჩევაც აღარ გაგვიჭირდება!

მუხლმოდრეკილი მონანიე, თქვენი ფეხთა მტვერი

ზურაბ ცუცქირიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here