Home სხვადასხვა დაიჯესტი ცნობილმა აფროამერიკელებმა აშშ-ს 14 ტრილიონი მოსთხოვეს

ცნობილმა აფროამერიკელებმა აშშ-ს 14 ტრილიონი მოსთხოვეს

762
ცნობილმა აფროამერიკელებმა აშშ-ს 14 ტრილიონი მოსთხოვეს

Black Entertaiment Televizionის (უდიდესი ამერიკული საკაბელო ტელეარხი, რომელიც ორიენტირებულია აფროამერიკელ მაყურებელზე) დამფუძნებელმა რობერტ ჯონსონმა სხვა გამოჩენილ აფროამერიკელ მოღვაწეებთან ერთად გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ აშშის შავკანიან მოსახლეობას მონობისთვის რეპარაცია უნდა გადაუხადოს 14 ტრილიონი დოლარის ოდენობით. ამის თაობაზე წერს Daily Mail.

ჯონსონის აზრით, რეპარაცია შეამცირებს რასობრივ უთანასწორობას და ყველას დაანახვებს, რომ თეთრკანიანი ამერიკელები აღიარებენ ოდესღაც მონობით გამოწვეულ უსამართლობას.

“14 ტრილიონი დოლარი განა ბევრია იმისთვის, რომ გამოისყიდონ 200-ზე მეტი წლის განმავლობაში ჩადენილი სასტიკი მონობა, სოციალური და ეკონომიკური დისკრიმინაცია, რომლებსაც მთავრობა მხარს დე ფაქტო და დე იურე უჭერდა, და ემოციური ტრამვები, რომლებსაც განიცდიდნენ შავკანიანი ამერიკელები? და დღეს ჩვენ გვაიძულებენ, დავიჯეროთ ფარისევლური განცხადებები, რომ ყველა ადამიანი თანასწორია”, _ განაცხადა ჯონსონმა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here