Home სხვადასხვა დაიჯესტი ცირკი მოვიდა: ბაიდენი, ფსაკი და ლედი გაგა ამერიკის სიმბოლოებად იქცნენ

ცირკი მოვიდა: ბაიდენი, ფსაკი და ლედი გაგა ამერიკის სიმბოლოებად იქცნენ

2021 წლის 20 იანვარი ისტორიაში შევა, როგორც თეთრკანიანი ქრისტიანი პროტესტანტების მიერ შექმნილი ძველი ამერიკის საბოლოო დახურვა

394
ცირკი მოვიდა: ბაიდენი, ფსაკი და ლედი გაგა ამერიკის სიმბოლოებად იქცნენ

ამერიკაში დასრულდა არჩევნების ეპოპეა. 25 ათასი ჯარისკაცის ზურგს ამოფარებულმასახალხო პრეზიდენტმაჯო ბაიდენმა ათასი რჩეული ამერიკელის წინაშე დადო ფიცი. ჯენიფერ ფსაკიმ _ ჯო ბაიდენის პრესსპიკერმა, პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა, ხოლო ინაუგურაციაზე აშშის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა.

აშშ-ის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა
ლედი გაგამ აშშ-ის ჰიმნი  შეასრულა

აი ასე, სირენების კივილისა და აფეთქების საფრთხის გამო აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ევაკუაციის ფონზე შევიდნენ “ახალ საოცარ სამყაროში” (ინგლისელი მწერლის, ოლდოს ჰაქსლის, ანტიუტოპიური რომანი _ ნ.კ.), როცა სამუდამოდ დაიხურა ძველი ამერიკა და გაძლიერდა გლობალისტების სწრაფვა მსოფლიო ბატონობისკენ.

რაც უნდა მოხდეს შემდეგ, ეს დღე ისტორიაში შევა, როგორც თეთრკანიანი ქრისტიანი პროტესტანტების მიერ შექმნილი ძველი ამერიკის საბოლოო დახურვა. ის აშშ არ იყო კეთილი, იმ აშშ-მა გენოციდი მოუწყო ინდიელებს; ის აშშ დაავადდა განდიდების მანიით, გაძარცვა თითქმის მთელი მსოფლიო, რომელსაც თავს მოახვია თავისი ვალუტა (უფრო ზუსტად, არა თავისი, არამედ რამდენიმე კერძო პირის ნებას დამორჩილებული ფედერალური სარეზერვო სისტემის), თავის პარტნიორ ინგლისელებთან ერთად შეძლო ორი მსოფლიო ომისა და უამრავი ეკონომიკური კრიზისის პროვოცირება, გააჩაღა რამდენიმე ათეული ომი და მოაწყო “ფერადი რევოლუციები” და ეს მხოლოდ ბოლო 70 წლის განმავლობაში. ეს ამერიკა არ ყოფილა პატიოსანი. მისი მთავარი ლოზუნგი იყო “ბიზნესი და არაფერი პირადული”, ეროვნული გმირები კი იყვნენ კოვბოი და ბანდიტი ალ კაპონე მაგრამ ის იყო გასაგები. თავის ოცნებასთან დიდ ოჯახზე თავის სახლში, მამაზე, რომელიც ფულს გამოიმუშავებს, და შვილებზე მზრუნველ დედაზე. თავისი ჰოლივუდური ფილმებით. 20 იანვარს ის ძველი ამერიკა საბოლოოდ დასრულდა, როცა ტახტზე დასვა მოხუცი ულტრაკონიუნქტურისტი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში თეთრკანიანებისა და შავკანიანების ერთად სწავლის წინააღმდეგ გამოდიოდა, ხოლო 2020 წელს შავკანიანებს ეუბნებოდა, რომ ისინი არ იქნებიან ნამდვილი შავები, თუ ხმას არ მისცემდნენ არჩევნებში. ხელისუფლების სათავეში მოვიდა ჯგუფი ბოროტი კლოუნებისა, რომელთა უკანაც ჩანს ტრანსნაციონალური კორპორაციების ეშვები.

BLM-ის აქცია ვაშინგტონში 21 იანვარს
BLM-ის აქცია ვაშინგტონში 21 იანვარს

ეს დემოკრატიის დღეა. ეს არის იმედის ისტორიული დღე. ჩვენ ბევრ გამოცდას გავუძელით. ჩვენ დღეს ვზეიმობთ ხალხის ნების აღსრულებას. ჩვენი დემოკრატიის მიერ ცოტა ხნის წინათ გამოვლენილი სისუსტის მიუხედავად, ჩვენ შევძელით, ბოლო მოგვეღო მათთვის, ვინც ცდილობდა ძალადობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მალე დავწერთ დიდებულ თავს აშშის ისტორიაში. ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი დემოკრატია. ასე შევძლებთ უკეთესი მსოფლიოს დატოვებას ჩვენი შვილებისთვის. მინდა, ფიცი დავდო ღმერთისა და ყველა თქვენგანის წინაშე: მე ყოველთვის დავიცავ კონსტიტუციას, დემოკრატიასა და ამერიკას. მინდა, ყველას მოგცეთ თავისუფლება, მინდა, იგემოთ თქვენი შრომის ნაყოფი; ჩვენ ყველა ერთად დავწერთ აშშის ახალ ისტორიას. ეს იქნება ნათელი და არა უკუნი. ეს იქნება სიყვარულისა და დიდების ისტორია. ეს ჩვენ მიგვიყვანს მომავლამდე, რომლის აშენებაც გვსურს”, _ თქვა თავის გამოსვლაში ბაიდენმა.

ამას ცირკის გარდა ვერაფერს დაარქმევ. რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როცა ტრამპისტების წინააღმდეგ რეპრესიები მძვინვარებს? ძალადობის მომხრეთათვის რა ბოლოს მოღებაზეა ლაპარაკი, როცა ანტიფა და BLM კვლავ მართავენ აქციებს, ხოლო ხალხზე ლაპარაკი, უბრალოდ სასაცილოა?

#1 ფოტოზე აღბეჭდილია “ტირანი” ტრამპის 2017 წლის 20 იანვრის ინაუგურაცია, ტრამპის, რომელსაც “რადიკალების მცირერიცხოვანი ჯგუფი” უჭერს მხარს. სხვათა შორის, ტრამპმა ბაიდენის ინაუგურაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მშვიდად გაემგზავრა ფლორიდაში.

ფოტო #2 კი ყველაზე ნათლად გამოხატავს ამერიკელთა სახალხო სიყვარულს ახალი ლიდერისადმი. 2021 წლის 20 იანვარს გამართულ ინაუგურაციაზე არ დაუშვეს ისინიც კი, ვინც მთელი წლის განმავლობაში ანგრევდა და ამსხვრევდა ირგვლივ ყველაფერს, რათა ტრამპისთვის ხელი შეეშალათ არჩევნებში. ისინი იძულებულნი იყვნენ, სახლების კუთხეებს ამოფარებოდნენ, რათა სნაიპერებს შემთხვევით არ მოეკლათ.

სულ კი ინაუგურაციაზე ახალი ამერიკის ათასიგმირიმიიწვიეს: ოლიგარქები, პოლიტიკოსებინეოკონები, პოპულარული მსახიობები. საზოგადოება რაღაცით ხომ უნდა გაერთოთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი საჯაროდ გაშიშვლების მოყვარულმა შეასრულა _ ლედი გაგამ, რომელსაც სტრიპტიზი არ უცეკვია და შავწითელ (ანარქისტების ფერები) კაბაში გამოწყობილი გამოვიდა.

ატომური იარაღის ჩემოდანი ბაიდენს უკვე გადასცეს. მეორე დღესვე, 21 იანვარს, პირველი პრესკონფერენცია გამართა “დიდმა გეოგრაფმა” ჯენიფერ ფსაკიმ, რომელიც აშშ-ის მოსახლეობას მალე საბოლოოდ დაუმტკიცებს, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში თეთრ სახლში ისხდნენ არა მხოლოდ ოლიგარქიული კლანების დანიშნულები, არამედ როტშილდების, როკფელერების, სოროსების, გეიტსების, ცუკერბერგებისა და სხვათა აშკარა მარიონეტები.

საერთოდ, 20 იანვარს ვაშინგტონში სიმბოლოები საკმაოზე მეტი იყო. მავთულხლართების ღობე, სპეცდანიშნულების დივიზია მოზეიმე ხალხის ნაცვლად და სირენების კივილი მავთულხლართების მიღმა, სადაც პოლიცია უზენაესი სასამართლოსკენ მიიჩქაროდა. წელს სირენების კივილი ჩვეულებრივ ბგერებად იქცევა ამერიკელი პატრიოტებისთვის. ისინი ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარან, რომ არანაირი რევოლუციის მოწყობას არ დაანებებენ, მათ მიმართ კი მკაცრ რეპრესიებს განახორციელებენ. ამიერიდან დემოკრატია _ ეს არის მაშინ, როცა უსიტყვოდ ასრულებ “მთავარი დემოკრატების” განკარგულებებს.

რაც შეეხება მსოფლიოს, ევროკავშირში გლობალისტებს უხარიათ: თეთრ სახლში მათი ადამიანი მივიდა და ახლაევროპული ფასეულობებისწინ წამოწევა და დამკვიდრება აქტიურად გაგრძელდება.

katyusha.orgზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here