რუსეთში, ციმბირში, სოფელ კაბირდაკში, 35 წლის ადგილობრივმა კაცმა სტუმარი ახალგაზრდა ქალი ნაჯახით მოკლა. მკვლელმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ქალი მას დაძინებაში ხელს უშლიდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული დეპარტამენტი ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, სტუმარმა დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ჩხუბი და ყვირილი დაიწყო, რამაც მასპინძელი შეაწუხა. კაცმა ხმაურიანი სტუმრის დამშვიდება ნაჯახის დარტყმით სცადა, შემდეგ კი, როდესაც ხმაური შეწყდა, დასაძინებლად წავიდა.
საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.