Home სხვადასხვა დაიჯესტი ცივი ომი უწინ, ცივი ომი ამჟამად

ცივი ომი უწინ, ცივი ომი ამჟამად

რეიგანი-გორბაჩოვი

USA Today 1999 წელს წერდა: “როცა ბერლინის კედელი დაინგრა (1998 წელს), აღმოსავლეთმა გერმანიამ წარმოიდგინა, რომ მას ელოდებოდა თავისუფალი ცხოვრება, სადაც მეფობს სამომხმარებლო საქონლის სიუხვე, სადაც არ არსებობს სიძნელეები და სიღარიბე. გავიდა 10 წელიწადი და აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრთა 51 პროცენტი ამბობს, რომ ისინი სოციალიზმის პერიოდში უფრო ბედნიერები იყვნენ”. ეს გამოკითხვა ადრე რომ ჩაეტარებინათ, ასეთი თვალსაზრისის მქონე გერმანელების რაოდენობა მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა 51 პროცენტს, რადგან გასული 10 წლის განმავლობაში გარდაიცვალა ბევრი მათგანი, ვინც თბილად იგონებდა აღმოსავლეთ გერმანიაში ცხოვრების წლებს.

ისე ჩანს, რომ ამერიკული მედიის ანტირუსულ-ანტისაბჭოთა აკვიატებულობას საზღვარი არ აქვს. თითქოს უნდა ჰქონდეთ საკმარისი თვითშეგნება და ჟურნალისტური პრინციპულობა თავიანთ რეპუტაციაზე დასაფიქრებლად, მაგრამ სიცრუე უწყვეტ ნაკადად გადმოიღვრება, გროვდება და ტყუილის მთები სულ უფრო მაღლდება.

ამ ხასიათის ერთ-ერთი ბოლო მაგალითია 10 სექტემბრის New York Times Book Review -ის ნომერში გამოქვეყნებული მიხაილ გორბაჩოვის ახალი ბიოგრაფია, რომელშიც ლაპარაკია, რომ იგი არ იყო გმირი თავისი ხალხისთვის, რადგან დაშალა იმპერია. გამოცემა არაფერს ამბობს იმ დადებითზე, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო. გამოცემას სურს, დაარწმუნოს მკითხველი, რომ რუსი ხალხი ფრიად დაამწუხრა ისეთი ქვეყნების დაკარგვამ, როგორიც იყო ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი და არა გორბაჩოვისეული პერესტროიკის წლებში ცხოვრების დონის დაკნინებამ, რომელმაც ყველაფერზე იმოქმედა: ბინის ქირაზე, დასაქმებაზე, შვებულებებზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ საკითხებზე ორიენტული სახელმწიფოს სხვა ასპექტებზე.

ამ რეცენზიაში ჩართულია ციტატა გორბაჩოვის მემუარებიდან, რომელიც აღნიშნული გამოცემის ფურცლებზე 1996 წელს დაიბეჭდა. ციტატაში ნათქვამია: “ადამიანები დასავლეთში საგონებელში ჩავარდნენ იმის გამო, რომ მიხეილ გორბაჩოვი სძულს მის ხალხს, არად აგდებს და დასცინის თავის ყოფილ ლიდერს. ამ ადამიანმა  ბირთვული ომის საფრთხე ააცილა მსოფლიოს, გაათავისუფლა თანამემამულეები მხუთავი შიშისგან, ბოლო მოუღო სისხლისმღვრელ სამხედრო ავანტიურას და თავისუფლება მიანიჭა აღმოსავლეთ ევროპას, მაგრამ რუსეთში იგი უარყვეს, თანაც უარყვეს მკაცრად და საბოლოოდ. ივნისში იგი შეეცადა, დაბრუნებოდა პოლიტიკურ ასპარეზს, მაგრამ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები დააგროვა.

გორბაჩოვის მიერ პოპულარობის დაკარგვა ამოუხსნელი ამოცანების კატეგორიაში შეიტანეს, დაივიწყეს, რომ მისი ფიასკო უღრმესი სოციალური ცვლილებების შედეგი იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ USA Today 1999 წელს წერდა: “როცა ბერლინის კედელი დაინგრა (1998 წელს), აღმოსავლეთმა გერმანიამ წარმოიდგინა, რომ მას ელოდებოდა თავისუფალი ცხოვრება, სადაც მეფობს სამომხმარებლო საქონლის სიუხვე, სადაც არ არსებობს სიძნელეები და სიღარიბე. გავიდა 10 წელიწადი და აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრთა 51 პროცენტი ამბობს, რომ ისინი სოციალიზმის პერიოდში უფრო ბედნიერები იყვნენ”. ეს გამოკითხვა ადრე რომ ჩაეტარებინათ, ასეთი თვალსაზრისის მქონე გერმანელების რაოდენობა მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა 51 პროცენტს, რადგან გასული 10 წლის განმავლობაში ბევრი მათგანი, ვინც თბილად იგონებდა აღმოსავლეთ გერმანიაში ცხოვრების წლებს.

გავიდა კიდევ 10 წელიწადი და “ვაშინგტონ პოსტში” დაიწერა: “დასავლეთ ბერლინის მცხვრებნი ამბობენ, რომ მათ მობეზრდათ აღმოსავლელი სტუმრების ჩვეულება, ნოსტალგიურად ილაპარაკონ კომუნისტების დროებაზე”. სწორედ გერმანიის გაერთიანების შემდეგ გაჩნდა ახალი რუსული და აღმოსავლეთევროპული ანდაზა: “ყველაფერი, რასაც კომუნისტები კომუნიზმზე ლაპარაკობდნენ, სიცრუე აღმოჩნდა; მაგრამ ყველაფერი, რასაც ისინი კაპიტალიზმზე ამბობდნენ, სიმართლე ყოფილა”.

ახალ რეცენზიაში ვლადიმირ პუტინი ავტორიტარულ ლიდერად არის წარმოდგენილი, ისევე, როგორც ამას რეგულარულად აკეთებს დასავლეთის მედიის უმეტესობა. ბოლო წლებში უამრავი ასეთი დახასიათება გამოქვეყნებულა, მაგრამ არც ერთ მათგანში არ ყოფილა მაგალითები, რომლებიც დაადასტურებდა პუტინის  ავტორიტარულ პოლიტიკას. თუმცა ასეთი ხასიათის მაგალითები, რა თქმა უნდა, არსებობს, თანაც არა მხოლოდ პუტინის მოღვაწეობაში, არამედ იმ მამაკაცისა, რომელსაც ტრამპი ჰქვია, ქალისა _ სახელად მეი და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მეთაურის საქმიანობაში. პუტინის ავტორიტარიზმის დამადასტურებელი რეალური მაგალითები რომ არსებობდეს, დასავლეთის მედია აუცილებლად გამოიყენებდა მათ რუსეთის პრეზიდენტზე თავდასასხმელად.

რეცენზიაში პუტინს მოიხსენიებენ, როგორც “კა-გე-ბეს ყოფილ პოდპოლკოვნიკს ცივი თვალებით”. ისღა დაგვრჩენია, გაოცებით ვიკითხოთ: რატომ არ უწოდებიათ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის (მამა ბუშისთვის) ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი ცივი თვალებით?

ამჟამად ისევე, როგორც პირველი “ცივი ომის” დროს, ერთ-ერთ პრობლემად წარმოგვიდგება ის, რომ ამერიკელებს არ სჯერათ რუსეთის კეთილგანწყობის. ამ საკითხზე, ღირს, გავიხსენოთ, რას წერდა ამერიკის ერთ-ერთი გამოჩენილი დიპლომატი ჯორჯ კენანი.

აშშ-ის პირველი დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში მყოფმა კენანმა, რომელიც პოლონეთის გავლით საბჭოთა კავშირში მიემგზავრებოდა, მოისმინა იმხანად საგარეო საქმეთა სახალხო კომისიის, მაქსიმ ლიტვინოვის, საუბარი იმაზე, როგორ იზრდებოდა იგი სოფელში, რომელ წიგნებს კითხულობდა და რომ ბავშვობაში ბიბლიოთეკარობაზე ოცნებობდა. მოისმინა და გაოცდა:

“უცებ გავიგეთ, ყოველ შემთხვევაში, მე მივხვდი, რომ ადამიანები, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, ისეთივე არსებები არიან, როგორიც ჩვენ ვართ, რომ ისინი სადღაც დაიბადნენ, ბავშვობაში ჰქონდათ ოცნებები და მისწრაფებები. ერთ კონკრეტულ მომენტში მომეჩვენა, რომ შეგვიძლია გავარღვიოთ უნდობლობის კედელი და გადავეხვიოთ ამ ადამიანებს”.

მაგრამ ეს დღემდე არ მომხდარა.

ჯორჯ ორუელის გამონათქვამი მახსენდება: “ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ჭკვიანი ადამიანების უპირველეს მოვალეობად იქცა იმის დამტკიცება, რაც აშკარაა და ცხადი”.

უილიამ ბუმი,

CounterPunch, США

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here