Home ახალი ამბები საქართველო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

815
ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

პრემიერმინისტრად გიორგი გახარია წარადგინეს, შს მინისტრად _ ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად _ ირაკლი ღარიბაშვილი

3 სექტემბერს “ქართულმა ოცნებამ” პრემიერმინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზეა წარდგენილი.

ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) ხელმძღვანელობდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს. ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 2013 წლის 20 ნოემბრამდე შსს-ს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრემიერმინისტრად დაინიშნა. რაც შეეხება გომელაურს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2015 წლის იანვარ-აგვისტოში იკავებდა, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა.

პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების მოსმენას 4 სექტემბრიდან დაიწყებს, სესიაზე კი კენჭს 8 სექტემბერს უყრის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here