Home ახალი ამბები მსოფლიო ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს დაჰპირდა, რომ თავს დაატეხს “ცეცხლის სეტყვას”

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს დაჰპირდა, რომ თავს დაატეხს “ცეცხლის სეტყვას”

კიმ ჩენ ინი

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ენ ხომ “ტასს”-ის მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ხალხი მოითხოვს, “აშშ-ს გაუსწორდნენ ცეცხლის სეტყვით”.

მან აღნიშნა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, კიმ ჩენ ინის, განცხადებით, “არმია, რომელსაც გააჩნია იდუმალი, ამოუწურავი ძალა, ამერიკას დაუსჯელს არ დატოვებს”.

“დადგა დრო, ამერიკამ პასუხი აგოს და ჩვენი არმია, ხალხი დაჟინებით მოითხოვს, ამერიკელებთან ანგარიში გავასწოროთ მხოლოდ ცეცხლის სეტყვით და არა სიტყვით”, _ ხაზი გაუსვა ლი ენ ხომ.

ბოლო თვეებში კორეის ნახევარკუნძულზე მდგომარეობა გართულდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ სარაკეტო და ბირთვული გამოცდების ხშირი გამოცდების გამო, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გაღიზიანებას იწვევს და რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან სანქციების გამკაცრების მიზეზი შეიქნა.

2017 წლის 19 სექტემბერს ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ “სრულად გაანადგურებს” ჩრდილოეთ კორეას. პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს სხვა გზა არ დარჩება, თუ ფხენიანი გონს არ მოეგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here