Home ახალი ამბები მსოფლიო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საკომუნიკაციო ხაზები აღდგა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საკომუნიკაციო ხაზები აღდგა

47

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან საკომუნიკაციო ცხელი ხაზები აღადგინა, – ინფორმაციას BBC- ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროში განაცხადეს, რომ ორი კორეის ოფიციალურ პირებს შორის აგვისტოს შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

”მთავრობის შეფასებით, სამხრეთ-ჩრდილოეთის საკომუნიკაციო ხაზის აღდგენით, საფუძველი ჩაეყარა კორეულ ურთიერთობებს”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საკომუნიკაციო ცხელი ხაზები რამდენჯერმე შეწყდა და აღდგა.

2020 წელს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის წარუმატებელი სამიტის შემდეგ, ფხენიანმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა და სამხრეთთან ყველა საკომუნიკაციო ხაზი შეწყვიტა.

ცხელი ხაზის მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში მცირე ხნით აღდგა, მაგრამ კვლავ შეჩერდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ შეერთებულ შტატებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here